ხვიჩა ბრდღვნის და ბრწყინავს - "მონცას" ფანტასტიკური გოლები გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ს მეორე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „მონცა“ 4:0 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელიამ მარადონას სტადიონზე დებიუტი დუბლით აღნიშნა. მან ანგარიში 35-ე წუთზე შორიდან ულამაზესი დარტყმით გახსნა, მეორე გოლი მეტოქეს კომპენსირებულ დროში ოსიმენმა გაუტანა, 62-ე წუთზე ქართველმა საჯარიმოში მცველები გააბითურა, დუბლი შეასრულა და 70-ე წუთზე შეცვალეს. შეხვედრის დასასრულს კორეელმა მცველმა კიმ მინმა თავურით დალაშქრა დი გრეგორიოს კარი და "ნაპოლიმ" კვლავ დამაჯერებლად იმარჯვა.

კვარაცხელიამ პირველ 2 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

„ნაპოლიმ“ ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ
ორი გამარჯვება მოიპოვა (საერთო ანგარიში 9:2) და 28 აგვისტოს ფლორენციაში „ფიორენტინას“ შეხვდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - მონცა 4:0
გოლები: 1:0 კვარაცხელია (35), 2:0 ოსიმენი (45+2), 3:0 კვარაცხელია (62), 4:0 კიმ მინი (90+3)

მკითხველის კომენტარები / 52 /
მეტირება დედას ვფიცავარ. არვიცი რავთქვა ვლოცულობ ამ ბიჭზე.ღმერთმა ტრავმებს აარიდოს.
ქართველი
22:43 21-08-2022
1
მე თამაშს ინგლისურ არხზე ვუყურე და თამაში რომ დამთავრდა ჩვენებივით უცბად კი არ დაემშვიდობნენ ხალხს და უცბად კი არ დაამთავრეს რეპორტაჟი მთელი 10 წუთი ნაპოლის ზეიმს და ხვიჩას მილოცვებს ვუყურე და მერე თამაშის გარჩევის გადაცემა დაიწო წამყვანები 1 ქალი და ორი კაცი იყვნენ და ერთერთი ლინეკერს გავდა (შეიძლება ლინეკერიც იყო) და ხვიჩას გოლებს სულ ფანტასტიკური უძახა იმ ლინეკერის მსგავსმა კაცმა და თქვა--ჩვენ ახალი სუპერვარსკვლავის დაბადების მხილველები გავხდით დღესო ! მერე წავიდა პოლემიკა ხვიჩას ადარებდნენ რინალდუს მესის რონალდინიოს სკილაჩის და რატომღაც ჯეფრი ჰერსტს !(საიდან ამოქექეს 60 წლის წინანდელი ჰერსტი DD) ისიც თქვეს რომ თავის მთავარ იარაღს დრიბლინგს ჯერ ვერ იოყენებსო და მეც დარწმუნებული ვარ რომ ეს ჯერჯერობითაა და მალე მცველების გაბითურებასაც დაიწყებს !
zura222
23:31 21-08-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული