ბუდუმ "კიოლნსაც" გაუტანა - "სლოვანი" "ზრინსკისთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩებში ქართველმა ლეგიონერებმა მიიღეს მონაწილეობა და ბუდუ ზივძივაძემ ისევ გამოიჩინა თავი.

"სლოვანი" მოსტარში "ზრინსკისთან" 0:1 დამარცხდა. ბრატისლაველთა რიგებში შეუცვლელად ითამაშეს გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ, გიორგი ჩაკვეტაძეც ძირითად შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს. 69-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს "სლოვანის" შემტევი ტიგრან ბარსეგიანი, 89-ე წუთზე კი ბოსნიელებმა გოლი გაიტანეს.

"ფეჰერვარმა" მოულოდნელად სტუმრად "კიოლნი" 2:1 დაამარცხა, რომელიც მე-20 წუთზე კაცნაკლული დარჩა. სტუმართა გუნდში მწვრთნელმა მიხაელ ბორისმა ტრავმირებული კენან კოდროს ნაცვლად სასტარტოში
ბუდუ ზივზივაძე დააყენა და რა თქმა უნდა, მან გაიტანა - 32-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, 85-ეზე ყვითელი ბარათი მიიღო, 90+4-ეზე კი შეცვალეს. ქართველის ანგარიშზე ამ სეზონში 8 შეხვედრაში 7 გოლია. გამარჯვების გოლი მე-40 წუთზე დარდაიმ ბუდუს პასით გაიტანა.


"რაკუვმა" საკუთარ მოედანზე პრაღის "სლავიას" 2:1 სძლია. მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ვაკო გვილიამ.

"ლეხმა" სახლში" 2:0 სძლია "დუდელანჟს". მასპინძელთა გუნდში 61-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ნიკა კვეკვესკირი, ხოლო 67-ეზე გიორგი წიტაიშვილი.

"ჟილ ვისენტე" გასვლაზე" 0:4 განადგურდა "ალკმაართან". პორტუგალიელთა რიგებში 61-ე წუთამდე ითამაშა გიორგი აბურჯანიამ.

"შკუპი" სკოპიეში ფრეს (1:1) დასჯერდა "ბალკანისთან". ჩრდილომაკედონიურ გუნდში შეუცვლელად ითამაშა გაგი მარგველაშვილმა.

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში "აპოლონი" საკუთარ მოედანზე "ოლიმპიაკოსს" დაუზავდა - 1:1. კვიპროსული გუნდის განაცხადში არ იყო რევაზ ინჯგია.

საპასუხო შეხვედრები 25 აგვისტოს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ბუდუ ზივზივაძე არ იმსახურებს უკეთეს ლიგას ვითომ?
GIGI
01:55 19-08-2022
0
ნუ მიბლოკავთ უწყინარს :) აი ვინ უნდა წაიყვანოს შოთამ ჰალში. რად უნდა ბევრი ფიქრი, სასწრაფოდ შეიძინოს ბუდუ
კაპიტან გარდენბურგი
02:15 19-08-2022
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული