"სლოვანი" მოსტარში "ზრინსკისთან" 0:1 დამარცხდა. ბრატისლაველთა რიგებში შეუცვლელად ითამაშეს გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ, გიორგი ჩაკვეტაძეც ძირითად შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს. 69-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს "სლოვანის" შემტევი ტიგრან ბარსეგიანი, 89-ე წუთზე კი ბოსნიელებმა გოლი გაიტანეს.
"ფეჰერვარმა" მოულოდნელად სტუმრად "კიოლნი" 2:1 დაამარცხა, რომელიც მე-20 წუთზე კაცნაკლული დარჩა. სტუმართა გუნდში მწვრთნელმა მიხაელ ბორისმა ტრავმირებული კენან კოდროს ნაცვლად სასტარტოში
ბუდუ ზივზივაძე დააყენა და რა თქმა უნდა, მან გაიტანა - 32-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, 85-ეზე ყვითელი ბარათი მიიღო, 90+4-ეზე კი შეცვალეს. ქართველის ანგარიშზე ამ სეზონში 8 შეხვედრაში 7 გოლია. გამარჯვების გოლი მე-40 წუთზე დარდაიმ ბუდუს პასით გაიტანა.
"რაკუვმა" საკუთარ მოედანზე პრაღის "სლავიას" 2:1 სძლია. მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ვაკო გვილიამ.
"ლეხმა" სახლში" 2:0 სძლია "დუდელანჟს". მასპინძელთა გუნდში 61-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ნიკა კვეკვესკირი, ხოლო 67-ეზე გიორგი წიტაიშვილი.
"ჟილ ვისენტე" გასვლაზე" 0:4 განადგურდა "ალკმაართან". პორტუგალიელთა რიგებში 61-ე წუთამდე ითამაშა გიორგი აბურჯანიამ.
"შკუპი" სკოპიეში ფრეს (1:1) დასჯერდა "ბალკანისთან". ჩრდილომაკედონიურ გუნდში შეუცვლელად ითამაშა გაგი მარგველაშვილმა.
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში "აპოლონი" საკუთარ მოედანზე "ოლიმპიაკოსს" დაუზავდა - 1:1. კვიპროსული გუნდის განაცხადში არ იყო რევაზ ინჯგია.
საპასუხო შეხვედრები 25 აგვისტოს გაიმართება.