7 მილიონ ევროზე მეტი ხელფასი კვარაცხელიას - ლონდონელებს ხვიჩას ხელში ჩასაგდებად ახალი გეგმა აქვთ?

AutoSharing Option
chelseanews.ru ბრიტანულ პრესაზე დაყრდნობით წერს, რომ "ჩელსის" ხვიჩა კვარაცხელიას ხელში ჩასაგდებად ახალი გეგმა აქვს.

მოგეხსენებათ, "ნაპოლის" ქართველ ვარსკვლავთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს და მას ხელფას გაუორმაგებს, რის შემდეგაც დაახლოებით 2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ზემოთ აღნიშნული წყარო კი წერს, რომ ეს თანხა პრემიერლიგის კლუბებისთვის და მით უმეტეს, "ჩელსისთვის", სასაცილო იქნება.

chelseanews.ru-ს ცნობით, ბრიტანულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, "არისტოკრატები" ჩვენებურს სეზონში 7 მილიონ ევროზე მეტს შესთავაზებს.

"სტემფორდ ბრიჯის" ბინადრებს კვარაცხელია რაფაელ ლეაოს ალტერნატივად ჰყავთ შეგულებული, რომლის ტრანსფერიც უფრო ძვირად ფასობს და ხელფასსაც
დაახლოებით 10 მილიონ ევროს ითხოვს.
მკითხველის კომენტარები / 44 /
გადადი ხვიჩა. ნაპოლი 1 მილიონს ძლივს იმეტებს.
ვერც გაფასებენ. ამას რომ დაცვაში ჩამოსვლას აიძულებ.
ასეთი კრეატიული, ტექნიკური და გოლზე დაგეშილი, რავი ევროპაში არც არის არავინ :)
las
15 ნოემბერი 2022 15:45
30
ასეა, როგორც შევჩენკოს არ მოუხდა ინგლისი, ისე არ უხდებოდა მოდრიჩს და კიდევ უამრავ ოქროს ბურთის მფლობელს არ მოუხდებოდა. თვით ბექჰემს და ოუენს ადრევე რომ ეთამაშათ ესპანეთში გაცილებით დიდ წარმატებებს მიაღწევდნენ. ასე რომ დიდი ფული ყველაფერს ვერ წყვეტს, თორე კი ბატონო, ბევრი ფულია საამიროებში და რა ქნას კარიერის პიკში მყოფმა ფეხბურთელმა, იქ წავიდეს?
ლაშა
15 ნოემბერი 2022 15:35
7
სიმართლე ის არის, რომ პრემიერლიგა საკმარისად მაინც ვერ გააპიარეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მეტი ფული იდება. ფეხბურთელები უმეტესწილად უსახელოდ იკარგებიან მანდ ისევე, როგორც ნიდერლანდების ან შოტლანდიის ჩემპიონატში. რათქმაუნდა ინგლისის ჩემპიონატი საფეხბურთო აურის მატარებელია, გულშემატკივრების ქომაგობა და ტრადიციები, ასევე საათივით აწყობილი წესრიგი და პატივისცემა ფეხბურთელებისადმი, მაგრამ ეს ავტომატურად იმის გარანტიას ვერ იძლევა, რომ ის საუკეთესოდ აღიარო. 70, 80, 90, 00-იან წლებში პრემიერლიგაში უბრალოდ არავინ მიდიოდა, არცერთ ლათინოამერიკელს ინგლისში ვერ ნახავდით და გგონიათ ინგლისურის არცოდნის გამო? სულაც არა. შემდეგ სპეციალურად მოიზიდოს უდიდესი თანხები და ცდილობდნენ უცხოელი ფეხბურთელების მოზიდვას. ეს კარგად გათვითცნობიერებულს და საფეხბურთო ისტორიაში ჩახედულს მშვენივრად ემახსოვრება. უბრალოდ სწორმა მენეჯმენტმა დიდი თანხების მოზიდვა განაპირობა და სულ ესაა. ვერასოდეს, ვერავინ და არავინ არ იტყვის, რომ პრემიერლიგა ახალგაზრდა ტექნიკური ტალანტისთვის მისწრებაა და იქ განვითარება საუკეთესო. არამც და არამც. აფრიკელები ირჩევენ უფრო საფრანგეთს, ესპანეთს ბრაზილიელები, იტალიას არგენტინელი და ზოგადად პირენეის და აპენინებს ლათინოამერიკელები, ხოლო გერმანიას უმეტესწილად აღმოსავლეთ ევროპელები ან აზიელები ახლო აღმოსავლეთიდან. ინგლისის პრემიერლიგაში დამკვიდრებულია გაურკვეველი მიმდინარეობის საფეხბურთო სტილი. თუ ლეგიონერებმა ტოპ 4-ის ჩემპიონატებში გარკვეულწილად გააუმჯობესეს საფეხბურთო სტილი და ზოგად ფეხბურთი უფრო დაიხვეწა, ინგლისში გაურკვეველი სტილის მორბენალი ფეხბურთი დამკვიდრდა, რომელიც რეალურად ფეხბურთელს ფიტავს და ნებისმიერი ფეხბურთელი თუ სტატისტიკას მოვიშველიებთ ადრეულ ასაკში ასრულებს კარიერას. ასე რომ ტექნიკური ფეხბურთელისთვის ინგლისი საუკეთესო არჩევანი არაა. ფული ყოველთვის არ ნიშნავს საუკეთესოს, თორემ ფული არაბებსაც აქვთ...
ლაშა
16 ნოემბერი 2022 00:14
1
მე ალეტიკოს ან სევილიას თამაშების ყურებას ნამდვილად მირჩევნია პალასი ლიდსის ხილვა, ინგლისის ჩემპიონატში იმიტო იდება დიდი ფული რომ სხვა ლეველზეა, თორემ გულშემატკივარი ბარსა რეალს ბევრად მეტი ჰყავს მსოფლიოში.
დავით2101
15 ნოემბერი 2022 23:37
1
ყველა გამოხმაურება
ჩელსი არ მოუხდება ხვიჩას.(აი მაგალითი რაც დაემარტა შევჩენკოს და კიდე ბევრი ვინც იტალიიდან ინგლისში წავიდა) და ფულზეც არამგონია გაიყიდოს მშვენიერ გუნდშია
ACHI
15 ნოემბერი 2022 15:23
5
ნამუსი აღარარი? 2მილიონი სასაცილოა!
SS
15 ნოემბერი 2022 15:06
3
ზაფხულში სერია ა რომ დაიდება, მოუწევთ გადახედვა, თუ უნდათ რომ შეინარჩუნონ. ხვიჩამ და მამამისმაც იციან ეგ, ამიტომ არ ხარბონენ. მთავარია ეხლა ფეხბურთი ითამაშოს და ფული თავისით მოვა როცა მაგარი ხარ
ეს ამ სეზონში
15 ნოემბერი 2022 15:52
0
სწორედ იმაშია ლიბერალური მსოფლიოს სიძლიერე რომ არსებობს კონკურენცია და ყოველთვის იმას მიიღებ რასაც დაიმსახურებ.ასე რომ ნუ ნერვიულობთ ჯერ 3 თვეა რაც ევროპაში თამაშობს.
ამაშია საქმე
15 ნოემბერი 2022 15:01
20
ლიბერალიზმი რა შუაშია ტო?
დავით2101
15 ნოემბერი 2022 17:54
1
ლიბერალების სიძლიერე არ გაიშვას:) ფული აქვთ და წაჭერილები ყავთ არა მისნაირად მოაზროვნე ერები. არ მოიქცევი ისე როგორც ,,გირჩევენ". მერე წავა წიოკი...:) ეგენი არიან ცივილიზაციის მტრები.
ჯიმა
15 ნოემბერი 2022 15:34
12
ვაახ მიდი და გაუწიე ახლა ამ მონსტრებს კონკურენცია.
rrr
15 ნოემბერი 2022 14:42
1
ამ იტალიელებს გონიათ, გროშებად ეყოლება უდიდესი ტალანტი, ეს სეზონი ჩაამთავროს. მოიგოს სკუდეტო და უფრო კარგ შეთავაზებაზე წაიდეს......
ჯიმა
15 ნოემბერი 2022 14:24
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული