სლუცკი ხვიჩაზე: ბრილიანტი მყავდა, ტიროდა, მისთვის ფეხბურთი დისნეილენდია - ახლა სრულიად სხვა დონეზეა

AutoSharing Option
"რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოსთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

- მოდით, ვარჯიშებით დავიწყოთ. ხალხისთვის მნიშვნელოვანია გაიგონ, როგორ წარმოაჩენს ვარჯიშებზე მოთამაშე თავს, რისი მეშვეობით ვხედავთ მის სიახლეებს. როგორი იყო კვარაცხელია ვარჯიშებზე?
- როდესაც "რუბინში" მოვედი, კვარაცხელია ძალიან ახალგაზრდა იყო. ჩემთვის ეს მართლაც სერიოზული გამოცდა გახლდათ, რადგან მოვედი გუნდში, რომელიც პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოდა. ჩემს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები მქონდა, მაგრამ პირველ ვარჯიშზე კვარაცხელიას მონაწილეობით ზოგიერთი მომენტი როგორც კი ვნახე, მაშინვე გავიფიქრე, რომ შესანიშნავი არჩევანი გავაკეთე.

არ ვიცოდი, გუნდისთვის სიტუაცია როგორ
განვითარდებოდა,
გავარდებოდა თუ არა, თუმცა ვიცოდი, რომ მე ეს ბრილიანტი მეყოლებოდა, ვინაიდან ვარჯიშზე მისი ტალანტის მიხვედრას 5 წუთი სჭირდება. ეს ძალიან ადვილია. რა თქმა უნდა, როგორც ყველა ნიჭიერ ფეხბურთელს, მასაც ჰქონდა ზოგიერთი განსაკუთრებული თვისებები, მეტადრე საქციელი.

პირველ ვარჯიშზე ასეთი ეპიზოდი მოხდა: ერთი მოთამაშე ვარდნაში წავიდა, კვარა კი წაიქცა და ტირილი დაიწყო. გავიფიქრე: "შეუძლებელია". პირველი ვარჯიშია და საუკეთესო ფეხბურთელმა შეიძლება ტრავმა მიიღო, შეიძლება ფეხი მოიტეხა, არ ვიცი".

როდესაც ერთი წუთის შემდეგ წამოდგა და თამაში ისე გააგრძელა, თითქოს არაფერიც არ მომხდარა, დავუსტვინე და ვუთხარი: "არა, ეს შეუძლებელია. ეს სერიოზული თამაშია, ფეხბურთი მამაკაცების თამაშია, ხოლო თუ ამისათვის მზად არ ხარ, თუ ბიჭი ხარ და არა მამაკაცი, ეს კარგი არაა".

მასთან დაკავშირებით უცნაური ვითარება იყო: ტკივილს აბსოლუტურად ვერ იტანდა.  ყოველი ვარდნის შემდეგ ტირილს იწყებდა. ეს პირველი. მეორე ფეხბურთს ეხება. მან არ იცოდა, როგორ გამოეყენებინა საკუთარი საუკეთესო უნარები. ყველგან დრიბლინგზე მიდიოდა, სულერთია ჰქონდა თუ არა თავისუფალი სივრცე, წინ მიიწევდა. მიდიოდა ცხრა მოთამაშის წინააღმდეგ, ხუთის წინააღმდეგ, ერთის წინააღმდეგ - განსხვავება არ არსებობდა.

კიდევ ერთი პრობლემა - კონტაქტს მუდამ გაურბოდა, ვარდნებს. ესეც დიდ პრობლემას წარმოადგენდა. როცა ასეთი ფანტასტიკური დრიბლინგი გაქვს, ასეთი ფიზიკური მონაცემებით, ეს ნიშნავს, რომ შენს წინააღმდეგ ხშირად წამოვლენ ვარდნაში. ის კი თავს არიდებდა. მაგალითად, მოტყუებაზე ადრე მიდიოდა.

მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ორი რამ გავიგე: ვიმუშავებდი ბრწყინვალე მოთამაშესთან, რომლის ნიჭსაც ჭერი არ გააჩნია, რომელსაც შეუძლია განვითარება და დონით ზეცის მიღწევა. მეორე - ღმერთმა მოგცა ერთი, მაგრამ არ მოგცემს სხვა რამეს.

ხვიჩა მშვიდი არაა, ტკივილს ვერ იტანს, კონტაქტს გაურბის - ეს მინუსები. კვარაცხელიასთვის სპეციალური პროგრამა იყო, ჩვენ ბევრს ვსაუბრობდით, ინდივიდუალური ტაქტიკური გაკვეთილები გვქონდა. თუ ტირილს დაიწყებდა, ვცდილობდი ვარჯიშიდან გამომეყვანა.

ფეხბურთი მას მოსწონს, როგორც ბავშვს - თითქოს დისნეილენდია. შენ თუ ტირილს იწყებ, თუ ვარჯიშიდან წახვალ, მეტად ვეღარ მოხვდები დისნეილენდში.

ეს დიდი სამუშაოა, მხოლოდ საფეხბურთო მოედანზე კი არა, რადგან ის 100%-იანი ნიჭის პატრონია. ვიცნობ ხვიჩას მამას, მან ძალიან განავითარა, დრიბლინგი მისცა, ინდივიდუალური უნარები. თუმცა, თუ ხასიათზე ვილაპარაკებთ, სიტუაციებზე, სადაც ამის გამოყენება მაქსიმალურად შესაძლებელია - იქ დიდი სამუშაოს შესრულებაა საჭირო.

კვარასი ძალიან მადლობელი ვარ, რამეთუ ძალიან კარგად ვურთიერთობდით, ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა. ყოველ ვარჯიშზე ვუხსნიდი, ვუხსნიდი, ვუხსნიდი კონტაქტებზე, ტრავმებზე, ტკივილებზე, მოთმენაზე, ხასიათზე, იმაზე, როგორ უნდა გამოეყენებინა თავისი საუკეთესო თვისებები. ვფიქრობ, რომ ახლა სუსტ მხარეებზე მკითხავთ - ლუჩანო სპალეტი რა თქმა უნდა, პირველ რიგში დაცვის დახმარებაზე იტყვის.

ამჟამად ის ამ ასპექტში სამჯერ უფრო უკეთესია, ვიდრე მაშინ, როცა მუშაობა დავიწყეთ. იმ დროს მისი დაცვითი უნარები ნულოვანი იყო. ახლა ზონის გადაკეტვა შეუძლია, მოძრაობა, ხანდახან ვარდნაში წასვლა. რაც ყველაზე მთავარია: პირდაპირ ახლა ყველა გადაწყვეტილებას სწორად იღებს. მისი დრიბლინგი ძალიან საჭიროა. ყოველ სიტუაციაში. ბურთს კარგად ინარჩუნებს და როგორც მოთამაშე, სრულიად სხვა დონეზეა.

ხვიჩას ყველა მატჩს ვუყურე, ყველა თამაშის შემდეგ ვსაუბრობდით - ტელეფონით ან შეტყობინებებით და ყველა სიტუაციის გაანალიზებას ვცდილობთ. რა თქმა უნდა, ლუჩანო მისი ბოსია, მაგრამ მე ჩემის მხრივ დახმარებას ვცდილობ.

მკითხველის კომენტარები / 64 /
მე ამ ხალხის გამკვირვებია.თვითონ ხვიჩას შესანიშნავი ურთიერთობა აქვს სიომინთანაც და სლუცკუსთანაც.დაჟე ურეკავთო ერთმანეთს და რაღაც რაღაც რჩევებს აძლევენ და თქვენ საიდან მოგაქვთ ეს აზრები ,რომ აძაგებთ და აგინებთ,რუის არ იყოს,მოკვდნენ მაგის გინებით და თვითონ ხვიჩამ,ყველაზე კარგად მაგასთან ვარო,მაგან ამიხსნა პირველად როცა გუნდში მოვედი,რა და როგორო.ეს მაშინაც გამოჩნდა, როცა ხვიჩას გულისთვის ორ კაცს შეასკდა მილანთან.აქ კი
რაღაცეებს იგონებენ,პასებს არ აძლევს და ა.შ. ასე რომ ეს თქვენი დოვოდები თქვენთვის შეინახეთ რა თუ ძმა ხართ
კახა ქ.
29 სექტემბერი 2022 04:47
6
არაფერი არ უთქვამს ამ კაცს ხვიჩაზე ცუდი, თუ ტიროდა მერე რა, ტკიოდა და ასე გამოხატავდა, სლუცკიმ ეს დასაკნინებლად კი არ თქვა, თქვა რომ ხვიჩა არის ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული და თავდადწბულიო.
ხვიცა კაცია, ეხლაც და 18 წლისაც კაცი იყო. უკვე და საქართველოს და რუსეთს კი არა მთელ მსოფლიოს შეაყვარა და შეაყვარებს თავს.
ირაკლიუსი
29 სექტემბერი 2022 11:14
5
ჯერ ერთი სლუცკი რუსი არაა. მეორე - კაცს ამაგი არ უნდა დავუკარგოთ. მესამე - არ შეიძლება ადამიანზე ასე უდიერად ლაპარაკი, რომელსაც ხვიჩა ძალიან უყვარს. მასე ჩვენც ვიყავით საბჭოთა კავშირში და რუსები ვიყავით?
სანდრო
28 სექტემბერი 2022 22:09
6
მით უარესი
28 სექტემბერი 2022 23:09
10
რა სისულელეს წერ აბა სადაურია პოლონელი თუ ებრაელი? ამის 4 თაობაა უკვე რუსია და ყველაზე მეტად რუსეთი უყვარს. რაშიც არაფერი არ არის ცუდი
!!
28 სექტემბერი 2022 22:26
2
ყველა გამოხმაურება
მე მადლობელი ვარ ამ ადამიანის ხვიჩა განავითარა და კვლავ ეხმარება. სპორტული თვალთაზრისით პატივისცემას იმსახურებს.
გიორგი
29 სექტემბერი 2022 00:55
4
აშკარაა,რომ ხვიჩასთვის ყოველთვის კარგი უნდოდა და ახლაც მხოლოდ საუკეთესო სურს ამ კაცს.აღმერთებდა და ახლაც აღმერთებს,როგორც ფეხბურთელს.აშკარაა,რომ ამაყობს ჩვენი ბიჭის განვითარებაში თავისი წვლილიც რომ აქვს შეტანილი.მის ადგილას ნებისმიერი ჩვენთაგანიც იამაყებდა.ისევე,როგორც სიომინის,ასევე ლეონიდ სლუცკის მიმართ ქართველ გულშემატკივრებს სასაყვედურო არა მგონია რაიმ გვქონდეს.პირიქით,მადლობა მათ ყოველივესთვის,საქმისა და სიტყვისათვისაც...მადლიანებსა და მადლიერ სამართლიანებს გაუმარჯოს!
მერაბი
29 სექტემბერი 2022 02:21
8
ოჩენ ოჩენ აშკარაა ძალიან.
Nu
29 სექტემბერი 2022 02:40
11
მერე რა, რომ ტიროდა, ამაში არაფერია ცუდი და არც ამ კაცს მოუხსენებია ცუდად. ტიროდა ტარიელიც, მაგრამ ქართულ ლიტერატურაში ჯერაც საუკეთესო გმირი პერსონაჟია. ტირილი ემოციაა, ამაში არაფერია დასაძრახი !
მარი
29 სექტემბერი 2022 11:39
4
Თუ აკვირდებიᲗ,რომ Ჩვენ ცოტა ვერ ვარᲗ,რას ერᲩიᲗ ამ კაცს,იმიტომ,რომ რუსია?დავინახე Თუ არა 5 წუᲗᲨი მივხვდი,რომ ბრილიანტი იყოო,რა არ მოგეწონაᲗ,დიახ ამ კაცს აქვს დამსახურება,ყველა რუსი არ არის დერᲟი მორდა,ერᲗჯერ და სამუდამოდ უნდა ᲨევიგნოᲗ,რომ Ჩვენ არც არავისზე უკეᲗესები ვარᲗ და არც უარესები,სხვაᲗა Შორის ვის გამო დატოვა ლოკომოტივი ხვიᲩამ,კიკნაᲫის გამო და სიომინი ატირდა,არავის გამო არ ატირებულა და ატირდა ხვიᲩას გამო,იცოდა რა ტალანტი იყო ხვიᲩა,არც ერᲗ ფეხბურᲗელზე არ უᲗქვამს სლუცკის ზᲦვარი არ აქვსო,Ჩვენ სანამ ვერ ვისწავლიᲗ კარგის და ცუდის გარᲩევას ასე ვიქნებიᲗ.
გადადექი
29 სექტემბერი 2022 09:57
2
გენაცვალე 100 % იანი ხარ
Bayern
29 სექტემბერი 2022 11:09
2
კარგია კაცია სლუცკი
დავითი
28 სექტემბერი 2022 21:46
6
კაი კაცო ერთი.
STALIN
29 სექტემბერი 2022 03:45
4
აი კაცი და პროფესიონალი. მეტი სლუცკი და სიომინი სრულიად რუსეთში, მაგათაც ეშველებათ და სხვასაც. რაღა დროს ჟანგიანი ტანკებია აბა.
ქომაგი
29 სექტემბერი 2022 10:01
7
ტვიტონ კვარა ამბობს მაგარი კაციაო სლუცკი ბევრი რამე ვისცავლეო მისგან და სიომინისგან ან ნანახი გაკვტ როგორ ურეკავს კვარა სიომინს,ტვიტონ კვარა ამბობსაჯიგარი არისოდა ზოგ ზოგიერტები რატომ ლანზხავტ,რო არ იციტ რატომ ცერტ,მარტლა შვილივიტ უხვარდა კვარა იმ კაცს.ზოგ-ზოგს გონია რომ რუსი ხველა ბ...ა არარის ეგრე
K.k
28 სექტემბერი 2022 23:21
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული