"ტორინო", "ლეჩე" და "გალათასარაი" - მიქაუტაძე 3 გუნდს ურჩიეს

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, გიორგი მიქაუტაძემ "მეცთან" ერთად ლიგა 2-ში ასპარეზობა მშვენივრად დაიწყო, ჩატარებულ 3 შეხვედრაში თავი 2 გოლითა და 1 ასისტით გმაოიჩინა.

მსგავსი შედეგიანობის შემდეგ ქართველი ფორვარდის სამსახური "გალათასარაის" შესთავაზეს.

როგორც ცნობილია, თურქულ გუნდს შეტევითი ხაზის გაძლიერება სურს, გიორგი კი მათთვის მშვენიერი დანამატი იქნება.

DAZN იტალიას ინფორმაციით, "გალათასარაის" გარდა მიქაუტაძე სერია A-ს ორ კლუბს, "ლეჩესა" და "ტორინოს" შესთავაზეს, ჯერ-ჯერობით სამივე კლუბის პოზიცია უცნობია.

რაც შეეხება სანაკრებო სტატისტიკას, ქართველმა შემტევმა ეროვნულ ნაკრებში ჯამში 11 მატჩი ჩაატარა და თავი 2 გოლით გამოიჩინა.

"მეცი" 3
ტურის შემდეგ 6 ქულით მე-5 ადგილს იკავებს, შემდეგ შეხვედრას კი 20 აგვისტოს, "ლავალოისის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

მომზადებულია fanatik-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 11 /
ჟორჟ, ხვიჩასკე ვართ გადართული დროებით, გვიყვარხარ და წარმატებებს გისურვებთ. ჩვენ ერთნი ვართ და საქართველოსთვის ვცოცხლობთ და ვშრომობთ, ყველა.
100%
13:35 16-08-2022
0
არ მესმის გალათასარაიზე ისე იწერებიან თითქოსდა კარგი დრო ედგას და იქ გადასვლა მეციდან წინ გადადგმული ნაბიჯი იყოს...
გალათასარაიში გადასვლას კიდევ მეცში დარჩენა ჯობს და გოლების გატანა...სისულელედ მიმაჩნია გალათასარაის ვარიანტი გამომდინარე იქედან რომ ჯერ ევროპიდან თურქეთში გადმოსვლა არამგონია დიდად გიოს წაადგეს და თან ის ფაქტიც არ დავივიწყოთ რომ გიორგის გამოცდილების, ტალანტის და შრომოსუნარიანობის მქონე ფეხბურთელი მეციში რომელსაც მიზნად ლიგა ერთში დაწინაურება აქვს დასახული იდეალური ვარიანტია და შანსი მისთვის რომ კარგი გოლიადორის სტატუსით გადაიყვანოს მეცი ლიგა 1 ში..იუნაიტედი მალე მოძებნის!
წარმატებები ჟორჟ!!
შავი კაცი
15:07 16-08-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული