კვარაცხელიას გოლს უეფას ჩემპიონთა ლიგა გამოეხმაურა - საერთო ნეიმართან, დემბელესა და მუსაილასთან

AutoSharing Option
უეფას ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურ "ფეისბუქგვერდზე" ხვიჩა კვარაცხელიას მიერ გოლის აღნიშნვნას (ორი ხელით "ღამე მშვიდობისას" იმიტაცია) გამოეხმაურნენ და წარმოგვიდგინეს ფეხბურთელები, რომლებმაც მეტოქის კარის აღება ამ სტილში აღნიშნეს. ხვიჩა ისეთი მოთამაშეების გვერდით მოხვდა, როგორებიც პსჟ-ს ვარსკვლავი ნეიმარი და "ბარსელონას" შემტევი უსმან დემბელე არიან. აქვეა წარმოდგენილი მიუნხენის "ბაიერნის" გუნდური ფოტო, სადაც გოლს ჯამალ მუსაილა და ხორვატი იოსიპი ზეიმობენ.

Sportall.Ge

ჩემპიონთა ლიგის გვერდი არკვევს რას ნიშნავს ეს აღნიშვნა პოსტზე, სადაც "გოლდენ სტეიტის" ვარსკვლავი სტეფ კარია მონიშნული. ეს ჟესტი სწორედ ამ კალათბურთელისგან მოდის.

შეგახსენებთ, კვარაცხელიამ "ნაპოლის"
რიგებში სადებიუტო გოლი სერია "ა"-ს პირველივე ტურში, "ვერონას" წინააღმდეგ გაიტანა, შემდეგ საგოლე პასი შეასრულა, მისმა გუნდმა კი (5:2) გაიმარჯვა.

altკვარას მარტო ზღაპრული ფეხები კი არ აქვს - გოლი სტეფან კარის ჟესტით აღნიშნა [VIDEO]

altკვარაცხელიამ და "ნაპოლიმ" სეზონი ფანტასტიკურად დაიწყეს - ხვიჩას გოლი და საგოლე გადაცემა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
კრიტიკოსებს დაძინება ურჩია...
ბექა
20:12 16-08-2022
2
ქართული რომელიმე ცეკვის , ერთი ორი ილეთი წაიცეკვე გოლის შემდეგ და გამისკდეს იქნებ სიხარულისგან გული! :))))
dimo
19:19 16-08-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული