"ასაფეთქებლად მზადაა" - ხვიჩას აგენტი ძაკარდო კიდევ ერთი ქართველი ტალანტის ტრანსფერს აანონსებს

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" გადასვლაში შუამავალმა, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონმა კრისტიან ძაკარდომ, Tuttomercatoweb-თან ინტერვიუში მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა და, ფაქტობრივად, კიდევ ერთი ქართველის ტრანსფერზე მიანიშნა, თუმცა მისი ვინაობა არ გაამხილა.

- კვარაცხელიას შემდეგ, რომლის შუამავალი მოლაპარაკებებში იყავით და "ნაპოლიში" გადავიდა, არის თუ არა სხვა ქართველი ტალანტი, რომელიც "ასაფეთქებლად" მზადაა?

- დიახ, შემტევია, 2003 წელს დაბადებული. ის ძალიან საინტერესო ფეხბურთელია.

- ვინ არის?
- სახელს მოგვიანებით დავასახელებთ, ამის შესახებ გაიგებთ.

ძაკარდოს ნათქვამი Areanapoli-მაც დაადასტურა.

ადრე მან განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრების თამაში ნახა, ეს
ქვეყანა როგორც საფეხბურთო, ასევე სხვა მიმართულებებითაც ძალიან ვითარდება და არ გაუკვირდება, თუ სერია A-ში კიდევ რამდენიმე ქართველს იხილავენ.


მკითხველის კომენტარები / 34 /
იტალიურ სპორტ ფეიჯებზე კომენტარებში ბევრი წერს და გაგიკვირდებათ და საუბარია თელავის 19 წლის ვინგერ გიორგი კვერნაძეზე. წარმატებები მას.
Charley
29 ნოემბერი 2022 17:13
0
ვაა ვნახე ამ ბიჭის მომენტები და სულაც აღარ მიკვირს, რაღაცით კვარას მაგონებს
papai
29 ნოემბერი 2022 17:58
0
კვერნაძეზე ვიფიქრე. ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა უკრაინასთან თამაშში.
გიორგი
29 ნოემბერი 2022 17:47
0
ყველა გამოხმაურება
ღრუსეთს რა
ZONDER
29 ნოემბერი 2022 06:46
11
გელა ნუგზარაშვილი მიყავთ კასპის არარატიდან. მხეცია, მხეცი!
კუჭკუჭი
29 ნოემბერი 2022 13:33
16
გიორგი კვერნაძე რატომ არა?
შემტევი, 2003 ში დაბადებული
giabar
29 ნოემბერი 2022 11:48
0
არიქა! მამუკა ჯუღელს დაუძახეთ, ევროპაში დაღუპვას გადაარჩინოს, ტკბილ რუსეთში ჩაათრიოს... სლუწკების და იურა სიომინების ხელში ჩააგდოს, რუსების გარდა ხო არავის ვუნდივართ, ქონდეს კაი ხელფასი იცხოვროს ტკბილად რუსეთში იქეიფოს რამე იქით აქეთ ჰაი ჰუი და ეგ არი რა
Gruzin
29 ნოემბერი 2022 06:41
54
რა გა....კეთ ამ ჯუღელს. 21 წლის ბიჭი წაიყვანა ნაპოლიში. რა უნდა ექნა, 16 წლის რო იყო რეალში უნდა მიეყვანა? მესმის რომ მაქსიმალისტები ვართ, მაგრამ რეალურად ხომ უნდა ვიაზროვნოთ? ჩემი აზრით,მშვენივრად იმუშავა როგორც აგენტმა. უცხოელი რო ყოფილიყო ჯუღელი, დარწმუნებული ვარ იტყოდა ხალხი, ვაა საღოლ, ნახეე რა მაგარი გუნდი უშოვაო, მაგრამ ქართველი რადგან არის ხო უნდა ვაგინოთ, სხვანაირად არ შეგვიძლია.
ფეოლა
29 ნოემბერი 2022 11:14
5
ჩახდილი ხო არ დგახარ საზღვართან, რა დღეში ხარ.
ხვიჩა სწორედ რუსეთში გამოიჯეკა და სიომინი და სლუცკი მაღალი დონის მწვრთნელები არიან.

ზურაბ
29 ნოემბერი 2022 11:33
15
ყველა გამოხმაურება
წარმატებები ხვიჩას და საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
29 ნოემბერი 2022 16:17
0
გვარი ჯერ ვერ დაიმახსოვრა, ეტყობა ;)
ვვვ
29 ნოემბერი 2022 09:31
1
ალბათ გაგნიძე, კარგია იმ ჭაობს თუ მოაშორებენ.
.
29 ნოემბერი 2022 13:10
11
დისლაიქს ის ხალხი მიწერს, ვინც ფიქრობს, რომ რუსეთი ჭაობი არაა. წარმატებები ურალებში და ციმბირებში :დ
.
29 ნოემბერი 2022 21:20
1
დისლაიქის დამწერი აშკარად ქართველთმოძულეა!
ლაშა
29 ნოემბერი 2022 08:03
7
Kvernadze tu aris sasiamovno surprizia da sad midis napolishi?
Givi
29 ნოემბერი 2022 18:14
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული