დებიუტიც ასეთი უნდა - ზურიკომ საფრანგეთში გამარჯვების გოლი გაიტანა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ლიგა 2-ში ზურიკო დავითაშვილის წარმატებული დებიუტი შედგა - მისმა ახალმა გუნდმა „ბორდომ“ მეცხრე ტურში სახლში 2:1 სძლია „დიჟონს“.

"ბორდოს" მწვრთნელმა დავიდ გიომმა გუშინ თქვა, რომ ქართველის დიდი იმედი აქვთ და დავითაშვილმა გაგვახარა. ის ძალიან აქტიური იყო და 87-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.

ჟირონდული გუნდი ამ მომენტისთვის 17 ქულით ლიდერია და 3 ოქტომბერს სტუმრად „ლავალს“ დაუპირისპირდება.

ბორდო. „მატმიუტ ატლანტიკი“
ბორდო - დიჟონი 2:1
გოლები: 1:0 მაია (8, პენ), 1:1 ლე ბიჰანი (71), 2:1 დავითაშვილი (87)

მკითხველის კომენტარები / 54 /
როგორ ხვდებოდა ქეცბაიასთან ამდენი ქართველი საინტერესოა კვიპროსი აკვირდებოდა მარტო ქართველ მოთამაშეებს? და ქეცბაიას არ აქტიურობდა ხომ?ან სანიოლმა არ იაქტიურა ხომ ზურიკოზე?გული გულობდესო და ყველაფერი შეიძლება
ზვიადი
19 სექტემბერი 2022 03:37
0
ყოჩაღ მაგარი კაცი ხარ
თენგო
18 სექტემბერი 2022 12:13
0
მიდი ზურა გაგვახარე ბევრჯერ.სანიოლს მადლობა დახმარებისთვის კაი კაცია
მოსეხონელი
18 სექტემბერი 2022 11:11
0
ამ თამაშში ზურას რაც ჭირდებოდა გოლი იყო და გაიტანა კიდეც!
ყოჩაღ ზურა! გვეიმედები!
თხოვნა ვილისთან::: წიტაიშვილს მიხედე და მერე ნახე რა გუნდი შეიკვრება!
თემური
18 სექტემბერი 2022 08:45
0
გაგიჟდნენ, ჩვენი ლომები. ვინა ბიჭოოო-ვო, აზრზე მოდითო. ))))
100%
18 სექტემბერი 2022 08:19
1
https://www.youtube.com/watch?v=rdEf0bLB0y4
ქ. გ.
18 სექტემბერი 2022 06:02
0
იმედოოოო!!! ჯიგარ!!
გიორგი
18 სექტემბერი 2022 04:15
0
გენაცვალე აბრეზიჩ! მე პირადად მჯერა შენი!
დიმო
18 სექტემბერი 2022 01:44
0
ყოჩაღ ზური, ეგრე გააგრძელე, ხასიათი არ დაკარგო. მაგარი ნაკრები იკვრება, ევროპაზე გასვლა კიარა ცოტა გამართლება და მედლებისკენაც შეილება გავიწიოთ... რატომაც არა!
რუსთავი
18 სექტემბერი 2022 01:18
2
არველაძეს წარმატებები მაგრამ დღეს გასცა პასუხი ზურიკომ რომელი ყავს უკეთესი ერთი ქართველი რომ არ გაატარა არსად
ზვიადი
17 სექტემბერი 2022 23:41
7
არ გეწყინოს მარა აბსურდს წერ.ჯერ ერთი ვის არ აქვს ფული ჰალს რომელსაც ახალი მფლობელი ყავს ამბიციებით, რომ პრემიერლიგაში გადავიდეს, მაგრამ ბორდოს აქვს, რომელიც კინაღამ გაკოტრდა და მესამე ლიგაში გააგდეს? მეორე ერთი კი შეიძლება გადამწყვეტი სიტყვა არ ეთქმის არველაძეს ტრანსფერებში, მარა რომ გაეწია რეკომენდაცია დარმუნებული ვარ მოუყვანდნენ დავითაშვილს. მაგრამ არ გახსოვთ მისი განცხადება მამარდაშვილი და კვარაცხელია თუ წამოვა წავიყვან ამ ორ ქართველსო. ესე იგი ნაპოლის და ვალენსიის ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეების წაყვანა უნდოდა ჩემპიონშიფის მაჩანჩალა გუნდში სხვა ქართველი ფეხბურთელი არ ეკადრება ჰალს.
!!
18 სექტემბერი 2022 09:50
2
ისე ამბობ გეგონება არ უნდოდა და არ წაიყვანა ჰალში არავინ. ჯერ უნდა გაიაზრო რომ მთავარ გადაწყვეტილებას შოთა კი არა, თურქი მფლობელი იღებს და მეორეც, ჰალს არ აქვს იმის ფუფინება რომ ფული დახარჯოს, როცა გავარდნის პლეიოფის ზონას ძლივს ლახავს. თან ათასჯერ დაიწერა რომ სურდა გინდ მიქაუტაძის და გინდაც ლობჟანიძის დამატება
.-.
18 სექტემბერი 2022 02:07
7
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული