სლუცკი ხვიჩაზე: ბრილიანტი მყავდა, ტიროდა, მისთვის ფეხბურთი დისნეილენდია - ახლა სრულიად სხვა დონეზეა

AutoSharing Option
"რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოსთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

- მოდით, ვარჯიშებით დავიწყოთ. ხალხისთვის მნიშვნელოვანია გაიგონ, როგორ წარმოაჩენს ვარჯიშებზე მოთამაშე თავს, რისი მეშვეობით ვხედავთ მის სიახლეებს. როგორი იყო კვარაცხელია ვარჯიშებზე?
- როდესაც "რუბინში" მოვედი, კვარაცხელია ძალიან ახალგაზრდა იყო. ჩემთვის ეს მართლაც სერიოზული გამოცდა გახლდათ, რადგან მოვედი გუნდში, რომელიც პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოდა. ჩემს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები მქონდა, მაგრამ პირველ ვარჯიშზე კვარაცხელიას მონაწილეობით ზოგიერთი მომენტი როგორც კი ვნახე, მაშინვე გავიფიქრე, რომ შესანიშნავი არჩევანი გავაკეთე.

არ ვიცოდი, გუნდისთვის სიტუაცია როგორ
განვითარდებოდა,
გავარდებოდა თუ არა, თუმცა ვიცოდი, რომ მე ეს ბრილიანტი მეყოლებოდა, ვინაიდან ვარჯიშზე მისი ტალანტის მიხვედრას 5 წუთი სჭირდება. ეს ძალიან ადვილია. რა თქმა უნდა, როგორც ყველა ნიჭიერ ფეხბურთელს, მასაც ჰქონდა ზოგიერთი განსაკუთრებული თვისებები, მეტადრე საქციელი.

პირველ ვარჯიშზე ასეთი ეპიზოდი მოხდა: ერთი მოთამაშე ვარდნაში წავიდა, კვარა კი წაიქცა და ტირილი დაიწყო. გავიფიქრე: "შეუძლებელია". პირველი ვარჯიშია და საუკეთესო ფეხბურთელმა შეიძლება ტრავმა მიიღო, შეიძლება ფეხი მოიტეხა, არ ვიცი".

როდესაც ერთი წუთის შემდეგ წამოდგა და თამაში ისე გააგრძელა, თითქოს არაფერიც არ მომხდარა, დავუსტვინე და ვუთხარი: "არა, ეს შეუძლებელია. ეს სერიოზული თამაშია, ფეხბურთი მამაკაცების თამაშია, ხოლო თუ ამისათვის მზად არ ხარ, თუ ბიჭი ხარ და არა მამაკაცი, ეს კარგი არაა".

მასთან დაკავშირებით უცნაური ვითარება იყო: ტკივილს აბსოლუტურად ვერ იტანდა.  ყოველი ვარდნის შემდეგ ტირილს იწყებდა. ეს პირველი. მეორე ფეხბურთს ეხება. მან არ იცოდა, როგორ გამოეყენებინა საკუთარი საუკეთესო უნარები. ყველგან დრიბლინგზე მიდიოდა, სულერთია ჰქონდა თუ არა თავისუფალი სივრცე, წინ მიიწევდა. მიდიოდა ცხრა მოთამაშის წინააღმდეგ, ხუთის წინააღმდეგ, ერთის წინააღმდეგ - განსხვავება არ არსებობდა.

კიდევ ერთი პრობლემა - კონტაქტს მუდამ გაურბოდა, ვარდნებს. ესეც დიდ პრობლემას წარმოადგენდა. როცა ასეთი ფანტასტიკური დრიბლინგი გაქვს, ასეთი ფიზიკური მონაცემებით, ეს ნიშნავს, რომ შენს წინააღმდეგ ხშირად წამოვლენ ვარდნაში. ის კი თავს არიდებდა. მაგალითად, მოტყუებაზე ადრე მიდიოდა.

მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ორი რამ გავიგე: ვიმუშავებდი ბრწყინვალე მოთამაშესთან, რომლის ნიჭსაც ჭერი არ გააჩნია, რომელსაც შეუძლია განვითარება და დონით ზეცის მიღწევა. მეორე - ღმერთმა მოგცა ერთი, მაგრამ არ მოგცემს სხვა რამეს.

ხვიჩა მშვიდი არაა, ტკივილს ვერ იტანს, კონტაქტს გაურბის - ეს მინუსები. კვარაცხელიასთვის სპეციალური პროგრამა იყო, ჩვენ ბევრს ვსაუბრობდით, ინდივიდუალური ტაქტიკური გაკვეთილები გვქონდა. თუ ტირილს დაიწყებდა, ვცდილობდი ვარჯიშიდან გამომეყვანა.

ფეხბურთი მას მოსწონს, როგორც ბავშვს - თითქოს დისნეილენდია. შენ თუ ტირილს იწყებ, თუ ვარჯიშიდან წახვალ, მეტად ვეღარ მოხვდები დისნეილენდში.

ეს დიდი სამუშაოა, მხოლოდ საფეხბურთო მოედანზე კი არა, რადგან ის 100%-იანი ნიჭის პატრონია. ვიცნობ ხვიჩას მამას, მან ძალიან განავითარა, დრიბლინგი მისცა, ინდივიდუალური უნარები. თუმცა, თუ ხასიათზე ვილაპარაკებთ, სიტუაციებზე, სადაც ამის გამოყენება მაქსიმალურად შესაძლებელია - იქ დიდი სამუშაოს შესრულებაა საჭირო.

კვარასი ძალიან მადლობელი ვარ, რამეთუ ძალიან კარგად ვურთიერთობდით, ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა. ყოველ ვარჯიშზე ვუხსნიდი, ვუხსნიდი, ვუხსნიდი კონტაქტებზე, ტრავმებზე, ტკივილებზე, მოთმენაზე, ხასიათზე, იმაზე, როგორ უნდა გამოეყენებინა თავისი საუკეთესო თვისებები. ვფიქრობ, რომ ახლა სუსტ მხარეებზე მკითხავთ - ლუჩანო სპალეტი რა თქმა უნდა, პირველ რიგში დაცვის დახმარებაზე იტყვის.

ამჟამად ის ამ ასპექტში სამჯერ უფრო უკეთესია, ვიდრე მაშინ, როცა მუშაობა დავიწყეთ. იმ დროს მისი დაცვითი უნარები ნულოვანი იყო. ახლა ზონის გადაკეტვა შეუძლია, მოძრაობა, ხანდახან ვარდნაში წასვლა. რაც ყველაზე მთავარია: პირდაპირ ახლა ყველა გადაწყვეტილებას სწორად იღებს. მისი დრიბლინგი ძალიან საჭიროა. ყოველ სიტუაციაში. ბურთს კარგად ინარჩუნებს და როგორც მოთამაშე, სრულიად სხვა დონეზეა.

ხვიჩას ყველა მატჩს ვუყურე, ყველა თამაშის შემდეგ ვსაუბრობდით - ტელეფონით ან შეტყობინებებით და ყველა სიტუაციის გაანალიზებას ვცდილობთ. რა თქმა უნდა, ლუჩანო მისი ბოსია, მაგრამ მე ჩემის მხრივ დახმარებას ვცდილობ.

მკითხველის კომენტარები / 64 /
ზედმეტად ხშირად იხსენებს ამ ტირილის ეპიზოდებს რატომღაც.
ჩემი აზრით ხვიჩასთვის კი არ უნდა დაესტვინა, ვინც უხეში ვარდნა გაუკეთა და ფეხები მიალეწა იმისთვის უნდა დაესტვინა და საყვედური ეთქვა.
ამხელა დონის ტალანტი ჰყავდა გუნდში და იმის მაგივრად, რომ სხვები გაეფრთხილებინა ვარჯიშებზე არ ეუხეშათ, კიდე ხვიჩას საყვედურობდა.
რათქმაუნდა ამ კაცს ამაგს არ ვუკარგავ და არც აუგს ვამბობ, უბრალოდ ცოტა გაუგებარია ეგ ტირილზე და "კაცობაზე" აპელირება...
Skeleton
28 სექტემბერი 2022 23:42
21
კი,ვარჯიშზე უნდა დაამტკიცოს, რომ ძირითადში მოხვედრის ღირსია, მაგრამ არა უხეში თამაშით.
სად არის უხეში თამაში მისაღები და ვისაც უხეშად ეთამაშებიან ისაა გასაკიცხი თუ ვინც უხეშად თამაშობს?
თქვენ უფრო ახლოს ყოფილხართ ფეხბურთთან და მე შორს, რასვიზამთ :)))
Skeleton
29 სექტემბერი 2022 07:41
3
მაგრად შორს ხარ ფეხბურთთან! რას ნიშნავს გაეფრთხილებინა ფეხბურთელები ხვიჩასთან მიმართებაში? ეს ყველასთან მიმართებაში ასეა! მაგრამ როგორც ფეხბურთში ყველაფერი ხდება,ისევეა ვარჯიშებზე. ვარჯიში თითქმის იგივეა რაც თამაში მოწინააღმდეგის გუნდთან. ყველა ცდილობს დაამტკიცოს რომ ძირითადში მოხვედრის ღირსია.ტირილი და კაცობა საერთოდ ვერ გავიგე. არ გინახავს რონალდო და ასევე სხვა დიდი ფეხბურთელები ატირებული. თამაშის წაგება ტკივილია და ფიზიკური ტკივილიც. ტკივილი ტკივილია. ყველას ერთი ემოცია არა აქვს. სლუცკი ნამდვილი კაცური კაცია. რუბინი რომ გავარდა პრემიერ ლიგიდან უამრავი შეთავაზება ჰქონდა, მათ შორის ცსკადან, მაგრამ არსად არ წავიდა. ესაა პასუხისმგებლობა და არა ჩვენი ქართული გუნდების მწვრთნელები რომ იტყვიან ვიღებ პასუხისმგებლობასო,გამანადგურებელი ანგარიშის წაგების შემდეგ ლიგაზე.
დავით 67
29 სექტემბერი 2022 00:25
7
ტვიტონ კვარა ამბობს მაგარი კაციაო სლუცკი ბევრი რამე ვისცავლეო მისგან და სიომინისგან ან ნანახი გაკვტ როგორ ურეკავს კვარა სიომინს,ტვიტონ კვარა ამბობსაჯიგარი არისოდა ზოგ ზოგიერტები რატომ ლანზხავტ,რო არ იციტ რატომ ცერტ,მარტლა შვილივიტ უხვარდა კვარა იმ კაცს.ზოგ-ზოგს გონია რომ რუსი ხველა ბ...ა არარის ეგრე
K.k
28 სექტემბერი 2022 23:21
4
Wavikitxe bevri komentari da tips asxamt imitom ro rusia arada gardamtexi misi danishvna iyo rubinshi(sharonov sirs skamze yavda)ar shezguda arapershi da sul atamashebda 90 wuts, pasports tavi daanebet da sportuli tvalsazrisit shexedet...me slucki romaa(rusi)tvals ar davxuchav imden kargze rac xvichas gauketa da gvedshi daudga
L.J .
28 სექტემბერი 2022 23:08
2
#წერე ქართულად
*
28 სექტემბერი 2022 23:18
1
სულ ხვიჩას ტირილზე როგორ უნდა ლაპარაკობდეს ეს კაცი?!გავიგეთ გავიგეთ!!!
სოსო
28 სექტემბერი 2022 22:50
11
ესეიგი აღიარებს რომ მწვრთნელი არ არის, ხვიჩა მიათრევდა და საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა იყო. მაგრამ მანამდე სხვანაირად ჭიკჭიკებდა და რუსებიც გაჰკიოდნენ ხვიჩას წასვლით რუბინმა არაფერი დაკარგაო.
1
28 სექტემბერი 2022 22:26
19
ააპაპაპაპა აქ ვინ წამობლატავდა, ააბა დაწყნარდი ეხლა სანამ მოვიდა ინკვიზიცია. ლოგიკა კი არა წერა კითხვა ისწავლე ჯერ და აზრის გამოტანა სანამ ჩაეჩრები ვინმეს და დეგენერატულ პრეტენზიებს წამოატლიკინებ, აზრზე რომ არა ხარ და ბევრს რომ ტლიკინებ! სპალეტის კრიტიკას ადარებ ამ დეგენერატის ბჟუტურს, თვითონ რომ აღიარებს რომ შეეშინდა რუბინში მისვლა და აზრზე არაა, რომ ხვიჩა მიათრევდა ამას და მარტო ხვიჩას ტალანტის იმედი ქონდა. მაგრამ სხვანაირად ჭიკჭიკებდა! და ზოგი რუსებიც მაგას აძახებენ კომენტარებში ხვიჩამ თავი დააღწია მაგ დებილ სლუცკისო და ნორმალურ გუნდში ფრთები გაშალაო. და შედეგებიც ადასტურებს გავარდა რუბინი ჩაი### ვა საერთოდ. ამის მერე რომ გამოხტები და ამ კრეტინს დაიცავ, რუსის ტროლი ხარ ან 1უჯრედიანი პარაზიტი ხარ. ხვიჩა რახან ელაპარაკება თურმე ჭკვიანი ყოფილა, და ეგაა "ლოგიკა". ტFუ. ხვიჩა კი არა გვარდიოლამ დაურეკოს თუ უნდა. მაგრამ ვის რაში ჭირდება. ამ მათხოვარმა მადლობა თქვას ხვიჩა რომ კონტაქტი არ გაუწყვეტია, და რით გადაუხადა მერე ჟურნალისტს ელაპარაკება და უყვება ტიროდაო ###ობებს ცილისწამებებს 17 წლის ბიჭს ჩეხავდნენ დამპლები ხოკეისტები და თურმე ეგ ყოფილა კაცობა
Pretenziebi.
29 სექტემბერი 2022 03:41
3
ხო ,სლუცკი აზრზე არაა და ხვიჩა ყოველი თამაშის მერე,დროს კარგავს ამას თან ანალიზსში. ღრუსები ერთია და ინდივიდები მეორე. სლუცკის არსად არ ულაპარაკია ცუდი ხვიჩაზე. კრიტიკა ზრდისთვის სულ სხვა. შენი ლოგიკით სპალეტიც აზრზე არაა,ხშირად რომ აკრიტიკებს. ზოგი რა პროფესორი გვყავს !
დავითი
28 სექტემბერი 2022 23:01
7
სლუცკი დედით და მამით ებრაელია და პედაგოგიკის და სამედიცინო ფსიქოლოგიის კარგი მცოდნეა .
1964 ავთო
28 სექტემბერი 2022 22:26
5
ხო და ზუსტად ეგ არის მაგის "დანიშნულება". მაგ განხრით მუშობს მწვრთნელი არ არის
28 სექტემბერი 2022 22:48
6
არ გავიზიარებ არასდროს ლუცკის სიყვარულისა და ამაგის დაკარგვას. ხვიჩა შეიძლება ითქვას ლუცკიმ აქცია ფეხმურთელად, ხოლო აწი რას მოუმატებს ამას ცხოვრება გვაჩვენებს, რაც სპორტულ რეჟიმსა და შრომას წარმოადგენს. გაიხარე ხვიჩა!
beso
28 სექტემბერი 2022 22:25
10
ტყუილი და სიფლიდე რასაც ამბობ
Fu
28 სექტემბერი 2022 22:49
11
აფერისტი
გიორგი
28 სექტემბერი 2022 22:10
28
ჯერ ერთი სლუცკი რუსი არაა. მეორე - კაცს ამაგი არ უნდა დავუკარგოთ. მესამე - არ შეიძლება ადამიანზე ასე უდიერად ლაპარაკი, რომელსაც ხვიჩა ძალიან უყვარს. მასე ჩვენც ვიყავით საბჭოთა კავშირში და რუსები ვიყავით?
სანდრო
28 სექტემბერი 2022 22:09
6
მით უარესი
28 სექტემბერი 2022 23:09
10
გოიმი ხარ
28 სექტემბერი 2022 22:50
12
ყველა გამოხმაურება
ანუ შენ გიწავლია ყველაფერი ხვიჩასთვის,ამის თქმა გინდა იტალიელებისთვის,ტიპიური რუსიი!
ბექა
28 სექტემბერი 2022 22:03
25
ეგ დასკვა საიდან გამოიტანე?
დათო
28 სექტემბერი 2022 22:21
3
ხო კაცობა ამას უსწავლებია თურმე :)
უხეში თამაში თუ არ მოგწონს ეს რა შუაშია კაცობასთან ნეტა?
!!
28 სექტემბერი 2022 22:15
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული