7 მილიონ ევროზე მეტი ხელფასი კვარაცხელიას - ლონდონელებს ხვიჩას ხელში ჩასაგდებად ახალი გეგმა აქვთ?

AutoSharing Option
chelseanews.ru ბრიტანულ პრესაზე დაყრდნობით წერს, რომ "ჩელსის" ხვიჩა კვარაცხელიას ხელში ჩასაგდებად ახალი გეგმა აქვს.

მოგეხსენებათ, "ნაპოლის" ქართველ ვარსკვლავთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს და მას ხელფას გაუორმაგებს, რის შემდეგაც დაახლოებით 2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ზემოთ აღნიშნული წყარო კი წერს, რომ ეს თანხა პრემიერლიგის კლუბებისთვის და მით უმეტეს, "ჩელსისთვის", სასაცილო იქნება.

chelseanews.ru-ს ცნობით, ბრიტანულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, "არისტოკრატები" ჩვენებურს სეზონში 7 მილიონ ევროზე მეტს შესთავაზებს.

"სტემფორდ ბრიჯის" ბინადრებს კვარაცხელია რაფაელ ლეაოს ალტერნატივად ჰყავთ შეგულებული, რომლის ტრანსფერიც უფრო ძვირად ფასობს და ხელფასსაც
დაახლოებით 10 მილიონ ევროს ითხოვს.
მკითხველის კომენტარები / 44 /
დარჩეს უნდა ნაპოლში და ისეთი ფასი ექნება მალე 10 ლეაოს იყიდი იმ ფულით. ლეაო ქაჯი რა მოსატანია ხვიჩასთან საერთოდ?!ლეაო კიარა აგერ მე და აგერ თქვენ ოქროს ბურთს თუარდადებს კიდეც
იუვე-10
15 ნოემბერი 2022 19:19
7
იუვე 10-ს!ამ 5 დან ერთერთი მე ვარ ვინც დისლაიქი დასვა და აქ სანაია ეგეთები არ გინდა. ლეაო ქაჯი არაა,ძალიან მაღალი კლასის თავდამსხმელია. ხვიჩა რომ მაგარია ყველა ვხედავთ, მაგრამ მისი კარგი თამაში არ გაძლევს უფლებას სხვას ქაჯი დაუძახო. ეხლა ბევრი პერსპექტიული ახალგაზრდები მოდიან, მაგალითად არგენტინელი გარნაჩო 18წლისაა. გინახავს მისი თამაში მანჩ.იუნაიტედში?ქაჯები უნდა დავუძახოთ?რაც შეეხება ოქროს ბურთს, მანდ ბევრი უსამართლობა ხდება და წინასწარ არავინ იცის ვის მისცემენ.
დავით 67
16 ნოემბერი 2022 00:17
1
დიზლაიქი რომელმა დაწერეთ და რა გაგიტყდათ თქვე შურიანებო?! სანაიას პადელნიკები იქნებით სხვა ვინ ...
იუვე-10
15 ნოემბერი 2022 23:07
5
ამ იტალიელებს გონიათ, გროშებად ეყოლება უდიდესი ტალანტი, ეს სეზონი ჩაამთავროს. მოიგოს სკუდეტო და უფრო კარგ შეთავაზებაზე წაიდეს......
ჯიმა
15 ნოემბერი 2022 14:24
3
ასეა, როგორც შევჩენკოს არ მოუხდა ინგლისი, ისე არ უხდებოდა მოდრიჩს და კიდევ უამრავ ოქროს ბურთის მფლობელს არ მოუხდებოდა. თვით ბექჰემს და ოუენს ადრევე რომ ეთამაშათ ესპანეთში გაცილებით დიდ წარმატებებს მიაღწევდნენ. ასე რომ დიდი ფული ყველაფერს ვერ წყვეტს, თორე კი ბატონო, ბევრი ფულია საამიროებში და რა ქნას კარიერის პიკში მყოფმა ფეხბურთელმა, იქ წავიდეს?
ლაშა
15 ნოემბერი 2022 15:35
7
მე ალეტიკოს ან სევილიას თამაშების ყურებას ნამდვილად მირჩევნია პალასი ლიდსის ხილვა, ინგლისის ჩემპიონატში იმიტო იდება დიდი ფული რომ სხვა ლეველზეა, თორემ გულშემატკივარი ბარსა რეალს ბევრად მეტი ჰყავს მსოფლიოში.
დავით2101
15 ნოემბერი 2022 23:37
1
ჯიბეში ჩაიდო (და იდებს) ბევრ ფულს, მაგრამ მაინც ფარჩაკია მიიუხედავად იმისა, რომ გერმანიაზე, ესპანეთზე, საფრანგეთსა და იტალიაზე ბევრად მეტი ფული აქვს! ვნახავთ, შეიძლება ჯგუფიდან ვერ გავიდეს ან ჰა, ჰა მერვედფინალიდან გავარდეს!
დავით2101(ynwa)-ს
15 ნოემბერი 2022 18:28
2
ყველა გამოხმაურება
ნამუსი აღარარი? 2მილიონი სასაცილოა!
SS
15 ნოემბერი 2022 15:06
3
ზაფხულში სერია ა რომ დაიდება, მოუწევთ გადახედვა, თუ უნდათ რომ შეინარჩუნონ. ხვიჩამ და მამამისმაც იციან ეგ, ამიტომ არ ხარბონენ. მთავარია ეხლა ფეხბურთი ითამაშოს და ფული თავისით მოვა როცა მაგარი ხარ
ეს ამ სეზონში
15 ნოემბერი 2022 15:52
0
3-4 თვის გადასულია ევროპაში ხალხო.ძლივს დააღწია თავი რუსეთს და რა დროს სხვა კლუბში გადასვლაა.საერთოდ რატომ განიხილავთ.გასაგებია ქართველია და კიდევ უკეთესი გვინდა.მაგრამ რაც არ უნდა მაგარი სტატისტიკა დადოს,ერთ წელში გუნდის შეცვლა არასწორად მიმაჩნია.არ ხდება ეგრე.მითუმეტეს საკმაოდ კარგ გუნდში თამაშობს.იუვე ან მილანი რომ იყოს არ იტყოდით წასვლას.არადა ნაპოლია ყვეკაზე რეალური საჩემპიონო გუნდი.მე ნაგალითად მანჩესტერს ვგულშემატკივრობ უკვე 20 წელია.მაგრამ მანდ გასასვლა საერთოდ არ მინდა.კარიერას გაიფუჭებს.ჯობია ნაპოლში დაღვინდეს და მერე გადავიდეს ისეთ კლუბში.სადაც დარწმუნებული იქნება რომ ითამაშებს.თან გუნდი მარტო ისტორიულად იყოს დიდი.არამედ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი გუნდი.წარმატებები ხვიჩას.
გოგა
15 ნოემბერი 2022 21:36
3
სრული სიმართლეა
გიორგი
15 ნოემბერი 2022 22:57
0
ასეთი სიყვარული არსად არ ექნება. ნაპოლიმ იპოვა და ენდო ხვიჩას, ფაქტიურად ერთად აშენებენ მომავალს, 10 ჯერ მეტი რომ შესთავაზონ, მაინც არ უნდა უღალატოს ნაპოლის.
არ უნდა გადავიდეს
16 ნოემბერი 2022 14:46
0
მგონია რომ ხვიჩა ყველგან ითამაშებს მაღალ დონეზე.
ისეკი ჯობდ დარჩეს ჯერ ნაპოლიში.
4-5 მილიონი კი ეკუთვნის სეზონზე. წარმატებებიი
rable
15 ნოემბერი 2022 17:21
1
ხვიჩამაც, ოსიმენმაც და დანარჩენებმაც პრეზიდენტის ჩათვლით,ცოტა რომ მოითმინონ,საქმეს ჭკუა დაატანონ და ნაპოლი თვითონ გახადონ გრანდი,უკეთესიც იქნება და ფულსაც უფრო მეტს იშოვნიან.რა ვიცი მე ასე მგონია.
ნუკრი
16 ნოემბერი 2022 14:32
0
ნაპოლი გრანდი რო გახდეს არაბმა მილიარდელმა უნდა იყიდოს
დათო
16 ნოემბერი 2022 19:56
2
ჩელსი არ მოუხდება ხვიჩას.(აი მაგალითი რაც დაემარტა შევჩენკოს და კიდე ბევრი ვინც იტალიიდან ინგლისში წავიდა) და ფულზეც არამგონია გაიყიდოს მშვენიერ გუნდშია
ACHI
15 ნოემბერი 2022 15:23
5
გადადი ხვიჩა. ნაპოლი 1 მილიონს ძლივს იმეტებს.
ვერც გაფასებენ. ამას რომ დაცვაში ჩამოსვლას აიძულებ.
ასეთი კრეატიული, ტექნიკური და გოლზე დაგეშილი, რავი ევროპაში არც არის არავინ :)
las
15 ნოემბერი 2022 15:45
30
ამ ბიჭმა თავიდანვე თქვა, მე ვინმეს შემცვლელად არ მოვსულვარო, არც ახლა სჭირდება მას ვინმეს შემცვლელობა, უნდა დარჩეს ნაპოლიში და მიიყვანოს დწყებული ბოლომდე.
avto
15 ნოემბერი 2022 23:22
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული