სპალეტი: თქვენთვის სამყარო კვარაცხელიას გარშემო ტრიალებს - რას იტყვიან სხვა ფეხბურთელები?

AutoSharing Option
"ატალანტასთან" ნამატჩევს (2:1) კომენტარი "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გააკეთა და ხვიჩა კვარაცხელიას უთამაშებლობაც განმარტა.

"მძიმე შეხვედრა გამოვიდა. ყველა წერდა, რომ ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი სამი ქულა იქნებოდა, მაგრამ ნუთუ სხვა სამი ქულა ასე მნიშვნელოვანი არ იქნებოდა? უფრო გაბედულად უნდა ვიმოქმედოთ და გადაცემებისას ნაკლები შეცდომები დავუშვათ, ამასთან შეტევაში გადასვლას ვეცადოთ.

"ატალანტამ" შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ზოგიერთი გუნდის საკუთარი სახე ძალიან კარგად მოჩანს. "ატალანტაც" მათ შორისაა, როგორც "მანჩესტერ სიტი" ან "ლივერპული".

კვარაცხელიას "ლივერპულთან" შეხვედრის შემდეგ ზურგი სტკიოდა. გუშინ ცხადი გახდა, რომ თამაშს ვერ შეძლებდა,
თუმცა იმედი გვქონდა, რომ აღდგენას უფრო მალე მოახერხებდა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უკეთესი იქნებოდა, სახლში დარჩენილიყო, თანაც უვარჯიშებლის მოედანზე შეშვება სხვა ფეხბურთელებისთვის არასწორი გზავნილი იქნებოდა.

გასახდელი შესაბამისად რეაგირებს. რას იტყვიან ისინი? თუმცა, თქვენთვის სამყარო მის (კვარაცხელიას) გარშემო ტრიალებს. ჩვენ სხვებიც გვყავს, რომლებზეც დაყრდნობა შეიძლება. ელმასმა დღეს განსაკუთრებულად კარგად ითამაშა. ვერაფერს ვერ მივაღწევთ, თუ 20-22 თანაბარი კლასის ფეხბურთელი არ გვეყოლება", - ციტირებს სპალეტის DAZN-ი.

მკითხველის კომენტარები / 64 /
ხალხო ერთი უკიდურესობიდან "რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ" მეორე უკიდუროსებაში "რაც ცუდები ვართ ქართველები ვართ" არ უნდა გადავარდეთ და ნუ გვგონია რომ ყოველტვის რარაცა ცუდს აკეთებს ქართველი არაფერ კარგს მოგვიტანს ეს თავის დაკომპლექსება. მოვუსმინე კონფორენციას და იტალიელმ ჟურნალისტმა კაცმა დაუსვა კითხვა კვარაზე და მაგაზე უპასუხა ესე, მანამდე მოედანზე მყოფმა იტალიელმა ჟურნალისტებმაც კითხეს კვარაზე და მაგიტომ ქონდეა ეტყობა ესეთი რეაქცია.რასაც მოვუსმინე ქართველ ჟურნალისტს იქ კითხვა საერთოდ არ დაუსვია.
დავითი
06 ნოემბერი 2022 12:08
2
თქვენ გაიხარეთ მაგ სიმართლისთვის. საერთოდ არაფერ შუაში არაა ქალი ჟურნალისტი მაგრამ ერთმა აგრესიულმა დაწერა ქვემოთ, ჩააგდებიეთ მაგ ქალს ენაო და აყვა ყველა. ნახეთ რაამბავია კომენტარებში, აზრზე არ არიან რა მოხდა და ყველა ერთი და იგივეს წერს.
რასაც ჩემი თვალით არ ვუყურებ და არ მოვისმენ, ტელევიზიების ნათქვამებსაც არ ვენდობი და სულ ყველაფერს ვამოწმებ, რომ სიმართლე გავიგო და საკუთარი აზრი მქონდეს. ასე ვიღაცის ბრმად დაწერილ კომენტარს როგორ უნდა აყვეთ ცხვრებივით.
არაფერი გვეშველება მოკლედ.

მიდით აბა იტალიელ კაცს ჟურნალისტსაც ჩააგდებიეთ ენა კლავიატურის ლომებო. ეგეც ნაცების დაქირავებულია და გაგზავნილი :)))
ქალი თუ იქნებოდა და თანაც ქართველი მაშინ ყველაზე ადვილია დაბალ ღობეზე გადავლა და ლანძღვა. იტალიელი კაცისგან ესიამოვნებათ კიდეც კვარაზე შეკითხვები.
ეგეთი აგრესიული მასა გულშეატკივარი კვარას არაფერში ჭირდება. კომენტარებშიც ჩანს ვინ აფუჭებს საქმეს.

ერთი სალომე არის ქართველი ჟურნალისტი გოგონა, (ლელო.ჯი ზე მხვდება მისი სტატიები) რომელიც მაგარ სიუჟეტებს აკეთებს კვარაზე ნეაპოლიდან. ალბათ ის გეგონათ კითხვის დამსმელი და შესექით ეგრევე წიხლით. სირცხვილია
!!
06 ნოემბერი 2022 12:34
3
ასეთი უაზრო, გამუდმებული კითხვები სულ ხვიჩაზე და ტვინის ბურღვა თვითონ ხვიჩასთვის არ არის კარგი, მინიმუმ უხერხულობას შეუქმნის გუნდში თანაგუნდელებთან. ხვიჩა ძალიან მაგარია, მაგრამ ნაპოლი არ არის ერთი კაცის გუნდი, ეს მშვენივრად ჩანს, ბევრი კარგი ფეხბურთელი თამაშობს აქ და მართლა ხამობაა ყველა თამაშის შემდეგ კითხვები ხვიჩაზე. ეს უკვე მეტისმეტია და იქნებ მიხვდეს ეს ჟურნალისტი.
ვანო
06 ნოემბერი 2022 11:21
3
არ გყავთ არავინ კომპეტენტური ეს ქალი რომ შეცვალოს, მაგარი მომაბეზრებელია მისი ეს ერთი და იგივე პრიმიტიული შეკითხვების დასმა
მიხო
06 ნოემბერი 2022 11:01
4
ხალხო რა არ შეგვიძლია რომ ხვიჩაზე შეკითხვა დავსვათ? ან კომენტარები დავდოთ? ეგ ჩვენი ბუნებრივი ინტერესი და სიყვარულია- ხვიჩამ ეს ჩვენგან დაიმსახურა თავისი თამაშით და თავისი ქცევით მასზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს და რა გასაკვირია რომ ჩვენც ასე ყველაფერი გვაინტერესებს მასზე.ვისაც არ მოსწონს ცივი წყალი დალიოს სპალეტის თამადობით და კიდევ ნაპოლის ყველა ფეხბურთელს თავისი გულშემატკივარი ჰყავს ცალკე აღებული.რაც შეეხება იმას რომ სხვებს შურთ ხვიჩაზე ამდენი ყურადღება რატო უნდა შურდეთ? შურიანი ფეხბურთელი ვერაფერსაც ვერ მიაღწევს მასე მსოფლიოში ყველას მესიზე ან რონალდუზე ან თუნდაც მბაპეზე უნდა შურდეთ ყველაზე მეტად.ხვიჩა თუ მაგარია პირველ რიგში ნაპოლისთვისაა და მერე სხვებისთვის მას ნაპოლი მიჰყავს ჩემპიონობისკენ თავისი ასევე შესანიშნავი თანაგუნდელებით!!!
ზაზა
06 ნოემბერი 2022 10:53
15
რა კომენტარებია, არ გიხარიათ ხვიჩას წარმატება? ხვიჩაზე უნდა ვილაპარაკოთ ახლა ყველამ, პატრიპტებმა, აბა როგორ?
Odala
06 ნოემბერი 2022 10:52
14
უკვე ნამეტანი მოგვდის ამ ქართველებს, არავინ დავობს რომ ხვიჩა დიდი ტალანტია, სზვანაირად ვერ მოხვდებოდა ნაპოლიში. მაგრამ ჯერ მსოფლიო ფეხბურთში არ დაუმტკიცებია არაფერი. ხვიჩასნაირები და მომავალი მარადონები ათასობით გამოჩენილან და მერე უკვალოდ გამქრალან ფეხბურთიდან. ასე რომ დაფიქრდით რას ამბობთ, ვაცალოთ ამ ბიჭს თამაში. სპალეტისაც ბევრად ნიჭიერ ფეხბურთელებთან უმუშავია, სალაჰი აქცია ფეხბურთელად, მაგრამ რამდენი ნიჭი უკვალოდ ჩაიფერფლა იცით?
Semi
06 ნოემბერი 2022 09:45
8
წარმოიდგინეთ, რომ მაკედონიელი, კორეელი, მექსიკელი, ნიგერიელი, ურუგვაელი, კამერუნელი ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ ამ პრესკონგერენციებს და კითხვებს მარტო თავის თანამემამულეებზე სვამდნენ... ამ ჟურნალისტს სავარუდოთ ყავს დამქირავებელი და იქნებ მიხვდნენ და ურჩიონ, რომ არ შეიძლება მხოლოდ ხვიჩაზე კითხვების დასმა, თან იმგვარ კონტექსტში, რომ დააპირისპიროს ფეხბურთელი მწვრთნელთან და თანაგუნდელებთან.
გიორგი
06 ნოემბერი 2022 09:27
4
მგონი მაგ ქალს საერთოდ არ ესმის ფეხბურთი და ხვიჩსზე კითხვების დასმით ქართველ გულშემატკივრებთან მარიაჟობს.არადა ზედმეტი გულმოდგინებით და კითხვებით უარესს აკეთებს. გააჩუმეთ.
ჯუჯი
06 ნოემბერი 2022 09:17
4
მართალი ხარ, ზუსტად ქართველებთან 'მარიაჟობს' კი არა და უნდა ქულების დაწერა. და რატომ? იმიტომ რომ ყლაპავთ ძალიან მარტივად და ადვილია თქვენი აგდება. რა ეს ვითომ ჟურნალისტები ეგეთ სტატიებს არ წერენ კომიკური სათაურებით, რომ აგაგდონ? მაგათზეც გაბრაზდით :)) მაგრამ მაინც კარგია, რომ ვიღაც მოჟურნალისტო ელემენტზე გაბრაზდით, რომელიც საზღვარგარეთ გვარცხვენს.
odala
06 ნოემბერი 2022 16:11
2
კიდევ კარგი ხვიჩა ესეთ სიქაჯეებს ყურადღებას არ აქცევს და არ მოქმედებს ბიჭზე. მესმის რო მოგვენატრა კარგ გუნდში ქართველი, მაგრამ სიგოიმესაც ხო აქვს ბოლო ბოლო საზღვარი. მგონი სომხებიც კი არ მოქვეულან მხითარიანზე ისე, როგორც ჩვენ ვიქცევით, ტეხავს მაგრა.
Emre
06 ნოემბერი 2022 09:04
2
გაუუქმეთ აკრედიტაცია ამ ქაჯს
ჭორლეონე
06 ნოემბერი 2022 08:59
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული