წიტაიშვილი დააყენეს ძირითადში და მწვრთნელს დასამტკიცებელი უმალ დაუმტკიცა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი წიტაიშვილი როგორც იქნა, "ლეხის" მწვრთნელმა ჯონ ვან დენ ბრომმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა და ქართველმა თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა - 1:0.

პოზნანელებმა პოლონეთის ექსტრაკლასას მე-12 ტურში სახლში "რადომიაკი" წიტაიშვილის მიერ მე-12 წუთზე გატანილი სადებიუტო გოლით დაამარცხეს. გიომ 90+1-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და შეცვალეს. ნიკა კვეკვესკირმა შეუცვლელად ითამაშა და კომპენსირებულ დროში ყვითელი ბარათი მიიღო.

"ლეხს" 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 18 ქულით მეექვსე ადგილზეა და 16 ოქტომბერს ზაბჟეში "გურნიკს" დაუპირისპირდება, იქამდე კი 13 ოქტომბერს კონფერენს ლიგაზე ბეერ შევაში „ჰაპოელს“ შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ეგრევე ოსიმენისკენ გაუშვია ხელი.იმანაც იმენა ჩაახუტა ბურთი,დაარტყიო.კაპიტნის მერე,როგორც ვატყობ, სტასავოია გუნდში.
კახა ქ.
05:24 13-10-2022
0
ყველა კომენტარს 1 დისლაიქი რომ აქვს ნეტავ რომელი ნაცხროველია ქართველის წარმატება რომ არ უხარია.
Zura
22:52 10-10-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული