"ბორდოს" ქართველი შემტევი ზურიკო დავითაშვილი მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა, ძალიან აქტიური იყო, პირველი ტაიმის დასასრულს ბურთი ძელს გაარტყა, 54-ე წუთზე კი თერთმეთმეტრიანი მოიპოვა, რომელიც გოლად თავადვე აქცია და ჟირონდელთა მაისურით მე-2 გოლი გაიტანა.
71-ე წუთზე იოან ბარბეტმა სხვაობა ორამდე გაზარდა, 83-ე წუთზე კი ლოგან ჩობემ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
"ბორდო" გათამაშების შემდეგ ეტაპზე ქვედალიგურ "ტრელისაკს" შეხვდება.
მიდით ბიჭებო!!!