"ჩემი პირველი სიყვარული და კერპი გუტი იყო! მინდა, სკუდეტოც და ჩემპიონთა ლიგაც მოვიგო!" - ინტერვიუ ხვიჩა კვარაცხელიასთან

AutoSharing Option
corrieredellosport-მა "ნაპოლისა" და საქართველოს ნაკრების ამომავალ ვარსკვლავ ხვიჩა კვარაცხელიასთან ინტერვიუ ჩაწერა.

ჩვენებურმა სკუდეტოზე, ლუჩიანო სპალეტიზე და ჩემპიონთა ლიგაზე ისაუბრა:

"ჩვენ ძალიან ძლიერი მოთამაშებიით, ერთიანი გუნდი ვართ. ვფიქრობ, თუ ასე გავაგრძელებთ, იმაზე მეტს მივაღწევთ, ვიდრე ამის მოლოდინი იყო.

ჩემთვის ყოველი ტიტული და ყოველი გამარჯვება ახდენილი ოცნებაა. ამსტერდამში, ისევე როგორც მარადონას სტადიონზე ვთამაშობთ, შესანიშნავად ვიასპარეზეთ, მაგრამ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო.

ჯერ კიდევ ბევრი რამის სწავლა მიწევს, ამიტომ ყოველდღიურად ძალიან ბევრს ვმუშაობ და ვშრომობ. ჩემთვის ერთი რამ ცხადია - მინდა, რომ უმაღლეს დონეს
მივაღწიო!

ზედმეტსახელი "კვარადონა"? - ამ საკითხზე ბევრს არ ვფიქრობ. ეს უბრალოდ შეუძლებელია... მარადონა ყველაზე და ყველაფერზე უფრო დიდია...

უბრალოდ ბედნიერი ვარ როგორც მომმართავენ - "კვარა" და მორჩა, სულ ესაა...

სპალეტისთან ურთიერთობა? - შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ის ძალიან კარგი მწვრთნელია. ის მიყურებს გარედან და მეუბნება რა შეცდომებს ვუშვებ, რა ასპექეტში მაქვს გამოსასწორებელი თამაში, რაც ძალიან მეხმარება.

ის ნამდვილი მასწავლებელია და მასთან ერთად გაუმჯობესება კიდევ უფრო შემიძლია.

რა თქმა უნდა, სკუდეტოს მოგება უდიდესი ოცნებაა. ჩემპიონთა ლიგასა და სკუდეტოს შორის არჩევანი? - მინდა, ორივე მოვიგო!

ჩემი ბავშვობის იდეალი კრიშტიანო რონალდოა. ჩემი პირველი სიყვარული კი მადრიდის "რეალიდან" გუტი იყო. თბილისში ბავშვები ვთამაშობდით თეთრი მაისურებით, სადაც ჩემივე ხელით მაისურზე გუტის სახელი მქონდა დატანილი.

მთავარი მოწინააღმდეგე სკუტედოს ბრძოლაში? ბევრი ძლიერი გუნდია, ამიტომაც ძალიან რთული იქნება... "მილანი", "ინტერი", "იუვე", "ლაციო", "რომა", "ატალანტა", "უდინეზემაც" მშვენივრად დაიწყო სეზონი.

ოჯახი თითქმის ყოველთვის აქ არის ჩემთან ერთად. მშობლები და ორი ძმა, ერთი უფროსი, ერთიც უმცროსი. 

უმცროსი ძმა თორნიკე საქართველოში ფეხბურთს თამაშობს და ეს საკმაოდ კარგადაც გამოსდის. ერთ დღეს ისიც "ნაპოლიში" რომ გადმოვიდეს?! - რატომაც არა!

ჩემი შეყვარებული? ის თბილისში ცხოვრობს და სწავლობს და ზოგჯერ ჩემთან ჩამოდის.

ლოჩოშვილი? ჩვენ "დინამოში" ერთად ვთამაშობდით, ბავშვობის მეგობრები ვართ, ახლა კი ეროვნულ ნაკრებში ვასპარეზობთ. ძალიან მიხარია აქ მისი ნახვა, მაგრამ მის წინააღმდეგ თამაში არა...

ნეაპოლი? აქ სპორტულ ცენტრთან ახლოს ვცხოვრობ და სიმართლე გითხრათ, ქალაქი ჯერ ისე არ დამითვალიერებია, როგორც მსურს, მაგრამ რაც ვნახე, შესანიშნავია. არაჩვეულებრივი, თბილი ხალხი ცხოვრობს... ზუსტად ისეა, როგორც მითხრეს...

ასევე ძალიან კარგად იკვებებით. მაკარონი საქართველოშიც ძალინ მიყვარდა და ამ მხრივაც აქ იდეალურად ვგრძნობ თავს", - ამბობს "კვარა". 


altკვარაცხელია სასტარტოში სეზონში მეორედ არ დაიწყებს? - ქართული დუელის მოლოდინში

მკითხველის კომენტარები / 33 /
გუტი და როლანდო, არსად დაგეკარგოს!
zvio
08 ოქტომბერი 2022 12:20
64
დილა მშვიდობისა ბოღმა! აბა თავი გაბერე.
ვაახ
08 ოქტომბერი 2022 13:08
1
კვარაცხელია მაშინ ბავში იყო . ახლაც ბავშვია. მაგრამ რო გაიზდება მიხვდება რო საშუალო დონის ფეხბურთელებზე აფანატებდა.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
08 ოქტომბერი 2022 13:07
51
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული