"ნაპოლი" ხვიჩასა და ფანტაზიის გარეშე - გამარჯვება "საჩემპიონო" სტილში

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას დანაკლისის მნიშვნელობაზე "ატალანტასთან" მატჩის შემდეგაც ვწერდით, თუმცა "ნაპოლიმ" რთულ მეტოქესთან გაიმარჯვა, მარცხენა ფლანგი მაინც აქტიური იყო და თავს იმაზე მეტის თქმის უფლება არ მივეცით, რამდენიც საჭირო იყო. "ემპოლისთან" (2:0) შინ მთელი შეხვედრის განმავლობაში კი ძალიან იგრძნობოდა - ნეაპოლელებს ქართველი გარემარბის ფანტაზია, სისწრაფე, შემართება და ის მოლოდინი აკლდათ, "კვარადონა" ერთხელაც რომ აფეთქდებოდა, ამ დუნე და ცოტათი ნაცრისფერ თამაშს გაალამაზებდა!

კვარაცხელაიამ რომ დღევანდელ ფეხბურთში რაღაც სიახლე და სხივი შემოიტანა, ეს მხოლოდ მისი თანამემამულეების მოსაზრება არაა. შესაძლოა, ყოველ შეხვედრაში ვერც მან
"იფრინოს", თუმცა აუცილებლად იქნება ეპიზოდები, როცა მისი სიდიადე თვალს მოგვჭრის. სიტუაცია ისეთია, რომ სამედიცინო შტაბი ყველაფერს აკეთებს, ხვიჩა ბოლომდე მომჯობინდეს, თანაც წელის არეში ტკივილების განმეორება მომავალშიც გამოირიცხოს, ამიტომ შესაძლოა, 2023 წლამდე მისი თამაში ვერ ვიხილოთ...

რა ვნახეთ "ემპოლისთან"? - "ნაპოლის" მეტოქე კონტრშეტევებზე ფაქტობრივად, არ ფიქრობდა და მხოლოდ საკუთარი კარის უსაფრთხოების მიზანი ჰქონდა. მაინც ისე ჩანდა, რომ ყველაფერი ეს დიდხანს ვერ გასტანდა და სპალეტის ფეხბურთელები
გაიტანდნენ. ეგაა, რომ მასპინძელთა შეტევები, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, ერთმანეთს ჰგავდა, იოლად გასაშიფრი და ნაკლებად თვალსასეირო იყო. ყველა შეხვედრას ერთნაირად ვერ ჩაატარებ, თანაც ასეთ დაცვით მეტოქესთან, თუმცა ქულების დაკარგვა არაფრით შეიძლებოდა. არსებობს მოსაზრება თუ გამოცდილება, რომ ჩემპიონები მუდამ ლამაზად ვერ იმარჯვებენ და ხანდახან შედეგები ასე "მძიმედ" უნდა დაიდოს.

Sportall.Ge

სპალეტი მოდუნების უფლებას არავის აძლევს და მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე, როცა არაფერი გამოდიოდა, შეტევის გასაძლიერებლად სამმაგი ცვლილება გააკეთა. მექსიკელი ირვინგ ლოსანოს შემოსვლამ გაამართლა, მან თამაში გაამწვავა და საჯარიმოში ბევრი სახიფათო პასი გააკეთა. მარჯვენა ფლანგი მანამდეც უფრო აქტიური იყო, აი კვარაცხელიას სათანადო შეცვლა ისევ ვერ მოხერხდა, ჯაკომო რასპადორი გარემარბი რომ არაა, ერთხელაც გამოჩნდა. ამას ისიც დაემატა, რომ მარიო რუი უჩვეოლოდ პასიური იყო და შეცდომებსაც უშვებდა. ხვიჩა რომ უალტერნატივოა, ეს მოთამაშეებმაც იციან, თუმცა მის არყოფნაში შესაძლო კონკურენტებს მეტი მოეთხოვებათ.

ერთ-ერთი მთავარი ისევ ვიქტორ ოსიმენის ფაქტორი გამოდგა, მან პენალტი ცოტა საეჭვო ვითარებაში მოიპოვა და ყველაფერი გამარჯვებისკენ გადახარა. ახლა თითქოს ნამდვილად (ხვიჩასთან მასე არ აღმოჩნდა), ნიგერიელმა თერთმეტმეტრიანის დარტყმა ლოსანოს გადაულოცა. მექსიკელსაც ცოტათი გაუმართლა.

"ნაპოლი" ახლა "უდინეზესთან" შეხვედრაზე გადაწყობა. ისინი უახლოეს მდევარ "მილანს" უკვე 8 ქულით აღემატებიან. სპალეტის გუნდმა თამასა ასწია და მათგან სულ ბევრს ველით, ამასობაში კი ნანატრი სკუდეტოსკენ პატარ-პატარა ნაბიჯებით წინ მიიწევენ. ჩემპიონთა ლიგასაც დაველოდოთ. 8 გოლი, ამდენივე საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი, ყველაფერი ეს მშვენიერ თამაშთან ერთად - ყველა ტურნირზე ხვიჩა კვარაცხელიას მონაგარია.

alt"ნაპოლიმ" ხვიჩას გარეშე "ემპოლი" მხოლოდ მეორე ტაიმში გატეხა

altკვარაცხელიას აგენტი ეწვია - სპალეტიმ კომენტარი გააკეთა

მკითხველის კომენტარები / 13 /
ფეხბურთში და ზოგადად სპორტში მთავარი შედეგია და ნაპოლის აქვს ეს შედეგი ხვიჩას გარეშეც.თორემ 1982 წლის ბრაზილიის ნაკრებზე ლამაზად და ფანტაზიით მოთამაშე ნაკრები მე არ მინახავს და რაც დაემართა ყველამ იცის.
zaza
09 ნოემბერი 2022 15:22
26
ანუ, რას გვთავაზობთ?
zaza-ს
09 ნოემბერი 2022 15:33
4
1970 წლის მუნდიალის ბრაზილიის თამაშები ნანახი გაქვს ? ინტერნეტში დევს ყველა თამაში და უყურე და დარწმუნებული ვარ იმ ნაკრებზე იტყვი იგივეს P
zura222
09 ნოემბერი 2022 15:44
3
ყველა გამოხმაურება
კვარას გარეშე ნაპოლის ფეხბურთელებმა მხოლოდ 59 წთ-ზე დაარტყეს კარისკენ (და არა კარში). ეს "ჯორის" ხასიათის მწვრთნელი ალბათ დაინახავდა ამას!
ვაჟა მასწავლებელი
09 ნოემბერი 2022 22:00
5
ეგ კაცია სწორედ რომ სწორ გზას უჩვენებს ხვიჩას და როგორც საჭიროა ისეთ მიმართულებას აძლევს,ანვითარებს და აჩვევს დიდ ფეხბურთს.მართლა დაუნახავები ნუ იქნებით და რაღაცის აღქმის უნარი გქონდეთ.
ვაჟა მასწავლებელ-ს
10 ნოემბერი 2022 02:54
6
მსაჯმა აჩუქათ
https://www.youtube.com/watch?v=GSPMxPvN4gI
ქ. გ.
09 ნოემბერი 2022 15:29
3
აქ თემა შეუსაბამოა, მარა მოდი ასე ვქნათ 50 ლაიკს თუ აცდება ეს კომენტარი დაურეკეთ ამ ხარაიშვილს!! გაიგეთ სადაა ეს კაცი, გააქრეს ფეხბურთიდან საერთოდ არ გაინტერესებთ?
კაპიტან გარდენბურგი
10 ნოემბერი 2022 02:51
1
დინამოშია, თქვენც დაისვენებთ და ჩვენც
ხარას ფანი
24 თებერვალი 2023 18:43
0
ვაკომ მუხლზე მენისკის ოპერაცია გაიკეთა პოზნანში . გაიარა რეაბილიტაცია , როგორც ვიცი თავს უკვე კარგათ გრძნობს და მალე დაბრუნდება მოედანზე !
გიორგი ვარშავიდან
10 ნოემბერი 2022 00:00
0
ბოდიში, ვინმემ რამე იცის გვილიას შესახებ?
კაცი 2 თვეა საერთოდ გაქრა საფეხბურთო სივრცედან.
არც ტრავმა, არც ტრანსფერი...
წინასწარ მადლობა იმისთვის.
ბოჩოლიკაშვილი შალვა
09 ნოემბერი 2022 21:52
0
ფეხბურთის აზრზე არ ხარ
zaza-s
09 ნოემბერი 2022 20:15
1
ეს წაიკითხეთ
https://twitter.com/claudioruss/status/1590329079315968000
ქ. გ.
09 ნოემბერი 2022 17:32
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული