გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო და შეცვალეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში "სლოვანის" ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო.

"რუზომბეროკთან" საშინაო მატჩის 50-ე წუთზე ჩაკვეტაძე საჯარიმოში შეიჭრა, მეკარე ივან კრაიჩირიკი შეეჯახა, თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო, შეცვალეს და ჯერ უცნობია, რამდენად სერიოზულად დაშავდა.

გიორგი მაროკოსთან ამხანაგური მატჩისთვის საქართველოს ნაკრებშია გამოძახებული და იმედია, ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდება. იმ ეპიზოდში პენალტი დაინიშნა, ვაისის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე მან ყველას დაასწრო და საბოლოო ანგარიში, 2:0 დააფიქსირა.

გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს, "სლოვანმა" კი "დუნაისკა სტრედას" 3 ქულით გაასწრო და
ლიდერობა დაიბრუნა.

მკითხველის კომენტარები / 30 /
ნუ გეშინია გიო, არაფერი არ იქნება სერიოზული, შენ ცუდი ყველაფერი უკანა გაქვს მოტოვებული.
ბმბ
13 ნოემბერი 2022 23:48
2
უფლის მადლით იმედია სერიოზული არაფერი იქნება.ყველას ვგულშენატკივრობ ჩვენებს მაგრამ ჩაკვეს განსაკუთრებით
ზზზზ
14 ნოემბერი 2022 01:16
1
მაგარი ცუდი იქნება თუ გიოს ფორმაში ჩადგომა, ტრავმის მიღების ფონზე, წყლის ნაყვა გამოვა. ღმერთმა დაიფაროს სერიოზული ტრავმისგან!
ლაშა
13 ნოემბერი 2022 23:22
0
არა, გიო! არა და არა!!! გელოდებით ჯადოქარი.
100%
13 ნოემბერი 2022 23:26
1
Exla shevamchnie suratze fexze titqos sisxli aqvs ara?iqneb ubralod shipi moxvda da vaisma moarida isedac igebdnen,is mainc daweret tavis fexit gavida moednidan?
Givi
13 ნოემბერი 2022 23:24
0
ვაახ? რა დათარსულია ჩაკვე, მართლა ცოდოა უკვე რა?
ზურა.
13 ნოემბერი 2022 22:44
1
ქართველი ფეხბურთელების მოურჩენელი სენი, სევდა და დარდი არის პერმანენტული "ტრამვები" ისედაც ფეხბურთელის მოკლე კარიერული მანძილისა, რაც სამწუხაროდ ვერასოდეს გაქცევს სრულყოფილ ფეხბურთელად. გავრისკავ და ვიტყვი ქართველი ჩამქრალი "ზვეზდების" უმთავრესი მტერი მათი არასწორად განვითარებული ფეხის კუნთებია, მათი არაჯანსაღად გაზრდის მისამართი კი ქართული საფეხბურთო აკადემიები და მათი დეკვალიფიცირებული მწვრთნელებია. ასეთი კუნთების მქონე ანუ (არაჯანმრთელი) ფეხბურთელების დატვირთვა კი იგივეს ტოლია წეროს ფეხებზე შემომჯდარი დათვი გაარბენინო მარათონულ სპირნტში.
Charley
13 ნოემბერი 2022 23:36
3
კარგი რა ,დალოცვილო,ფეხზე შავი სისხლის ზოლი ჩამოსდის და მანდ საფეხბურთო სკოლა,რა შუაშია.ღმერთმა ქნას,სერიოზული ტრავმა არ ჰქონდეს,თორემ ამ ამხანაგური მატჩის დედაც ვატირე.უბრალოდ წაუგებელი მატჩების სერია შეწყდება.
სოსო
14 ნოემბერი 2022 00:14
1
სოსოს- მართლაც კარგი რა, ჩაკვეტაძეს გენტში გადასვლიდან 10 გადაბმული მატჩი არ ჩაუტარებია, სწორედ ხანგრძლივი ტრამვის გამო და მის მერე ლამის 4 სეზონი მიილია და ეხლა იბრუნებს ფორმას სლოვანში. მაგრამ ანანიძე, ყენია, კიტეიშვილი, მჭედლიძე იგივე ჭანტურია და გაგრძელებული მეორე ეშელონის ამომავალი ქართველი "მესებით" ალბათ ესენიც არ არიან ქართულ საფეხბურთო აკადემიებში ჩაბუდებული დილეტანტების მიდგომების მსხვერპლი.
Charley
14 ნოემბერი 2022 03:04
3
ყველა გამოხმაურება
აუფ, ასეა, თითზე ჩამოსათვლელი კარგი მოთამაშეები რომ გვყავს სამწუხაროდ...
ლაშა
13 ნოემბერი 2022 23:07
0
იმედია ქვა აღმართში არ დაგვეწევა (ისე უნდა ვაღიაროთ, გაჭირვებულები ვართ, მიუხედავად ბევრი სამანიშვილისა...) და ჩაკვეტაძის ტრავმა არაა სერიოზული! მხოლოდ შეჯახება მეკარესთან არ მგონია სერიოზულ რეციდივის ქმნიდეს...
ლაშა
13 ნოემბერი 2022 23:14
1
Gmerto chemo ra unda qna roca bedi ar gwkalobs?vin dagvtarsa ase kvara da chakve ertad nakrebshi ver vegirset...eg ki ara sheidzleba arcerti ar ikos marokostan samwuxarod.
Givi
13 ნოემბერი 2022 23:02
0
ათჯერ რომ იმტვრევი და კიდე სხვა მრავალი ქართველი ნიჭიერი ფეხბურთელი დამტვრეულა მაგას უბედობა არ ქვია,მაგას ქვია მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. ევროტურნირებზე უცხოელები რომ ჩამოდიან და ჩვენების ფონზე ფიზიკურად გოლიათებად ჩანან ;არც ეგ არის უბედობის ბრალი. ფიზიკური აღზრდის სისტემები უნდა შეივცალოს თავისი სპეციალისტებით და აღარ იქნება ახალგაზრდობა ტრავმებისკენ ასე მიდრეკილი !
დავითი
14 ნოემბერი 2022 03:55
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული