"ხვიჩა, როგორ გაზრდილხარ! მისმინე..." - კვარაცხელიასა და სიომინს შორის ნეაპოლში თბილი შეხვედრა შედგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჟურნალისტი ნობელ არუსტამიანი იური სიომინთან ერთად იტალიაში იმყოფებოდა, სადაც ისინი ხვიჩა კვარაცხელიასა და ალექსეი მირანჩუკს შეხვდნენ.

როგორც იცით, სიომინი ქართველს მოსკოვის "ლოკომოტივში" ავარჯიშებდა. ის "კვარაზე" ყოველთვის დადებითად და თბილად საუბრობს. მათი შეხვედრაც იტალიაში ორივე მხარისთვის ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა.

"ხვიჩა, როგორ გაზრდილხარ, გვიხარია შენ გამო და ვნერვიულობთ. მისმინე, შენ ძალიან გაზრდილხარ, რამდენი ხარ ახლა სიმაღლეში? 184 სანტიმეტრი? აშკარად გაიზარდე "ლოკომოტივიდან" წასვლის შემდეგ.

ჩემთან ყველაფერი კარგადაა, გვიხარია შენ გამო და ვნერვიულობთ. ბევრი ადამიანია, რომლებიც შენ გამო ნერვიულობენ. შენ ძალიან კარგი კვალი დატოვე
რუსეთის პრემიერლიგასა და "ლოკომოტივში" და არ დასწიო საკუთარი თავისთვის წაყენებული მოთხოვნები.

შენ წინააღმდეგ წესების დარღვევაზე აღარ რეაგირებ, წამოდგები და თამაშობ ხოლმე. იტალიური როგორ ისწავლე? უკვე რუსულზე უკეთ საუბრობ? აუცილებლად ისწავლე. თქვენ კარგი გუნდი გყავთ და ძალიან კარგად თამაშობთ და იმ გუნდში მოხვდი, რომელიც შენთვის საუკეთესო იყო",  - უთხრა სიომინმა კვარაცხელიას. 

altხვიჩა 2028 წლამდე ნეაპოლელი ხდება - ახალ კონტრაქტზე ყველაფერი მოგვარდა...

მკითხველის კომენტარები / 38 /
ოკუპანტი ამერიკაა სლავა რასიიიიიიიიიიიიიიიი
maqsimum
19:46 27-12-2022
14
კარგი და ცუდი ყველგან არის, მაგრამ რუსის ადამიანობის მაინც არ მჯერა. უბრალოდ ზოგი ლაითი ოკუპანტია
irakli81
17:52 27-12-2022
21

სიახლეები პოპულარული