ბერიძემ თურქეთში კვლავ გაიტანა

AutoSharing Option
თურქეთის სუპერლიგის მეშვიდე ტურში თავი „ანკარაგიუჯიუს“ შემტევმა გიორგი ბერიძემ გამოიჩინა.

ანკარულმა გუნდმა საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა „სივასპორი“. ბერიძემ ანგარიში მეორე წუთზე გახსნა და 79-ე წუთზე შეცვალეს. გიორგის მეორე გოლშიც მიუძღვის წვლილი - მის მიერ დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და ალი სოუმ ბურთი ცარიელ კარში შეაგდო. ქართველის ანგარიშზე 6 მატჩში 3 გოლია.

„ანკარაგიუჯიუს“ 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული, 4 ქულით მე-16 ადგილზეა და 1-ელ ოქტომბერს „ისტანბულს“ უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ბერიძის არ გამოძახება ნაკრებში ნამდვილად გამიკვირდა კარგ ფორმაშია სათამაშო პრაქტიკა აქვს გოლები გაქვს და რატომ არ გამოძახეს არ მესმის.
ლევან
03:44 19-09-2022
0
ნაკრებში სასწრაფოდ
ილარ10ნ
02:21 19-09-2022
1

სიახლეები პოპულარული