"ის ერთი-ერთზე მელაპარაკებოდა, რათა..." - "ჩელსის" ვარსკვლავი ყოფილ თანაგუნდელ კაშიაზე საუბრობს

AutoSharing Option
"ჩელსის" ნახევარმცველმა მეისონ მაუნტმა "ვიტესში" გატარებული პერიოდი გაიხსენა. მოგეხსენებათ, ინგლისის ნაკრების მოთამაშემ 2017/18 წლების სეზონი იჯარის წესით არნემელთა რიგებში გაატარა.

მეისონმა გურამ კაშიაზე ისაუბრა. მაუნტის თქმით, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მისი კარიერის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა:

"კაპიტანი გურამ კაშია კარიერის დასაწყისში ძალიან დამეხმარა. ის ერთი-ერთზე მელაპარაკებოდა, რათა ჩემთვის თავდაჯერებულობა მოეცა. იმ დროს ეს ახალგაზრდა ფეხბურთელს ძალიან გჭირდება. როცა უფროსი, გამოცდილი მოთამაშე გელაპარაკება და რჩევებს გაძლევს იმაზე, თუ რა შეგიძლია გააკეთო მოედანზე" - განაცხადა მაუნტმა.

წყარო: Geo Team
მკითხველის კომენტარები / 15 /
ვინმემ შუქი აანთეთ... ძაააალიან ბნელა, უკიდეგანოდ... კაშიაზე რო ვინმეს ენა მოუბრუნდება აუგის სათქმელად... მსგავსი სპორტსმენი და მსგავსი ლიდერი ნაკრებს არ ყოლია და თუ ეყოლება საკითხავია კიდე... დაცვაში რა გვეშველება კაშო რო წავა არ ვიცი :-/ დანარჩენ მცველებთან პატივისცემის მიუხედავად
რა მაფიაა?
01:29 18-11-2022
3
კაშია მე დადებითი პიროვნება მგონია და თქვენ ყველას გაბიაბრუება შეგიძლიათ, რადგან ენას ძვალი არა აქვს და ზოგიერთს შუბლზე ძარღვი.
Status quo
18:56 17-11-2022
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული