"ფეჰერვარის" მწვრთნელი მიხელ ბორისი ცოცხალი თავით არ აყენებს ბუდუ ზივზივაძეს ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ ქართველი მაინც ახერხებს თავის გამოჩენას.
გერმანელი სპეციალისტი სასტარტოში ბოსნიელ კენან კოდროს ათამაშებს, ზივზივაძე კი მას ცვლის. 4 აგვისტოს, კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, "ფეჰერვარმა" სახლში „პეტროკუბი“ 5:0 გაანადგურა. ბუდუ 46-ე წუთზე შევიდა კოდროს ნაცლად შეცვლაზე, 88-ე წუთზე კი გოლი გაიტანა. დღეს, უნგრეთის ჩემპიონატის მეორე ტურში, საკუთარ მოედანზე "ჰონვედს" 4:0 სძლიეს. ბუდუმ კოდრო 70-ე წუთზე შეცვალა და 83-ეზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მის ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 5 მატჩში უკვე 4 გოლია.
სეკეშფეჰერვარული გუნდი 11 აგვისტოს, საპასუხო შეხვედრაში, "პეტროკუბს" უმასპინძლებს, ხოლო 14 აგვისტოს ბუდაპეშტში "ფერენცვაროშს" დაუპირისპირდება.
და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 3 მატჩში 3 გოლია.
საპასუხო შეხვედრები 11 აგვისტოს ჩატარდება.
1
მკითხველის კომენტარები / 12 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ჩაკვემ ითამაშა ძალიან მაგრად, იმედი დამიბრუნდა და სიხარული. რა ვქნა ყველაზე მეტად მიყვარს და მეიმედება გიოსი
11
0
ბუდუ უძლიერეს 9 ნომრად ჩამოყალიბდა, ძალიან ძლიერია, მინიმუმ საფრანგეთის დონის ჩემპიონატში უნდა თამაშობდეს.
14
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული