"ნაპოლის" ისტორიული რეკორდები! - ხვიჩას დიდი წვლილით სპალეტის გუნდი დაფრინავს!

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს მე-9 ტურში "ნაპოლიმ" გასვლაზე "კრემონეზეს" 4:1 სძლია, სტუმართა ქართველმა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ კი პენალტი მოინადირა და შედეგიანი გადაცემაც გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ ნეაპოლელები ყველა ტურნირზე უკვე ზედიზედ 8 შეხვედრაა იგებენ, რაც გუნდის აბსოლუტური რეკორდია.

ამის გარდა, ლუჩანო სპალეტის კრებული კალჩოში ზედიზედ 13 მატჩია წაუგებელია, მსგავსი შედეგი კი მათ აქამდე არასდროს ჰქონიათ.

7 მოგებითა და 2 ფრით სერია A-ს 9 ტურის შემდეგ "ნაპოლი" ლიდერობს. მას 2 ქულით "ატალანტა", 3-ით კი "უდინეზე" და "მილანი" ჩამორჩებიან.

-30SEP/03/6-kvaracxelia_48f24.jpg" border="0" alt="alt" title=""ნაპოლის" ისტორიული რეკორდები! - ხვიჩას დიდი წვლილით სპალეტის გუნდი დაფრინავს!" style="height: 50px; width: 50px;" />სპალეტი: ხვიჩას ამას არ დავუვიწყებთ - სიკეთე დაუბრუნდება

altხვიჩას მოპოვებული პენალტი და საგოლე პასი - "ნაპოლიმ" გაიმარჯვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 18 /
ჩვენი ბიჭი დაფრინავს,ხატავს და ქარგავს!!! წარმატებები და წინსვლა!!! უფალი გფარავდეს!!!
ქართველი
10 ოქტომბერი 2022 11:02
0
ჩვენი ხვიჩინიო მალე ფასდაუდებელი რეკორდსმენი გახდება
თენგაბი
10 ოქტომბერი 2022 11:51
0
მაინც მგონია ამ ბიჭს ბევრად მეტი შეუძლია, დაბმულ გოლიათს გავს.
ზღარბი
10 ოქტომბერი 2022 13:50
1
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ამდენი პენალტი გამოიმუშავა და ერთი რომ დაარტყმევინონ რა მოხდება, ანდა ვისზე უარესად ურტყამს, ამაზე ხმაა ამოსაღედბი ვისაც ევალება
Nukri
10 ოქტომბერი 2022 13:52
5
ნაპოლი ბოლომდე ვერ იყენებს ხვიჩას შესაძლებლობებს. გასაგებია, როდესაც ნაპოლის ზოგიერთი ფეხბურთელი არ აძლევს ხვიჩას პასს, ეს ჩვეულებრივი კონკურენცია და თვითდამკვიდრებისათვის ბრძოლაა ნებისმიერ დიდ გუნდში, მაგრამ აი სპალეტი რატომ არ აკეთებს რეაქციას?
ჟორა
10 ოქტომბერი 2022 16:31
1
მე მეჩვენება თუ ესეა არ ვიცი გადაცემებს თითქმის არ უკეთებენ სპალეტიმ შეიკლა ხელში უკან ირბინე გინდა-თუარაო არადა ესეთ ფეხბურთელს უფრო მეტი თავისუბლება უნდა ჰქონდეს, ესენი იმდენს იზამენ(ნაპოლის ვგულისხმობ თავის მრწვთნელ ფეხბურთელებიანად) წავა მაქედან ეს ბიჭი უკეთეს გუნდში და რა მაჩანჩალებიც იყვენ ისევ ის მაჩანჩალები იქნებიან.
ilia
10 ოქტომბერი 2022 15:42
5
მეტი თავისფუფლება უნდა ქონდეს ხვიჩას,პოზიციების ცვლამ უფრო აამოძრავა გუნდი!ეს 11 მეტრიანის არ დაირტყმელობა რა არის!!11 მეტრიანი გამართლება .
საქართველო
10 ოქტომბერი 2022 13:55
3
შეიძლება მეჩვენება , მაგრამ ხვიჩა შეზღუდული მგონია, ის სხვაა, ის არ გავს სხვა ფეხბურთელებს. მას თავისუფლება უნდა. ის მოედანზე სანახაობებს აწყობს რის გამოც მიდის ხალხი ფეხბურთზე, ხვიჩა უფრო მაგარ გუნდში ითამასებს, ის მოვლენაა. სპალეტიმ იცის რომ ის მაგარია. ასე მგონია სპეციალურად ცდილობს სპალეტი მის დანარჩენტან დაყენებას. არა და მალე ეს ყველაფერი ამოხეთქავს და წარმოუდგენელ მწვერვალებს დაიპყრობს. მას ვერ შეაჩერებენ.
gio
10 ოქტომბერი 2022 16:01
4
ერის სიამაყე ვაჟკაცი! გვიყვარხარ კვარა!
ამაყი ერი
10 ოქტომბერი 2022 15:10
0
რამდენი გენიოსი მწვრთნელი ხართ აქ )))
ვახ...
10 ოქტომბერი 2022 17:27
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული