კვარაცხელია თუ ლეაო? - "მილანისა" და "ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელებმა "კვარა" და ლეაო შეადარეს

AutoSharing Option
სერია A-ს ყოფილ ფეხბურთელებს: ვალონ ბეჰრამის, ალესანდრო მატრისა და რიკარდო მონტოლივოს DAZN-ის პირდაპირ ეთერში "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას და "მილანის" შემტევ რაფაელ ლეაოს შედარება სთხოვეს.

შვეიცარიის ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ, ვალონ ბეჰრამიმ და იტალიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა რიკარდო მონტოლივომ "კვარა" აირჩიეს, ალესანდრო მატრიმ კი არჩევანი ლეაოს სასარგებლოდ გააკეთა.

"ხვიჩა 90 წუთის განმავლობაში თამაშშია, ლეაო კი ზოგჯერ ისვენებს" - ვალონ ბეჰრამი.

"კვარას" ვირჩევ, როდესაც მოედანზე ბურთით ცეკვავს, წარმოუდგენელია" - რიკარდო მონტოლივო.

"ლეაოს ვიტყვი, რადგან უფრო სრულყოფილი პროფილის მოთამაშეა, ასევე ფიზიკურად უფრო ძლიერია"
- ალესანდრო მატრი.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" მორიგ შეხვედრას 23 ოქტომბერს, "რომას" წინააღმდეგ გამართავს.

altახალი უნარები კვარაცხელიას თამაშში, გაკვირვებული ევროპა და "ნაპოლის" იშვიათი მაჩვენებელი

alt"საქმე იქით მიდის, რომ ხვიჩა 1 მატჩში 1 გოლსა და ასისტს შემოგვთავაზებს" - "მილანისა" და "ინტერის" ყოფილი ფეხბურთელი ქართველით აღტაცებულია

მკითხველის კომენტარები / 7 /
პელე თუ მარადონა?!... კრიშტიანო თუ ლეო?!...მერე, გაარკვიეთ რამე?!... ვერც გაარკვევთ... ხვიჩას მინიმუმ ერთ კომპონენტში აშკარა უპირატესობა აქვს ლეაოსთან შედარებით - ის სწორედ იმ სანახაობას დგამს, რისთვისაც ხალხი სტადიონზე დადის და უკვე სანტა კლაუსივით ( გულწრფელი ბოდიში ჩვენებურ თოვლის პაპასთან) წერილებს იღებს ბავშვებისგან, ფეხბურთი კი სწორედ მაყურებლისთვის არის უპირველესად და არა იმათთვის, ვინც ამ სიხარულის ხარჯზე მილიარდებს შოულობს...ლეაოსა და კვარას შედარებას, სჯობს, მილანი და ნაპოლი შეადაროთ, რადგან ორთავენი გუნდის უპირობო ლიდერები არიან და მნიშვნელოვანწილად განაპირობებენ მათ წარმატებას. ლეაოს გარეშე გარეშე დარჩენილმა მილანმა რომ ნაპოლის და ხვიჩას ვერაფერი მოუხერხა, ეს გასამართლებლად კი გამოადგებათ, მაგრამ გუშინ რაც ვერონამ მოუწყო მილანს, აქ ვერაფრით იმართლებენ თავს - ვერონა მთელი მატჩის განმავლობაში სჯობდა მოქმედ ჩემპიონს და არათუ ფრეს, მოგებასაც კი იმსახურებდა - დამატებულ წუთებზე კი ასპროცენტიანი პენალტი არ დაუდეს - მსაჯმა ვარ-ზე მხოლოდ იმიტომ არ გადაამოწმა, რომ მაშინ პენალტის გარდა სხვა არჩევანი არ ექნებოდა. არამგონია, ასეთი თამაშით მილანმა საჩემპიონოდ იბრძოლოს, თუმცა წიწილებს მაინც საგაზაფხულოდ დაითვლიან... ახლა ცოტა ევროსარბიელზეც გავიხედოთ - მილანი ორი თამაშის ჯამში 0:5 გაბითურდა ჩელსისთან და კიდევ უფრო გაამყარა მოსაზრება, რომ იტალიური ფეხბურთი უკვე მთელი თავით ჩამორჩება ინგლისურს, ხვიჩამ და ნაპოლიმ კი იტალიური ფეხბურთის პრესტიჟი ბრწყინვალედ 4:1 დაიცვეს იმ ლივერპულთან, რომელმაც ამ უქმეებზე პირველი მარცხი აგემა ბრიტანელთა ფლაგმანად აღიარებულ სიტის... ასე, რომ პატივცემულო იტალიელო ექსპერტებო და ტელევიზიებო, სანამ თქვენს სტუდიებში პირებს მოაღებდეთ, გაითვალისწინეთ, რომ იტალიურ ფეხბურთს ამ ეტაპზე ერთადერთი დამცველი სწორედ ხვიჩასა და ნაპოლის სახით ჰყავს და დანარჩენებიც გააფრთხილეთ ( განსაკუთრებით კი დიბალა-ს გარეშე დარჩენილი რომა-ს მცველები), რომ ღმერთი არ გაუწყრეთ და ჩვენს ოქრო ბიჭს არაფერი ავნონ, თორემ თქვენ ჩვენზე ნაკლებად არ დაზარალდებით - ჩვენ აგერ მეცხრედან მერვე ათეულში ამოგვათრია კვარამ და ჯერჯერობით მაგითაც ბედნიერები ვართ...
ვოოტ
17:33 17-10-2022
2
ხვიჩა არის პირველი გაიგეთ პირველი იმიტომ რომ ჯერ თამაში არ ჩაუგდია არც ნაპოლიში და არც ნაკრებში და ყველგან თამაშის ტემპს თავად კარნახობს მის გვერდით ყველა არის იმედიანად ყველა მომენტში შეუძლია არაფრისგან საგოლე მომენტი მარტომ შექმნას და თავადვე დაასრულოს უბრალოდ სხვებსაც უწევს ანგარიშს იმიტომ რომ ზოგიერთებივით ეგოისტი არ არის!!!
ზაზა
18:10 17-10-2022
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული