კვარაცხელია თუ ლეაო? - "მილანისა" და "ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელებმა "კვარა" და ლეაო შეადარეს

AutoSharing Option
სერია A-ს ყოფილ ფეხბურთელებს: ვალონ ბეჰრამის, ალესანდრო მატრისა და რიკარდო მონტოლივოს DAZN-ის პირდაპირ ეთერში "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას და "მილანის" შემტევ რაფაელ ლეაოს შედარება სთხოვეს.

შვეიცარიის ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ, ვალონ ბეჰრამიმ და იტალიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა რიკარდო მონტოლივომ "კვარა" აირჩიეს, ალესანდრო მატრიმ კი არჩევანი ლეაოს სასარგებლოდ გააკეთა.

"ხვიჩა 90 წუთის განმავლობაში თამაშშია, ლეაო კი ზოგჯერ ისვენებს" - ვალონ ბეჰრამი.

"კვარას" ვირჩევ, როდესაც მოედანზე ბურთით ცეკვავს, წარმოუდგენელია" - რიკარდო მონტოლივო.

"ლეაოს ვიტყვი, რადგან უფრო სრულყოფილი პროფილის მოთამაშეა, ასევე ფიზიკურად უფრო ძლიერია"
- ალესანდრო მატრი.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" მორიგ შეხვედრას 23 ოქტომბერს, "რომას" წინააღმდეგ გამართავს.

altახალი უნარები კვარაცხელიას თამაშში, გაკვირვებული ევროპა და "ნაპოლის" იშვიათი მაჩვენებელი

alt"საქმე იქით მიდის, რომ ხვიჩა 1 მატჩში 1 გოლსა და ასისტს შემოგვთავაზებს" - "მილანისა" და "ინტერის" ყოფილი ფეხბურთელი ქართველით აღტაცებულია

მკითხველის კომენტარები / 7 /
ლეაო მაგარია მარა სხვანაირი მოთამაშეა. ისეთი აქტიური და ფეთქებადი არაა როგორც ხვიჩა. ახალგაზრდა პელეს გავს თამაშის მანერით
scout
22:42 18-10-2022
0
არა რაა რა არის 120 მილიონი ხვიჩასთვის ბიჭი უბრალოდ დაფრინავს მთელ ევროპას აზანზარებს ყველა სულმოუთქმელად ელის მის შემდეგ თამაშს რომ დატკბეს ლამაზი ფეხბურთით და ესენი კიდე 120 ო კაი 150 ც ღირს ბევრისთვის და უფრო მეტიც!!!
ზაზა
11:18 18-10-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული