რუსეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში მოსკოვის "დინამოს" ნახევარმცველმა ლუკა გაგნიძემ კარგი შეხვედრა ჩაატარა და "კრილია სოვეტოვთან" სტუმრად (2:0) მოგებულ მატჩში საგოლე პასი შეასრულა.
მიმდინარე სეზონში 19 წლის ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად (90 წუთი) პირველად ითამაშა (გააფრთხილეს). ლუკამ მე-13 წუთზე 22 წლის პარაგვაელ მცველს, რობერტო ფერნანდო ურბიეტას გაატანინა - კუთხური ძალიან ჭკვიანურად ჩააწოდა. შეხვედრას საბოლოო წერტილი ვიაჩესლავ გრულევმა დაუსვა.
მოსკოვის "დინამოს", ზენიტის" მსგავსად, 8 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი "კრასნოდარს" უმასპინძლებს.
12:04 08-08-2022
გაგნიძემ კუთხური ჭკვიანურად ჩააწოდა და მოსკოვის "დინამოს" გამარჯვებაში დაეხმარა
AutoSharing Option
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
დღეს ერთერთი საუკეთესო ქართველი ფეხბურთელია.მოსკოვის დინამოში ტყუილად არავის ათამაშებენ.დიდ წარმატებებს ვუსურვებ
მოდი ვიშრომოთ ყველამ ერთად იმისთვის, რომ აქაური ჩემპიონატი იმდენად ძლიერი იყოს ყოფილი სსრკ ქვეყნებს გავცდეთ და პირაპის იტალიიდან და ესპანეთიდან , ინგლისიდან გვიყურებდნენ ინტერესით, მიჰყავდეთ ჩვენი ნიჭიერი ბავშვები ეგრევე.
გვყავდეს ისეთი აგენტები, ვინც ევროპაში მოგვიწყობს ბიჭებს პირდაპირ, ამისთვის ვიშრომოთ ყველამ ერთად. გავაძლიეროთ საკუთარი ლიგა, ვიაროთ სტადიონებზე, ვიყიდოთ ჩვენი ფეხბურთელების მაისურები, გადავიხადოთ ფული თამაშების ყურებაში, ეს წვრილმანები აძლიერებს ფეხბურთს, უბრალოდ ჩვენ არვიცით რით დავეხმაროთ ამა თუ იმ სფეროებს :)
ამ ყველაფერს მოსდევს მერე ის მოტივაცია, რაც ფეხბურთელს ჭირდება კარგი თამაშისთვის და ლიგას გაძლიერებისთვის.
დივანზე წამოწოლილი სხვისი კრიტიკა ყველაზე ადვილია და არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ამის კეთება, რავიცი შეიძლება ვცდები მაგრამ ასე ვფიქრობ.
რუსეთი რომ უნდა დავამთავროთ ყველა სფეროში ეგ ფაქტია, უბრალოდ ასე მალე არ ხდება და ამისთვის ერმა უნდა ვიშრომოთ!!