სლუცკი ხვიჩაზე: ბრილიანტი მყავდა, ტიროდა, მისთვის ფეხბურთი დისნეილენდია - ახლა სრულიად სხვა დონეზეა

AutoSharing Option
"რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოსთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

- მოდით, ვარჯიშებით დავიწყოთ. ხალხისთვის მნიშვნელოვანია გაიგონ, როგორ წარმოაჩენს ვარჯიშებზე მოთამაშე თავს, რისი მეშვეობით ვხედავთ მის სიახლეებს. როგორი იყო კვარაცხელია ვარჯიშებზე?
- როდესაც "რუბინში" მოვედი, კვარაცხელია ძალიან ახალგაზრდა იყო. ჩემთვის ეს მართლაც სერიოზული გამოცდა გახლდათ, რადგან მოვედი გუნდში, რომელიც პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოდა. ჩემს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები მქონდა, მაგრამ პირველ ვარჯიშზე კვარაცხელიას მონაწილეობით ზოგიერთი მომენტი როგორც კი ვნახე, მაშინვე გავიფიქრე, რომ შესანიშნავი არჩევანი გავაკეთე.

არ ვიცოდი, გუნდისთვის სიტუაცია როგორ
განვითარდებოდა,
გავარდებოდა თუ არა, თუმცა ვიცოდი, რომ მე ეს ბრილიანტი მეყოლებოდა, ვინაიდან ვარჯიშზე მისი ტალანტის მიხვედრას 5 წუთი სჭირდება. ეს ძალიან ადვილია. რა თქმა უნდა, როგორც ყველა ნიჭიერ ფეხბურთელს, მასაც ჰქონდა ზოგიერთი განსაკუთრებული თვისებები, მეტადრე საქციელი.

პირველ ვარჯიშზე ასეთი ეპიზოდი მოხდა: ერთი მოთამაშე ვარდნაში წავიდა, კვარა კი წაიქცა და ტირილი დაიწყო. გავიფიქრე: "შეუძლებელია". პირველი ვარჯიშია და საუკეთესო ფეხბურთელმა შეიძლება ტრავმა მიიღო, შეიძლება ფეხი მოიტეხა, არ ვიცი".

როდესაც ერთი წუთის შემდეგ წამოდგა და თამაში ისე გააგრძელა, თითქოს არაფერიც არ მომხდარა, დავუსტვინე და ვუთხარი: "არა, ეს შეუძლებელია. ეს სერიოზული თამაშია, ფეხბურთი მამაკაცების თამაშია, ხოლო თუ ამისათვის მზად არ ხარ, თუ ბიჭი ხარ და არა მამაკაცი, ეს კარგი არაა".

მასთან დაკავშირებით უცნაური ვითარება იყო: ტკივილს აბსოლუტურად ვერ იტანდა.  ყოველი ვარდნის შემდეგ ტირილს იწყებდა. ეს პირველი. მეორე ფეხბურთს ეხება. მან არ იცოდა, როგორ გამოეყენებინა საკუთარი საუკეთესო უნარები. ყველგან დრიბლინგზე მიდიოდა, სულერთია ჰქონდა თუ არა თავისუფალი სივრცე, წინ მიიწევდა. მიდიოდა ცხრა მოთამაშის წინააღმდეგ, ხუთის წინააღმდეგ, ერთის წინააღმდეგ - განსხვავება არ არსებობდა.

კიდევ ერთი პრობლემა - კონტაქტს მუდამ გაურბოდა, ვარდნებს. ესეც დიდ პრობლემას წარმოადგენდა. როცა ასეთი ფანტასტიკური დრიბლინგი გაქვს, ასეთი ფიზიკური მონაცემებით, ეს ნიშნავს, რომ შენს წინააღმდეგ ხშირად წამოვლენ ვარდნაში. ის კი თავს არიდებდა. მაგალითად, მოტყუებაზე ადრე მიდიოდა.

მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ორი რამ გავიგე: ვიმუშავებდი ბრწყინვალე მოთამაშესთან, რომლის ნიჭსაც ჭერი არ გააჩნია, რომელსაც შეუძლია განვითარება და დონით ზეცის მიღწევა. მეორე - ღმერთმა მოგცა ერთი, მაგრამ არ მოგცემს სხვა რამეს.

ხვიჩა მშვიდი არაა, ტკივილს ვერ იტანს, კონტაქტს გაურბის - ეს მინუსები. კვარაცხელიასთვის სპეციალური პროგრამა იყო, ჩვენ ბევრს ვსაუბრობდით, ინდივიდუალური ტაქტიკური გაკვეთილები გვქონდა. თუ ტირილს დაიწყებდა, ვცდილობდი ვარჯიშიდან გამომეყვანა.

ფეხბურთი მას მოსწონს, როგორც ბავშვს - თითქოს დისნეილენდია. შენ თუ ტირილს იწყებ, თუ ვარჯიშიდან წახვალ, მეტად ვეღარ მოხვდები დისნეილენდში.

ეს დიდი სამუშაოა, მხოლოდ საფეხბურთო მოედანზე კი არა, რადგან ის 100%-იანი ნიჭის პატრონია. ვიცნობ ხვიჩას მამას, მან ძალიან განავითარა, დრიბლინგი მისცა, ინდივიდუალური უნარები. თუმცა, თუ ხასიათზე ვილაპარაკებთ, სიტუაციებზე, სადაც ამის გამოყენება მაქსიმალურად შესაძლებელია - იქ დიდი სამუშაოს შესრულებაა საჭირო.

კვარასი ძალიან მადლობელი ვარ, რამეთუ ძალიან კარგად ვურთიერთობდით, ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა. ყოველ ვარჯიშზე ვუხსნიდი, ვუხსნიდი, ვუხსნიდი კონტაქტებზე, ტრავმებზე, ტკივილებზე, მოთმენაზე, ხასიათზე, იმაზე, როგორ უნდა გამოეყენებინა თავისი საუკეთესო თვისებები. ვფიქრობ, რომ ახლა სუსტ მხარეებზე მკითხავთ - ლუჩანო სპალეტი რა თქმა უნდა, პირველ რიგში დაცვის დახმარებაზე იტყვის.

ამჟამად ის ამ ასპექტში სამჯერ უფრო უკეთესია, ვიდრე მაშინ, როცა მუშაობა დავიწყეთ. იმ დროს მისი დაცვითი უნარები ნულოვანი იყო. ახლა ზონის გადაკეტვა შეუძლია, მოძრაობა, ხანდახან ვარდნაში წასვლა. რაც ყველაზე მთავარია: პირდაპირ ახლა ყველა გადაწყვეტილებას სწორად იღებს. მისი დრიბლინგი ძალიან საჭიროა. ყოველ სიტუაციაში. ბურთს კარგად ინარჩუნებს და როგორც მოთამაშე, სრულიად სხვა დონეზეა.

ხვიჩას ყველა მატჩს ვუყურე, ყველა თამაშის შემდეგ ვსაუბრობდით - ტელეფონით ან შეტყობინებებით და ყველა სიტუაციის გაანალიზებას ვცდილობთ. რა თქმა უნდა, ლუჩანო მისი ბოსია, მაგრამ მე ჩემის მხრივ დახმარებას ვცდილობ.

მკითხველის კომენტარები / 64 /
ახლა იმ რუსი მცველების ინტერვიუებიც გვინდა, ვინც ეუხეშებოდა.
წაიბლატავენებ ალბათ, ვარჯიშებზე ვატირებდით კვარაცხელიასო :დ
ჭ კლასი
.
29 სექტემბერი 2022 08:03
1
გამწარებული უნიჭო რუსები ფეხებს რომ დაგიმტვრევენ და იდაყვით სახეში გირტყამენ, გეტკინება, აბა რა იქნება?!
ქ. გ.
29 სექტემბერი 2022 05:29
3
სლუცკიმ როგორ გამოიშკარავა თავი,ყველაფერი მოყვა ხვიჩაზე.ინტერის აგენტი ყოფილა თურმე.....
კახა ქ.
29 სექტემბერი 2022 04:53
21
მე ამ ხალხის გამკვირვებია.თვითონ ხვიჩას შესანიშნავი ურთიერთობა აქვს სიომინთანაც და სლუცკუსთანაც.დაჟე ურეკავთო ერთმანეთს და რაღაც რაღაც რჩევებს აძლევენ და თქვენ საიდან მოგაქვთ ეს აზრები ,რომ აძაგებთ და აგინებთ,რუის არ იყოს,მოკვდნენ მაგის გინებით და თვითონ ხვიჩამ,ყველაზე კარგად მაგასთან ვარო,მაგან ამიხსნა პირველად როცა გუნდში მოვედი,რა და როგორო.ეს მაშინაც გამოჩნდა, როცა ხვიჩას გულისთვის ორ კაცს შეასკდა მილანთან.აქ კი
რაღაცეებს იგონებენ,პასებს არ აძლევს და ა.შ. ასე რომ ეს თქვენი დოვოდები თქვენთვის შეინახეთ რა თუ ძმა ხართ
კახა ქ.
29 სექტემბერი 2022 04:47
6
სტატიის წაკითხვის მერე მეც ავტირდი. ეს რა კაცი ყოფილა, ჩვენი ლიონია.თურმე ერთი მტირალა ბიჭი დაინახა და ერთი შეხედვით მიხვდა თუ რა ტალანტია.
მოკლედ ეს ქართული ლეგენდები სლუცკისა და სიომინზე, ერთმორწმუნე რუსეთთან "ძმობის" ლეგენდას მაგონებს.საუბედუროდ თუ საბედნიეროდ ორივე "ლეგენდარული " მწვრთნელი, ლოკალური მნიშვნელობის მქონე მწვრთნელები არიან( ჯერ მარტო სლუცკის 2 წლიანი ვოიაჟი ევროპაში რად ღირს),ორივე ალკოჰოლის დიდი მოყვარული,ორივეს დღევანდელი ფეხბურთის აბსოლუტური უცოდინარობა.
მაგრამ ჩვენ მოგვწონს ორივე რადგან მათ ქართველები ათამაშეს თავიანთ გუნდებში. კიდევ კარგი იმას მაინც იძახის( შეფარულად) რომ სპალეტი კარგი სპეციალისტიაო,თორემ სხვას არ გავატანდიო.
სად რუსეთი და სად ფეხბურთი,ყველა ჯუღელის დონეზე როგორ ხართ.
თემო
29 სექტემბერი 2022 03:01
26
წაკითხულიდან აზრი რომ გამოგქონდეს, ამ ბოღმა კომენტარს არ დაწერდი.
გიორგი
29 სექტემბერი 2022 12:40
3
აშკარაა,რომ ხვიჩასთვის ყოველთვის კარგი უნდოდა და ახლაც მხოლოდ საუკეთესო სურს ამ კაცს.აღმერთებდა და ახლაც აღმერთებს,როგორც ფეხბურთელს.აშკარაა,რომ ამაყობს ჩვენი ბიჭის განვითარებაში თავისი წვლილიც რომ აქვს შეტანილი.მის ადგილას ნებისმიერი ჩვენთაგანიც იამაყებდა.ისევე,როგორც სიომინის,ასევე ლეონიდ სლუცკის მიმართ ქართველ გულშემატკივრებს სასაყვედურო არა მგონია რაიმ გვქონდეს.პირიქით,მადლობა მათ ყოველივესთვის,საქმისა და სიტყვისათვისაც...მადლიანებსა და მადლიერ სამართლიანებს გაუმარჯოს!
მერაბი
29 სექტემბერი 2022 02:21
8
ოჩენ ოჩენ აშკარაა ძალიან.
Nu
29 სექტემბერი 2022 02:40
11
მე მადლობელი ვარ ამ ადამიანის ხვიჩა განავითარა და კვლავ ეხმარება. სპორტული თვალთაზრისით პატივისცემას იმსახურებს.
გიორგი
29 სექტემბერი 2022 00:55
4
სლუცკი ვითომ კაცობაზე ლაპარაკობს, თვითონ კი ჭორიკანა დედაკაცივით მოუღია პირი.
ზურაბ
29 სექტემბერი 2022 00:51
36
რა ბანძი ტიპი ყოფილა ესა. თუმცა ხციჩას ბევრი რამე მისცა აშკარად, მომწონდა, მარა ასეთი ინტერვიუ მწვრთნელს კი არა კაცს არ ეკადრება. აი რამდენად მაღლა დგას კვარა ამაზე, როდესმე ვინმეზე რამე ესეთი თუ მოუყოლია. ეხლა რომ ხვიჩაც ადგეს და სლუცკის ტუალეტში მობილურზე იუთუბის ყურება უყვარდაო დაწეროს კარგი იქნება? რა ინფორმაცია მიაწოდა სამყაროს ამან, გაიგებენ სხვა მწვრთნელები და ფეხბურთელწბი და უხეშობას უმატებენ ამ უბანძესი ინტერვიუს მერე. გამიტყდა, არის რაღაცეები კაცმა არ უნსა მოყვე. მითუმეტეს ტელეფონზე ვარჩევთ თამაშებსო, ეხლა სპლაეტის ხომ აშკარად არ მოეწონება ეს Pozor gospodin slucki, ne k licu mujchine takoe interviu. Ono xviche tolko vo vred
კაპიტან გარდენბურგი
29 სექტემბერი 2022 00:41
25
მართალი ხართ,კაპიტანო!მეც გადავაჭარბე შედარებაში და ალბათ სლუცკიმაც.პელეზე ნათქვამი,კარგად მოიფიქრეთ და ერთი ლაიქი ჩემგანაც არის,მაგ 4 ში.მე დამარწმუნეთ და სხვებისა არ ვიცი.
სოსო
30 სექტემბერი 2022 19:40
0
სოსოს - მეც პირველი დღიდან ვადევნებდი სლუცკისთან ხვიჩას თვალს და მეც მომწონდა სლუცკი. მაგრამ ეს ინტერციუ მაინც ბანძობად მიმაჩნია, და არაფერ შუაშია აქ რუსი ან თურქი, საქმე იმაშია რომ შიდა სამზარეულო არაა საჯაროდ გამოსატანი რადგან გინდა რომ შენზე გაიგონ. ეს პირად საუბარში შეიძლება ვინმეს მოუყვე. რაც შეეხება ტირილა ცხადია აქ არაფერი ცუდი არაა, მარა ხვიჩას ძალიან გაუხარდება თქვენი აზრით ასეთი რამეების გასაჯაროება? ბავშვობაში ვიფსავდითო რომ დაწერეთ, მერე პელე ბავშვობაში იფსავდაო მისმა მწვრთნელმა რომ თქვას კარგია? ეს ინტერვიუ იყო მაჩვენებელი რომ სლუცკი უბრალო ტიპია, მე უბრალოდ ბევრად უფრო საინტერესო კაცი მეგონა, მეტი არაფერი. ნამდვილად ძალიან ცუდი ატაფერი მომხდარა ამ ინტერვიუთი და არც ამაგს არ ვუკარგავ მას ხვიჩაზე. ბევრი რამე ასწავლა და თავისუფლება მისცა, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა. დაუნახაობა ცუდია ცხადია
კაპიტან გარდენბურგი
29 სექტემბერი 2022 22:00
0
ყველა გამოხმაურება
აჰა, ყვეეელაფერი გასაგებია ! ამხ. ხვიჩა ისევ ინარჩუნებს რუსულ კავშირებს და ვინმე დამაჯერებს, რომ მას მარტო ვიღაც სლუცკისთან, ვინმე სიომინთან და მხოლოდ რუს ფეხბურთელებთან აქვს კავშირები ? არამც და არამც, მას აუცილებლად ექნება კავშირი ამხ. პუტინთან, მის გარემოცვასთან და ალბათ К Г Б - ს ნომრიანი აგენტიცაა. სასწრაფოდ შეიქმნას პარლამენტის საგამოძიებო კომისია, გამოვლინდეს მისი დანაშაულებრივი ქმედებები და ფაქტები წერილობით წარედგინოს ამხანაგებს: სანაიებს, გვარამიებს და მიხუინის მიმდევართა სხვა დიდებულებს. ქვეყნის ღალატი არავის უნდა ეპატიოს ! უყურეთ, ერთი ამ ლაწირაკს ! თურმე რა დღეშია
ბიჭი!
დ.დ.
28 სექტემბერი 2022 23:50
36
ხვიჩა არა და ეს სლუწკები სიომინები საიმანოვები კი ნამდვილად არაა ხუმრობა
29 სექტემბერი 2022 02:42
5
გაცვეთილია ეგ იუმორი უკვე:)))
.
29 სექტემბერი 2022 00:12
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული