"მილანს" ინტერესი ჰქონდა, ასევე, "იუვენტუსსაც", თუმცა... - კახა კალაძემ კვარაცხელიას ტრანსფერის დეტალებზე ისაუბრა

AutoSharing Option
კახა კალაძემ "იმედის კვირასთან" საუბარში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. თბილისის მერმა ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერის დეტალები გაამხილა და ისურვა, რომ "კვარა" ჩემპიონთა ლიგის თასით ხელში იხილოს:

"მქონდა საუბარი ჯენარო გატუზოსთან, როდესაც ის "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი იყო. მაშინაც კი გადაწყვეტილი იყო, როდესაც ხვიჩა "რუბინში" თამაშობდა, უბრალოდ მოლაპარაკება ვერ ხდებოდა იმაზე, თუ რა თანხად უნდა ეყიდათ კვარაცხელია.

"მილანს" ინტერესი ჰქონდა, ასევე, "იუვენტუსიც" დაინტერესებული იყო, თუმცა საბოლოო ჯამში, "ნაპოლი" მაინც უფრო ახლოს იყო ამ გადაწყვეტილებასთან. მინდა, მას გულწრფელად წარმატება ვუსურვო და კიდევ უფრო ესახელებინოს
ჩვენი ქვეყანა... კიდევ უფრო მეტი გამარჯვება და რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის თასით ხელში მინდა ვიხილო ხვიჩა კვარაცხელია", – განაცხადა კალაძემ.

მკითხველის კომენტარები / 26 /
აქ კომენტარებში კარგად ჩანს როგორი
თქვენიიიი………!!!!!
20:50 13-09-2022
0
კალა იმ დროს მსოფლიოს საუკეთესო გუნდში თამაშობდა,მარტო იმბეცილმა შეიძლება ვერ დაინახოს რა დონის მცველი იყო!იმედია კვარაც იგივე გზას გაყვება და ჩლ თასს აწევს!წარმატებები კვარას.კალას დაუფასდა წარმოუდგენელი შრომისმოყვარეობა,იმედია კვარასაც დაუფასდება!
BOSS
20:11 13-09-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული