"სლოვანი" ერევანში დამარცხდა - კაშიამ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში „სლოვანი“ გასვლაზე „პიუნიკთან“ 0:2 დამარცხდა.

ბრატისლავური გუნდის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გურამ კაშია და გიორგი ჩაკვეტაძე შეუცვლელად ათამაშა, ხოლო ჯაბა კანკავა განაცხადში არ იყო. ჩაკვეტაძე აქტიური იყო, სამი მომენტი ჰქონდა, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლო.

„სლოვანი“ H ჯგუფში 1 ქულით აუტსაიდერია და 6 ოქტომბერს სტუმრად ლიდერ „ბაზელს“ დაუპირისპირდება.

ერევანი. „ვაზგენ სარგსიანი“
პიუნიკი - სლოვანი 2:0
გოლები: 1:0 დაშიანი (35), 2:0 ოტუბანჯო (36)

მკითხველის კომენტარები / 21 /
ვინც ნეგატიურ კომენტარს წერს მე იმ ხალხის მესმის აქ არავინ არ არის ჩაკვეტაძის მტერი პირიქით მისი ათამაშება ყველას გაგვიხარდება უბრალოდ დრო გადის ფეხბურთი ისეთი სპორტია, რომელშიც ასაკს დიდ მნიშვნელობა აქვს. გასაგებია ტრამვა დიდი დრო გაუცდა ბევრი გადაიტანა, მაგრამ ტრამვის შემდეგ რაც დაბრუნდა საკმაო ხანი გავიდა და უკვე დროა რაღაცაა გააკეთოს მოედანზე, შედეგი დადოს იმიტომ ,რომ შარშან ზაფხულში დაიწყო გენტში მერე გადავიდა დღეს გენტზე დაბალი დონის ჰამბურგში, რომელიც რათქმაუნდა სახელიანი გუნდია, მაგრამ დღეს მე 2 ბუნდესლიგას თამაშობს და იქაც ვერაფერს ვერ აკეთებს.ხოლო წელს უკვე ამ ჰამბურგზე დაბალი კლასის სლოვანშია ვხდედავთ რომ ტენდენცია არის უფრო და უფრო დაბალ დონეზე ჩამოსვლის რაზეც გვწყდება გული რაც დაემართა ლევან ყენიას და ბოლოს სადაც დამთავრა კარიერა კი ვიცით და მის გზას არის დამდგარი ჩაკვეტაძეც სამწუხაროდ და მისი თამაშის ხარისხი და დონე არ უმჯობესდება არსად დიდ წილად ისევ იმ ფეხბურთს თამაშობს რასაც თამაშობდა 6 თვის წინ ერთეული გამონაკლისებისა ზუსტად ეს ევროტურნირებია ის შანსი რომელიც უნდა გამოიყენოს ჩაკვეტაძემ ამ ტურნირზე უნდა ჩადოს ყველაფერი რომ კვალვ მოხვდეს რადარებზე შეიძლება სლოვაკეთის შიდა ლიგაში თავი არ მოიკლას მაგრამ აქ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს თორემ ასე თუ გაგრძელა გავა კიდე 1-2 წელი და ბოლოს მჭედლიძესა და არაბიძესავით აღმოჩნდება ეროვნულ ლიგაში და ამით დამთავრდება მისი კარიერა ამის ტენდენცია რომ ჩანს და ეს რომ არ გვინდა იმიტომ მოვითხოვთ ამ ბიჭისგან მაქსიმუმ.
ბუდუ ზვივზვივაძე არის მაგალითი დღეს ეს ბიჭი დაფრინავს გოლი გოლზე გაქვს მაგრამ კარგი გუნდი მისით უკვე ნაკლებად დაინტერესდება რადგან 29 წლის არის და ამ ასაკის ფეხბურთელს თუ ვარსკვავლი და ტოპი არ არის გრძელვადიან პერსპექტივაში გუნდების უმეტესობა არ დაიმატებს რადგან ყველა გუნდი ეძებს ფეხბურთელს გრძელ ვადიან პერსპექტივაში და თან არავის აქვს გარანტია რომ მომავალ წელს ასაკიანი ფეხბურთელი ისევ ასე ითამაშებს ბუდუ დღეს რომ იყოს 21-22 წლის დარწმუნებული ვარ რომ ბევრი კარგი გუნდი იქნებოდა მისით დაიტერესებული მაგრამ სამწუხაროდ გვიან გაიხსნა და ჩაკვეტაძეს აქვს კიდე დრო და ეს დრო არ უნდა გაფლანგოს უნდა დადოს მაქსიმუმი მას ეს შეუძლია.
ზაური
03:34 17-09-2022
0
სლოვაკეთის ჩემპიონატი არის საქართველოს ჩემპიონატის დონე რაიმე დიდის სხვაობა კიარ არის იქ კი დაფრინავს სლოვანი მაგრამ ევროტურნირებზე გამოჩნდა რომ ძალიან დაბალი დონის გუნდია რომ არაა ბათუმის დინამოს ბარიერის დაძლევა ეს გუნდი დიდი ალბათობით დიდი ხნის წინ გამოეთიშებოდა ამ ტურნირს ძალიან დაბალი კლასის გუნდია მე რასაც ვუყურებ ამ კლუბში ნამდვილად გამორჩეულია ჩაკვეტაძე ინდივიდუალურად ძალიან ძლიერია კარგი პასი აქვს დრიბლინგი ყველაფერი მაგრამ აი სისწრაფეზე თამაში და გამწვავება უჭირს ამ კომპონენტებში აქვს საკმაოდ მოკლებული ამის აღდგენაც სავსებით შესაძლებელია უბრალოდ დრო სჭირდება რაც შეეხება სტატისტიკას გოლი+პასი მთავარია ერთი-ორი გაიტანოს და მერე ამ მხრივაც გაიხსნება წარმატებას ვუსურვებ იმედი მაქვს ახალწლამდე ფორმაში შევა.
სიმართლე
13:22 16-09-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული