"ყველაფერი აიღო, დიდებულად ითამაშა!" - ობლაკმა მამარდაშვილის ბრწყინვალე მატჩით აღფრთოვანება ვერ დამალა

AutoSharing Option
ლა ლიგის მესამე ტურში "ვალენსია" სახლში "ატლეტიკოსთან" 0:1 დამარცხდა, თუმცა გაშვებული გოლი გიორგი მამარდაშვილის ბრალი არანაირად არ ყოფილა და უფრო მეტიც, ქართველმა "ღამურების" რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

ჩვენებურის ბრწყინვალე გარჯა უყურადღებოდ არ დაუტოვებია მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კიპერ იან ობლაკს. სლოვენიელი ამჟამად მადრიდის "ატლეტიკოში" ირიცხება. 

"ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო... რთული შეხვედრა გამოვიდა, უპირატესობას ვფლობდით და ბედნიერი ვარ, რომ 3 ქულა მოვიპოვეთ.

მეორე ტაიმში ძალიან კარგად გამოვიყურებოდით, ბევრს ვუტევდით, მაგრამ მათმა მეკარემ ყველაფერი აიღო! მამარდაშვილმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და თავის გუნდს
ბოლო წუთებამდე შანსი შეუნარჩუნა...

პირველი ნახევარი შედარებით სუსტად გამოვიყურებოდით, თუმცა, ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში 3 ქულა დავიმსახურეთ...", - ამბობს ობლაკი.

altმამარდაშვილის ჩინებული მატჩი, ავტოგოლი, გაუქმებული გოლი, გაუქმებული გაძევება და მარცხი "ატლეტიკოსთან" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 10 /
პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ნოიერი,ტერშტეგენის სტილში დატოვა ფეხი და ძალიან მაგარი ბურთი აიღო, მეორე ტაიმზე აღარაფერს ვამბობ,ბოლოს ვალენსიის დაცვა გაჩერდა და 5 წუთის ინტერვალში 3-4 ძალიან კარგი სეივი ჰქონდა.მთავარია სტაბილურობა შეინარჩუნოს.
საქართველო
12:48 30-08-2022
0
მოწინააღმდეგისგან ასეთი შეფასება პატივსაცემია. წარმატებები მამარდა!
რატი
12:04 30-08-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული