"კვარა სპალეტის სისტემაში მაშინვე ჩაჯდა - შეგვიძლია ძალიან კარგად ვითამაშოთ" - "ნაპოლის კაპიტანი ოპტიმისტობს

AutoSharing Option
"ნაპოლის" ახალმა კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ Il Roma-სთან გუნდზე და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მას Calcio in Pillole ციტირებს:

"ნაპოლი" სეზონის სტარტისთვის ემზადება, ორშაბათს "ვერონას" დაუპირისპირდება. ეს მათთვის განსაკუთრებული სეზონი იქნება, ვინაიდან გუნდი წამყვანმა ფეხბურთელებმა - კულიბალიმ, ინსინიემ და მერტენსმა დატოვეს. ამასთან დაკავშირებით დი ლორენცომ შემტევ რგოლზე და ახალგაზრდა ქართველი კვარაცხელიაზე ილაპარაკა:

"ჩვენგან ისეთი ფეხბურთელები წავიდნენ, რომლებიც კლუბის ისტორიაში შევიდნენ, მაგრამ იმდენი კარგი შემტევი გვყავს, რომ მათი შესანიშნავი შემცვლელები შეუძლიათ გახდნენ. კვარა სპალეტის სისტემაში მაშინვე ჩაჯდა. ის მეურვეებს ისე იშორებს,
როგორც ბოულინგის ბურთი კეგლებს და უეჭველი მოახერხებს ჩვენი გულშემატკივრებისთვის თავის მოწონებას.

მე ასევე არ დავივიწყებდი მარჯვენა ფრთაზე ლოზანოსა და პოლიტანოს. კიდევ ოსომენი გვყავს. არაჩვეულებრივი გოლეადორი. ჩვენ შეგვიძლია ძალიან კარგად ვითამაშოთ".

მკითხველის კომენტარები / 5 /
წაგეყვანათ ზურიკო დავითაშვილიც კვარასთან ერთად და ნახავდით რა შეტევითი პოტენციალიც გექნებოდათ.
მარცხნივ კვარა, მარჯვნივ ზურიკო და კი იფრენდით
ბათუმელი ექსპერტი
19:58 11-08-2022
4
დიდი უტვინობა იყო ნაპოლისგან ზურიკოს არწაყვანა, სულ დიდი მილიონათ გაატანდნენ და ისეთი ბიჭია ერთ წელიწადში ძირითადში ჩაჯდებოდა.
ჟორა გაბრიჭიძე
21:26 11-08-2022
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული