ჩაკვეტაძის ტრავმა, კანკავას გაძევება და "სლოვანის" გმირობა - "ლეხი" გავიდა, "ფეჰერვარი" გამოვარდა [VIDEO]

AutoSharing Option
კონფერენს ლიგაზე გასასვლელ პლეი-ოფში "ქართული გუნდებიდან" წარმატებას "სლოვანმა" და "ლეხმა" მიაღწიეს.

„სლოვანს“ ბოსნიაში 0:1 წაგების შემდეგ შინ „ზრინსკის“ ძლევის და მიზნის მიღწევის შანსი ჰქონდა და სტადიონზე მისული 14 333 მაყურებელი თავის გუნდს გულმხურვალედ ქომაგობდა. ბრატისლაველთა მწვრთნელმა ვაისმა ისევ სამივე ჩვენებური (გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე) დააყენა სასტარტოში. "სლოვანში" სადებიუტო გოლით რამირესმა 65-ე წუთზე მასპინძლები დააწინაურა. 90+2-ე წუთზე ჩაკვეტაძემ ყვითელი ბარათი მიიღო, მერე დაშავდა, შეცვლა მოითხოვა და მოედანი დატოვა. ძირითადი დრო 1:0 დასრულდა.

103-ე წუთზე სტუმრებმა
ანგარიში გაათანაბრეს. 117-ე წუთზე კანკავამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. კაცნაკლული "სლოვანი" არ დანებდა, 120+2-ე წუთზე რამირესმა დუბლი შეასრულა, 2:1 და პენალტების სერია დაინიშნა, რომელშიც კაშიამ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, თუმცა სლოვაკურმა კლუბმა 6:5 იმარჯვა.

„ფეჰერვარმა“ გასვლაზე „კიოლნი“ 2:1 დაამარცხა, ხოლო სეკეშფეჰერვარში გერმანულმა გუნდმა დამაჯერებელი რევანში აიღო (3:0). მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ბუდუ ზივზივაძემ და ყვითელი ბარათი მიიღო.

ვაკო გვილიას „რაკუვმა“ საკუთარ მოედანზე ერთი კვირის წინ „სლავიას“ 2:1 სძლია. დღეს პრაღაში ძირითად დროში ჩეხებმა 1:0 იმარჯვეს, 120+1-ე წუთზე კი გამარჯვების გოლი გაიტანეს. გვილია 90+1-ე წუთამდე იყო მოედანზე.

„შკუპი“ ისევ დამარცხდა „ბალკანისთან“, ამჯერად 0:1 (ორი შეხვედრის ჯამში 1:3) და ევროტურნირებს დაემშვიდობა. ჩრდილომაკედონიურ გუნდში შეუცვლელად ითამაშა გაგი მარგველაშვილმა და ყვითელი ბარათი მიიღო.

„ლეხმა“ „დუდელანჟს“ პოზნანში 2:0 მოუგო, ლუქსემბურგში დაუზავდა (1:1) და მიზანს უწია. ნიკა კვეკვესკირმა შეუცვლელად ითამაშა, გიორგი წიტაიშვილი კი მე-60 წუთზე შევიდა შეცვლაზე და საგოლე გადაცემა გააკეთა.

„ჟილ ვისენტე“ „ალკმაართან“ პირველ შეხვედრაში 0:4 განადგურდა, დღევანდელ მატჩს პრაქტიკული თვალაზრისით აზრი დაკარგული ჰქონდა და პორტუგლიაშიც წააგო (1:2). „ჟილ ვისენტეში“ გიორგი აბურჯანიამ შეუცვლელად ითამაშა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
არამგონია ჩაკვეს რამე სერიოზული დაზიანება მიეღო ჩვეულებრივად გადადგილდებოდა მოედანზე გასვლის შემდეგ არ დაუტოვებია სტადიონი და ექსპტრა ტაიმების დროს და პენალტების დროს გამოჩნდა კადრებში რომ ჩვეულებრივად დადიოდა მოედნის მიღმა უბრალოდ ძაან დაიღალა დღეს მართლაც მონდომებული იყო ჩაკვე ბევრი იშრომა,გამიხარდა სლოანის გასვლა კონფერენც ლიგაზე ძაან არ მინდოდა რომ ჩაკვეს კაშოს და ჯაბას მთელი სეზონი მხოლოდ სლოვაკეთის ჩემპიონატში ეთამაშათ განსაკუთრებით ჩაკვეს წარმატებები მათ კონფერენც ლიგაზე.
ზურა
01:58 26-08-2022
1
ჩაკვე ისევ ტრავმა, რა ჯანდაბა გვჭირს,არადა თვეზე ნაკლები დარჩა სანაკრებო მატჩამდე, იმედია სერიოზული არ იქნება
irakli
01:50 26-08-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული