გუშინ, 10 ოქტომბერს, უნგრეთის ჩემპიონატის მე-4 ტურის გადადებული შეხვედრა შედგა და "ფეჰევარი" საკუთარ მოედანზე "უიპეშტთან" 0:1 დამარცხა, ბუდუ კი ცვლილებაზე შემოვიდა და მოედანზე ბოლო 17 წუთი გაატარა...
გავრცელებული ინფორმაციით, მატჩის დასრულების შემდეგ, "ფეჰევარის" ფეხბურთელები თავიანთი გუნდის ფანებს წაგებული თამაშის გამო ბოდიშს უხდიდნენ, ზივზივაძე კი ამ დროს "უიპეშტის" ფეხბურთელბთან ერთად იცინოდა. მოგეხსენებათ, სწორედ ამ გუნდში გაატარა განათხოვრების წესით ნახევარი სეზონი ქართველმა ფეხბურთელმა და გასაკვირი არაა, რომ ის "უიპეშტის"
თუმცა ყველაფერი ამით არ შემოფარგლულა... გულშემატკივრებს თავიანთი საყვარელი გუნდის ფეხბურთელებისთვის მაისურების გახდა მოუთხოვიათ, რადგან ბოლო პერიოდში საშინელი შედეგები აქვთ. მოთამაშეებმა ეს თხოვნა არ დააკმაყოფილეს, უფრო მეტი აღშფოთება კი ზივზივაძეს გამოუწვევია, რომელმაც "უიპეშტის" ფეხბურთელს მაისური გაუცვალა, მეტოქე გუნდის ფანებს ხელი დაუქნია და მოედანი ისე დატოვა...
ზივზივაძის "ფეჰევარს" 10 ტურში 11 ქულა აქვს და მე-8 პოზიციაზეა. მწვრთნელი ქართველს ძირითადად შეცვლებზე ათამაშებს და ამიტომ თავი მხოლოდ ერთხელ გამოიჩინა...