ჩაკვეტაძის ტრავმა, კანკავას გაძევება და "სლოვანის" გმირობა - "ლეხი" გავიდა, "ფეჰერვარი" გამოვარდა [VIDEO]

AutoSharing Option
კონფერენს ლიგაზე გასასვლელ პლეი-ოფში "ქართული გუნდებიდან" წარმატებას "სლოვანმა" და "ლეხმა" მიაღწიეს.

„სლოვანს“ ბოსნიაში 0:1 წაგების შემდეგ შინ „ზრინსკის“ ძლევის და მიზნის მიღწევის შანსი ჰქონდა და სტადიონზე მისული 14 333 მაყურებელი თავის გუნდს გულმხურვალედ ქომაგობდა. ბრატისლაველთა მწვრთნელმა ვაისმა ისევ სამივე ჩვენებური (გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე) დააყენა სასტარტოში. "სლოვანში" სადებიუტო გოლით რამირესმა 65-ე წუთზე მასპინძლები დააწინაურა. 90+2-ე წუთზე ჩაკვეტაძემ ყვითელი ბარათი მიიღო, მერე დაშავდა, შეცვლა მოითხოვა და მოედანი დატოვა. ძირითადი დრო 1:0 დასრულდა.

103-ე წუთზე სტუმრებმა
ანგარიში გაათანაბრეს. 117-ე წუთზე კანკავამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. კაცნაკლული "სლოვანი" არ დანებდა, 120+2-ე წუთზე რამირესმა დუბლი შეასრულა, 2:1 და პენალტების სერია დაინიშნა, რომელშიც კაშიამ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, თუმცა სლოვაკურმა კლუბმა 6:5 იმარჯვა.

„ფეჰერვარმა“ გასვლაზე „კიოლნი“ 2:1 დაამარცხა, ხოლო სეკეშფეჰერვარში გერმანულმა გუნდმა დამაჯერებელი რევანში აიღო (3:0). მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ბუდუ ზივზივაძემ და ყვითელი ბარათი მიიღო.

ვაკო გვილიას „რაკუვმა“ საკუთარ მოედანზე ერთი კვირის წინ „სლავიას“ 2:1 სძლია. დღეს პრაღაში ძირითად დროში ჩეხებმა 1:0 იმარჯვეს, 120+1-ე წუთზე კი გამარჯვების გოლი გაიტანეს. გვილია 90+1-ე წუთამდე იყო მოედანზე.

„შკუპი“ ისევ დამარცხდა „ბალკანისთან“, ამჯერად 0:1 (ორი შეხვედრის ჯამში 1:3) და ევროტურნირებს დაემშვიდობა. ჩრდილომაკედონიურ გუნდში შეუცვლელად ითამაშა გაგი მარგველაშვილმა და ყვითელი ბარათი მიიღო.

„ლეხმა“ „დუდელანჟს“ პოზნანში 2:0 მოუგო, ლუქსემბურგში დაუზავდა (1:1) და მიზანს უწია. ნიკა კვეკვესკირმა შეუცვლელად ითამაშა, გიორგი წიტაიშვილი კი მე-60 წუთზე შევიდა შეცვლაზე და საგოლე გადაცემა გააკეთა.

„ჟილ ვისენტე“ „ალკმაართან“ პირველ შეხვედრაში 0:4 განადგურდა, დღევანდელ მატჩს პრაქტიკული თვალაზრისით აზრი დაკარგული ჰქონდა და პორტუგლიაშიც წააგო (1:2). „ჟილ ვისენტეში“ გიორგი აბურჯანიამ შეუცვლელად ითამაშა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ანუ ქართველების ყველა მცდელობის მიუხედავად, სლოვანმა შემდეგ ეტაპზე გააღწია.
ანუ
12:23 26-08-2022
9
ყველაზე მეტად ჩაკვეტაძის ტრამვა მაწუხებს... რა სიმძიმისაა???
tngh
11:55 26-08-2022
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული