"რას დავუპირისპირებ ხვიჩას? ახლოს თუ ჩამივლის, ფეხს დავუდებ" - მოურინიო ხვიჩაზე

AutoSharing Option

ხვალ, 23 ოქტომბერს, "რომა" "ნაპოლის" დაუპირისპირდება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე რომაული გუნდის მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა.

ჟურნალისტმა პორტუგალიელს ჰკითხა, იყვნენ თუ არა დაინტერესებული დედაქალაქელები მისი შეძენით გასულ ზაფხულს და როგორ აპირებენ ხვალინდელ მატჩში ქართველის შეჩერებას.

"თუ მატჩის დროს ჩემთან ახლოს ჩაივლის, ვეცდები დავარტყა. რა თქმა უნდა, ვხუმრობ. ახლა ძალიან მარტივია იმის თქმა, რომ ქართველი ყველას აინტერესებდა, მთავარი ისაა, რომ "ნაპოლიში" წავიდა, კლუბმა შესანიშნავი ტრანსფერი განახორციელა და ძალიან კარგი ფეხბურთელი დაიმატა. თავის მხრივ, კვარაცხელიამაც კარგი არჩევანი გააკეთა", - უპასუხა მოურინიომ.

შეგახსენებთ,

"რომასა" და "ნაპოლის" დაპირისპირება ხვალ, 23 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

alt"ხვიჩა განსაკუთრებულია, ვკითხე მზად იყო თუ არა პენალტის შესასრულებლად... " სპალეტი კვარაზე საუბრობს

alt"კვარადონა"... "კვარაჯო"... თუ უბრალოდ "კვარა"? - ხვიჩას გზა დიდ წარმატებამდე


მკითხველის კომენტარები / 26 /
ამ ბიჭის ტრავმის ისე პანიკურად გვეშინია მთელს ერს, ოდნავ გახუმრებაც კი ნერვებზე გვირტყამს და რაღაც კონსპირაციულ თეორიებზე გვაფიქრებს.
უნდა მოვეშვათ ცოტა.
სრულ მარაზმში გადავდივართ ზოგჯერ!
Thomas
01:18 23-10-2022
3
არ უთქვამს ჩავარტყამო, საიდან მოიტანეს ეგ.
ჟოზეს კითხეს კვარას როგორ შეაჩერებთო და მე როგორ უნდა შევაჩერო, ახლოს თუ ჩამირბენს ფეხს დავუდებო, ხუმობით თქვა
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული