კვარაცხელიამ ისევ მოიპოვა პენალტი - "ნაპოლიმ" გასვლაზე "მილანს" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ს მეშვიდე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „მილანი“ 2:1 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელია კი ორივე გუნდიდან ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ.

თავიდან ინიციატივას მასპინძლები დაეუფლენ და ჟირუს დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. სადღაც შუა ტაიმში თამაში გათანაბრდა, თუმცა სტუმრებს ბურთის დაჭერა და მომენტების შექმნა უჭირდათ.  კვარაცხელიას ყურადღებით მეურვეობდნენ, უეხეშებოდნენ და პირველ ტაიმში კიაიერსა და კალაბრიას ყვითელი ბარათები მიაღებინა.

შესვენების შემდეგ მწვრთნელმა პიოლიმ ორივე შეცვალა (დესტით და კალულუთი), მაგრამ ქართველის შეჩერება ვერც მათ ვერ შეძლეს - დესტმა საჯარიმოში წააქცია და მსაჯმა ვიდეოგმეორების შემდეგ პენალტი დანიშნა, რომელიც
პოლიტანომ გამოიყენა. თან "ბარსელონადან" იჯარით აყვანილმა დესტმა ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანზე შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი.

„როსონერიმ“ მწვავე იერიშებით უპასუხა და ჟირუმ ანგარიში გაათანაბრა. 78-ე წუთზე კი სიმეონემ თავურით გამარჯვების გოლი გაიტანა. კვარაცხელია 87-ე წუთზე შეცვალეს.

"მილანი" ბოლო 23 მატჩში პირველად დამარცხდა "ნაპოლისთან" - აქამდე 15 შეხვედრაში იმარჯვა და 7-ჯერ ფრე დაფიქსირდა.

„ნაპოლი“ 17 ქულით ლიდერია და 1-ელ ოქტომბერს „ტორინოს“ უმასპინძლებს.

მილანი. „სან სირო“
მილანი - ნაპოლი 1:2
გოლები: 1:0 პოლიტანო (55, პენ), 1:1 ჟირუ (69), 1:2 სიმეონე (78)

მკითხველის კომენტარები / 79 /
კარგია მაგრამ ნახევარდაცვა არ უვარგათ პას ვერ აკეთებენ. მაგრა გაუმართლათ პენალტზე ნებისმიერი კარგი მეკარე მაგას მოხსნიდა. კვარამ უნდა დაარტყას პენალტები და ჯარიმებიც.
ლომი
19 სექტემბერი 2022 01:00
1
სასწაული მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონდა დღეს ხვიჩას! ყოჩაღ! ჩარჩოებში არ მოექცე,ესე იქცევი ლეგენდარულ ფეხბურთელად! მარგალ ირო მანგარ!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
19 სექტემბერი 2022 00:58
0
ერთი შეხედვით ნორმალური თამაში ქონდა, არც ცუდი არც კარგი მაგრამ ერთი მომენტით შეატრიალა თამაშის ბედი, სწორედ ესარის ნიშანი რო სხვებზე მაღლა დგას. ერთი ტენდენციასავით მხვდება თვალში რომ ნაპოლი სულუფრო და უფრო ბოჭავს ხვიჩას. დრიბლინგებზე თუ აკრძალვას დაუწესებ ეს ბიჭი ვერითამაშებს. აი უბრალოდ ვერითამაშებს. არდამიწეროს ეხლა ვინმემ იი შენ სპალეტიზე მეტი იცი? არ ვიცი მაგაზე მეტი მაგრამ ფაქტია რო ბიჭს სათამაშო კუთხით ავიწროვებს და უნდა შეცვალოს ეს მიდგომა
ქართველი
19 სექტემბერი 2022 11:20
3
ამ მატჩს სეტანტაზე,რუსული კომენტარებით ვუყურე და მათ ისიც თქვეს,რომ რაც სლუცკიმ ვერ შესძლო,ეს სპალეტიმ გააკეთა.კერძოდ ის,რომ,ხვიჩას ვერ აიძულა,ჩაწოდებების დროს,შორეული ძელი ჩაკეტოსო.ნაპოლიში თავისი პირველი გოლი,სწორედ ჩაწოდების ჩაკეტვით გაიტანა,თავური დარტყმით.ხვიჩას ჯერ კიდევ ბევრი რამე აქვს სასწავლი,ან დასახვეწი და ტყუილად არ ამბობენ მასზე,რომ მისი შესაძლებლობების ჭერი,ჯერ კიდევ არ ჩანს და ძალიან ბევრი აქვს, მოსამატებელი რესურსი.ამ რამდენიმე თამაშში,ხვიჩამ ისეთი პროგრესი განიცადა,რომ სპალეტის ბოლომდე უნდა ვენდოთ.კრიტიკა რომ კრიტიკაა და თუნდაც უსაფუძვლოდ მოგვეჩვენოს.ვხედავთ,რომ ხვიჩას თამაშზე და ზოგადად ნაპოლიზე დადებითად მოქმედებს.ესე იგი იცის,რასაც ამბობს და აკეთებს არა?ჰო და დავაცადოთ რა!
სოსო
19 სექტემბერი 2022 16:15
0
თქვენნაირმა ქება-დიდების და გაღმერთების მოყვარულმა ხალხმა, რომ აცადოთ განვითარება, უფრო დახვეწა ამ უნიჭიერეს კაცს და ჭკუიდან არ გადაიყვანოთ, რას იტყვით ამაზე?
ზურა
19 სექტემბერი 2022 14:59
0
ყველა გამოხმაურება
კვარაცხელია ძალიან კარგი იყო, აიძულა პიოლის ნახევარი დაცვის გამოცვლა, რასაც ის პენალი მოყვა და გარდატეხა შეძლო თამაში შესაბამისაც. თუმცა ძალიან გაუმართლა ნაპოლის, მილანი ბევრად უკეთესი გუნდი იყო.
zak
19 სექტემბერი 2022 00:51
1
ნახევარდაცვა ჰყავთ ჯოგი და იმიტო
mirosan
19 სექტემბერი 2022 01:29
0
ოქროს ბიჭია ეს და მადლობა მას ასე რომ გვახარებს თავისი ჩინებული თამაშით.არ გაჩერდე კვარა სულ შრომაში და მეტ გამარჯვებებში იყავი!
გეგი
19 სექტემბერი 2022 00:50
0
მომხრე ვარ კალათბურთის ერთი წესი შემოიღონ,ვისზეც დაჯარიმდება ფეხბურთელი პენალტი იმან დაარტყას. ))მიუხედავად გოლისა პოლეტანომ ცუდად დაარტყა პენალტი. (ამას შურით არ ვამბობ).თუმცა გამარჯვებულებს არ ასამართლებენ. ხვიჩა დღეს დრიბლინგებით ვერ ბრწყინავდა, მაგრამ პენალტი და 2 ყვითელიც დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს.
დავით 67
19 სექტემბერი 2022 00:54
3
ბოდიში 3 ყვითელი
დავით67
19 სექტემბერი 2022 01:22
0
ეხლა ვნახე ნაპოლის ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდი კვარაზე არაფერს წერენ გამონაკლისების გარდა არადა მისმა თამაშმა მოიგო ეს მატჩი ვის გინახავთ ერთმა კაცმა ორი ძირითადის მცველი შეაცვლევინა კაპიტანი მათშორის და შემოსულს პენალტი აკიდა რა დაუნახაობააა ეს მაგრად ველოდები მწვრთნელის კომენტარს, ეგ პენალტისტები ისეთ თამაშში დაღუპავენ ნაპოლის სადაც ძვირად დაუჯდებათ
Soso
19 სექტემბერი 2022 02:03
2
თავის ფლანგზე 3 კაცს აკიდა ყვითელი, შეეძლო უფრო თამამად გაეგრძელებინა და უფრო მეტი აეღო თავის თავზე. მაგრამ მგონი ზღუდავენ. მაინც მაგარი იყო, დრიბლინგებში არ გაუმართლა, ისე კარგი მოძრაობები Gააკეთა
gino
19 სექტემბერი 2022 01:39
1
ტყუილად ახარჯინებენ ენერგიას დაცვაში ჩამოსვლით, საჯარიმომდე რომ არ ჩამოვიდეს, გაცილებით სასარგებლო იქნება. ამ ძერბინის შემოყვანის აზრს ვერ მივხვდი, აიკლო მარცხენა მცველმა, საგოლე პასიც მაგას დაასწრეს, კარგად არის მანჩინის საქმე ასეთებს თუ იძახებს უკვე ნაკრებში.
ძველი გულშემატკივარი
19 სექტემბერი 2022 02:11
0
მეგობარო თანამედროვე ფეხბურთში უკან არ ჩამოვიდეს რას ნიშნავს? დოინჯშემოყრილი დადგეს აბა ბურთის მოლოდინში? სად ნახეთ ასეთი ფეხბურთი ბოლოს? ეტყობა საქართველოს ჩემპიონატს უყურებ მხოლოდ. ..
დათო
19 სექტემბერი 2022 15:10
0
ხვიჩამ ძალიან მაგრად ითამაშა! მაგრამ მგონია,რომ ძალიან უკან ათამაშა სპალეტიმ დღეს. გასაგებია მილანს ეთამაშები,მარა ხვიჩას ასე უკან დაწევა არასწორად მიმაჩნია!
შეიძლება ამას იმიტო ვამბობ,რომ ქართველი ვარ და ხვიჩა მინდა უფრო წინ იდგეს და გოლები გაიტანოს უფრო მეტი.
saqartvelo
19 სექტემბერი 2022 01:36
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული