"ასაფეთქებლად მზადაა" - ხვიჩას აგენტი ძაკარდო კიდევ ერთი ქართველი ტალანტის ტრანსფერს აანონსებს

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" გადასვლაში შუამავალმა, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონმა კრისტიან ძაკარდომ, Tuttomercatoweb-თან ინტერვიუში მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა და, ფაქტობრივად, კიდევ ერთი ქართველის ტრანსფერზე მიანიშნა, თუმცა მისი ვინაობა არ გაამხილა.

- კვარაცხელიას შემდეგ, რომლის შუამავალი მოლაპარაკებებში იყავით და "ნაპოლიში" გადავიდა, არის თუ არა სხვა ქართველი ტალანტი, რომელიც "ასაფეთქებლად" მზადაა?

- დიახ, შემტევია, 2003 წელს დაბადებული. ის ძალიან საინტერესო ფეხბურთელია.

- ვინ არის?
- სახელს მოგვიანებით დავასახელებთ, ამის შესახებ გაიგებთ.

ძაკარდოს ნათქვამი Areanapoli-მაც დაადასტურა.

ადრე მან განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრების თამაში ნახა, ეს
ქვეყანა როგორც საფეხბურთო, ასევე სხვა მიმართულებებითაც ძალიან ვითარდება და არ გაუკვირდება, თუ სერია A-ში კიდევ რამდენიმე ქართველს იხილავენ.


მკითხველის კომენტარები / 34 /
გიორგი კვერნაძე
ლშა
30 ნოემბერი 2022 13:13
0
Ჩაკვეტაძეზე დიდი ტალანტი კვარაცხელიას შემდეგ არ გვყავს
lasha
30 ნოემბერი 2022 00:44
2
ეეჰ, თავდაუზოგავი შრომის გარეშე დიდი მომავალი ძნელია.
გიორგი
30 ნოემბერი 2022 02:40
0
ბუბა დაუშვილზეა საუბარი! ^^
ძიაძ ნუკრი
29 ნოემბერი 2022 18:39
9
Kvernadze tu aris sasiamovno surprizia da sad midis napolishi?
Givi
29 ნოემბერი 2022 18:14
0
იტალიურ სპორტ ფეიჯებზე კომენტარებში ბევრი წერს და გაგიკვირდებათ და საუბარია თელავის 19 წლის ვინგერ გიორგი კვერნაძეზე. წარმატებები მას.
Charley
29 ნოემბერი 2022 17:13
0
კვერნაძე ძალიან ნიჭიერი ბიჭია, ფიზიკური მონაცემები, ტექნიკა , ინტელექტი - ყველაფერი აქვეს. ცოტა თუ გაუმართლა დიდ ფეხბურთს ითამაშებს.
არტ
30 ნოემბერი 2022 13:34
0
ვაა ვნახე ამ ბიჭის მომენტები და სულაც აღარ მიკვირს, რაღაცით კვარას მაგონებს
papai
29 ნოემბერი 2022 17:58
0
ყველა გამოხმაურება
წარმატებები ხვიჩას და საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
29 ნოემბერი 2022 16:17
0
ჩვენ პოლიტიკოსებს ვკითხოთ ვინაა იტალიაში თამაშის 2003წ დაბადებული კანდიდატი - მათ ხომ ყველაფერი იციან!
პლეხანოვზე გაზრდილი
29 ნოემბერი 2022 14:27
7
იმედია ჩაკვეტაძეზე საუბრობს
endi
29 ნოემბერი 2022 13:55
31
ჩაკვეტაძე უკვე აღარაა ახალგაზრდა ფეხბურთელი, მითუმეტეს 19წლის
დავით 67
30 ნოემბერი 2022 05:08
0
გელა ნუგზარაშვილი მიყავთ კასპის არარატიდან. მხეცია, მხეცი!
კუჭკუჭი
29 ნოემბერი 2022 13:33
16
ალბათ გაგნიძე, კარგია იმ ჭაობს თუ მოაშორებენ.
.
29 ნოემბერი 2022 13:10
11
დისლაიქს ის ხალხი მიწერს, ვინც ფიქრობს, რომ რუსეთი ჭაობი არაა. წარმატებები ურალებში და ციმბირებში :დ
.
29 ნოემბერი 2022 21:20
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული