ჰამშიკი: მე ამას "კვარასგან" არ ველოდი

AutoSharing Option
35 წლის სლოვაკი ნახევარმცველი მარეკ ჰამშიკი ამჟამად "ტრაბზონსპორის" ღირსებას იცავს, იქამდე კი 12 სეზონი "ნაპოლიში" თამაშობდა. ის თავის ყოფილ გუნდს თურქულ შეკრებაზე ეწვია და Pazzi di Fanta-ს შთაბეჭდილებები გაუზიარა. ჰამშიკმა არ დამალა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ გააკვირვა.

"წარმოუდგენელია, რომ სამი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი (კალიდუ კულიბალი, დრის მერტენსი და ლორენცო ინსინიე) ერთდროულად წავიდნენ. ამ მხრივ გულშემატკივრები გულნატკენნი დარჩებოდნენ, მაგრამ თუ სხვა მხრივ შევხედავთ, შესანიშნავი ფეხბურთელები მოვიდნენ - კიმი, "კვარა" და ოსიმენი.

მე "კვარასგან" ამას არ ველოდი. ვფიქრობ, ყველა გააკვირვა: მისი დრიბლინგი გასაოცარია".

მკითხველის კომენტარები / 10 /
რას ელოლოავებით ამ სოსოს (რა სახელს აფუჭებს)
სოსო
16 დეკემბერი 2022 19:48
0
სოსო გენაცვალე, ალბად ასაკით პატარა ხარ, და კომუნისტი ფეხბურთელი, რა არის არ გეცოდინება. შენ მოყოლითაც არ იცი ვინ იყვნენ მაშინ ჩვენი მართლაც საამაყო ბიჭები. ისე თუ გაგიგია ევროპის ნაკრებში, რომელ ქართველ ფეხბურთელს აქვს ნათამაშები, მე გეტყვი, დავით ყ ი ფ ი ა ნ ი! იმედია გაგონილი მაინც გაქვს. მეტი რა გითხრა, არ ვიცი. ხვიჩა ჩვენი მარგალიტია, რომელმაც რწმენა დამიბრუნა, რწმენა იმის, რომ ვინც არ უნდა იყოს ჩვენი მეტოქე, არ შევრცხვებით. მაშინ კი, მაშინ შეიძლება ფიზიკაში ზოგი გვჯობდა, მაგრამ ტექნიკით, პირდაღებულებს ვტოვებდით, თითქმის ყველას, ამიტომაც შეგვარქვეს "საბჭოთა ბრაზილიელები". არ ვიცი ამ კომენტარს შენ წაიკითხავ, თუ არა, მაგრამ იცოდე, როცა ადამიანი თავის წარსულს დასცინის და აქილიკებს, იმას მომავალიც არ ეღირსება.
დიდება საქართველოს საამაყო შვილებს!
ლევანი
15 დეკემბერი 2022 21:05
1
რა გითხრა ლევან,ჩემი სტუდენტობის წლები,დინამოს ზეობის წლებს დაემთხვა და არც ერთ თამაშს არ ვტოვებდი.ასე რომ საკუთარი თვალით მაქვს ნანახი მათი ოსტატობა და სრულიად გეთანხმები.ყიფიანის გარდა,მიხეილ მესხიც მიიწვიეს ფეხბურთის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ მატჩში სათამაშოდ,მსოფლიოს ნაკრების შემადგენლობაში,მაგრამ სსრკ ფეხბურთის ფედერაციამ მიშას მიწვევა დაუმალა და იქ შეატყობინა,მესხი ფორმაში არ არისო.რამაზ შენგელია,ევროპის საუკეთესო ფეხბურთელებში,მეხუთე (შესაძლოა მეექვსე,მაგრამ უფრო ასე უნდა იყოს) ადგილზე დაასახელეს.არგენტინის საფეხბურთო სამყარო კი,სლავა მეტრეველს და მიხეილ მესხს,მსოფლიოს საუკეთესო ფრთებად მოიხსენიებდა,სსრკ ნაკრების ტურნეს შემდეგ.ეს ყველაფერი შენ ჩემზე კარგად გეცოდინება და უბრალოდ იმიტომ დავწერე,რომ შენი პოსტი,ინფორმაციით შემევსო,ჩემი ალბათ მართლაც ძალიან ახალგაზრდა სეხნიასათვის.
სოსო
16 დეკემბერი 2022 19:42
0
სოსო, ესეთი დასკვნების გაკეთებას მეტი ინტელექტი ,ცოდნა და პასუხისმგებლობა სჭირდება...
ვახო
15 დეკემბერი 2022 18:22
1
ხვიჩას მსგავსი ფეხბურთელი გინახავს საერთოდ?მაგრამ გასაგებია კომუნისტები მსგავსი რეაგირებით გამოირჩევით
ვახო-ს
15 დეკემბერი 2022 19:11
8
ყველა დროის საქართველოს ყველაზე საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა.ულევი წარმატებები ხვიჩას.იყვნენ ვიღაცეებიც ავტოგოლა ჯალაძე,ქინქლაძე და სხვებიც მაგრამ ხვიჩასთან ახლოს ვერავინ ვერ მივა..კომუნისტ ფეხბურთელებს არც კი ვადარებ,ისინი ვაჭრობდნენ მხოლოდ..
სოსო
15 დეკემბერი 2022 16:56
23
Სისულელეს წერ სოსო, ნუთუ არასდროს არ გსმენია არაფერი ქართთელ ლეგენდებზე, სირცხვილია ასეთი უცოდინარობა, მაშინ როდესაც ფეხბურთზე კომენტარს აკეთებ
Ნინო
16 დეკემბერი 2022 23:12
0
სეხნი,შენ რომ არ გინახავს,ეგ იმას ნიშნავს,რომ არც ყოფილან?მოძებნე ინტერნეტში და ნახე,ფეინოორდთან ნათამაშები თამაშები,იქნებ დარწმუნდე,რომ მანდარინით არ არის ნაყიდი.ტალახის სროლა იოლია,მაგრამ ყველაზე ბინძური,საბოლოოდ თვითონ რჩები.მხოლოდ ფლანგზე,გაიოზ ჯეჯელავა გაგიგია?ცხონებული მამაჩემისაგან ვიცი,ერთ კვადრატულ მეტრში,სამ კაცს ატყუებდა,ბურთს ვერ ართმევდნენო.მიშა მესხს,მთელი სტადიონი ტრიბუნიდან ტრიბუნაზე დასდევდა და მსოფლიოს ნაკრებში სათამაშოდ მიიწვიეს,არგენტინაში კი,მას და მეტრეველს,მაისურები შემოახიეს,გულშემატკივრებმა და მსოფლიოს საუკეთესო ფრთებად აღიარეს,ორივე ქართველი ფეხბურთელი.ვოვა გუცაევი უკვე მე თვითონ მინახია და ყველა გადამწყვეტ თამაშში,გოლი აქვს გატანილი,მიუხედავად მის მიმართ საშინელი მტვრევა ნგრევისა(3 წელზე მეტი აქვს გატარებული საავადმყოფოში,კარიერის მანძილზე).რეალის,აიაქსის და ბაიერნის გუნდებთან ჭიდილში,სადაც ყიფიანს ფეხი მოსტეხეს,მადრიდელებმა და გერმანელები მოედნიდან გაექცნენ ქართველებს,ეგეც ქრთამით იყო?ძალიან ცოტა იცი,რომ ასე ხელაღებით ილაპარაკო,რაიმეზე.დაახლოებით 200 მანეთი ჰქონდათ ხელფასი,ამ ფეხბურთელებს და ამარცხებდნენ გუნდებს,ვისი ხელფასებიც,მილიონებში ითვლებოდა.რა ვაჭრობაზე ლაპარაკობ?!ვერც ქვეყნიდან წავიდოდნენ,რადგან მთელ ოჯახს დაუქცევდათ მთავრობა და მხოლოდ ხალხის სიყვარულისათვის მებრძოლ ბიჭებს,ვაჭრუკანებს ეძახი?სირცხვილია!
სოსო
16 დეკემბერი 2022 20:08
0
ყველა გამოხმაურება
მარეკ როცა შვებულებით სლოვაკიაში დაბრუნდები იქ მეორე ქართველი საოცრება ჩაკვე დაგხვდება!
პლეხანოვზე გაზრდილი
15 დეკემბერი 2022 14:46
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული