"ნაპოლის" პირველი მარცხი სერია A-ში - ხვიჩამ "ინტერთან" 76 წუთი ითამაშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-16 ტურში "ნაპოლი" "ინტერს" ესტუმრა. მატჩი "ნერაძურის" გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. "პარტენოპეის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 76 წუთი გაატარა.

პირველ ნახევარში ბურთს უფრო ხშირად "ნაპოლი" ფლობდა. ხვიჩა კვარაცხელიამ მარცხენა ფრთიდან რამდენჯერმე გამწვავება სცადა, მაგრამ სიმონე ინძაგის გუნდი ქართველს ყურადღებით მეურვეობდა. უნდა აღინიშნოს, რომ "კვარას" წინააღმდეგ "ნერაძურის" მცველებმა არაერთხელ იუხეშეს.

გოლის გატანის რეალური შანსი მატეო დარმიანს მიეცა, "ინტერის" გამოცდილი მცველი მერეტთან პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა გატანა ვერ შეძლო.

მეორე ტაიმში "ნერაძური" კიდევ უფრო გააქტიურდა. 56-ე წუთზე ფედერიკო დიმარკოს ზუსტი ჩაწოდების შემდეგ
ედინ ჯეკომ მატჩის ანგარიში გახსნა. "პარტენოპეიმ" მეტოქის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო. 61-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ მილან შკრინიარი ეფექტური მოძრაობით ჩამოიშორა და ბურთი კარში დაარტყა, თუმცა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. სპალეტიმ ქართველი ფეხბურთელი 76-ე წუთზე შეცვალა და მის ნაცვლად თამაშში ელიფ ელმასი ჩაერთო.

"ნაპოლი" გათამაშებას 41 ქულით ლიდერობს. ნეაპოლელები უახლოეს მდევარ "მილანს" 5 ქულით უსწრებენ. სპალეტის გუნდი მომდევნო ტურის მატჩს 8 იანვარს სტუმრად "სამპდორიას" წინააღმდეგ გამართავს.

"ინტერი" 33 ქულით ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს. "ნერაძური" 7 იანვარს "მონცას" ესტუმრება.

მილანი. "სან სირო"

ინტერი - ნაპოლი 1:0

გოლი: 1:0 ჯეკო (56)

alt"ნაპოლისა" და "ინტერის" პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა

მკითხველის კომენტარები / 77 /
შესვლებს არ აკეთებდა , თითქოს შეზღუდული აქვს უფლებები. როცა ცადა გაამწვავა კიდევაც. რაღაც მონდომება აკლდა. ეტყობა ბევრი საცივი და ჩურჩხელა ჭამა, შენელებული კადრივით იყო. იმედი მაქვს ძალას არ დაიშურებს ხვიჩა და ერს გულს არ ჩაუკლავს. ერთი იმედი ეგ ჰყავს ქვეყანას. მიდი კვარა ძველებურად შეუბერე დრიბლინგები, მარტო უკან პასი შენი საქმე არ არის
kaxa
05 იანვარი 2023 02:23
10
ასეთ სისულელეებს საიდან იგონებთ. კუნთის მასა აქვს მომატებული, რა საცივი.
ამ ერთ და იგივე კომენტარებს აკოპირებთ სადმედან თუ ყველა ერთნაირად რობოტებივით აზროვნებთ?
!!
05 იანვარი 2023 02:44
1
ამ საიტზეც დაიწერა,გიჟივით ვარჯიშობსო და საცივის ჭამა,ვარჯიშში ეთვლება?ბიჭს ხერხემლის ტრავმა ჰქონდა,სანამ ბოლომდე არ განიკურნებოდა,მისი დატვირთვა არც შეიძლება.რაც ვარჯიში დაიწყო,ბუნებრივია რომ ფორმის აღდგენა ვერ მოასწრო.სათამაშო პრაქტიკა აკლია,თანაც საწყის წუთებში,სამჯერ ისე ზეუხეშად ეთამაშნენ და მილანში დაბადებულ გაზრდილმა მსაჯმა გაუტარა,რომ მეგონა,შესაცვლელი გახდებოდა.სამი მცველი მასზე ეკიდა,მაგრამ ნახევარდაცვის ცენტრიც ჩავარდნილი იყო და მარჯვენა ფლანგიც არ აქტიურობდა.სწორედ მათ უნდა ეაქტიურათ და გამოეყენებინათ შედარებით მეტი თავისუფალი სივრცე.ნაპოლი ვერ მოძრაობდა,ცენტრიც წააგეს და არც ოლივერა ეხმარებოდა ხვიჩას სივრცის გათავისუფლებაში.ხვიჩა ორ-სამჯერ შემოვიდა ცენტრისაკენ და ყოველ შემოსვლაზე,მისმარჯვენა ფეხთან რომ აღმოჩნდებოდა ბურთი,მასზე უკვე მცველი იყო გამოსული და დარტყმის არეს უბლოკავდა.დასარტყმელ პოზიციაში კი,არავინ ეხსნებოდა.ინტერი ფიზიკურად სასწაულად იყო მომზადებული და უმოძრაო ნაპოლი,გადაყლაპა.მსაჯს რომ წესიერად ემსაჯა,სულ ცოტა ორჯერ გააყვითლებდა ხვიჩას მცველებს და მასაც გაუადვილდებოდა თამაში,მაგრამ მსაჯმა ყველაფრის ნება მისცა ინტერს და როცა ყველა და ყველაფერი შენ წინააღმდეგაა,ფორმაში ჯერ არ შესული ხვიჩა,ვერაფერს იზავდა.ელემენტარულია,როცა სამი კაცი ერთ კაცზეა მიმაგრებული და გუნდი ამას ვერ იყენებს,ეს იმ ერთი კაცის კი არა,დანარჩენი გუნდის ბრალია.
სოსო
05 იანვარი 2023 23:08
0
სიმულაციებს უნდა დაანებოს თავი. გასაგებია ურტყავენ ფეხებში მაგრამ ზედმეტად აფორმებს. ამ თამაშში თითქოს მონდომება აკლდა და შეშინებული თამაშობდა. ამოსაქაჩი აქვს მაგარი. თავის თავზე როგორც იცის უნდა იმუშავოს მაგრად. ჯილკა აკლდა ჟილკააააააააააა
gori
05 იანვარი 2023 02:19
12
ნაპოლი ძალიან ცუდ ფორმაშია, ინტერის ყველა შეტევა ნაპოლის მცველების შეცდომა იყო, ბურთი ვერ ამოიტანეს, ანგისა რას თამაშობს თვითონ არ იცის, ცენტრი დაკარგეს. ეს ინძაგი მოურინიოს ასლია უკეთესი ფეხბურთელებით, მსაჯი ინტერს რომ ეხმარებოდა მემგონი მარტო მე არ დამინახავს, ხვიჩაც ბოლომდე ვერაა თავის ფორმაში, მაგრამ როგორც სეზონის დასაწყისში აქაც პასს არ აძლევენ როცა სჭიროა, სპალეტის ის მაკვირვებს რომ ხვიჩა შეცვალა, ვისაც რაღაცის გაკეთება შეუძლია. ეს პოლიტანო საერთოდ გუნდიდან გასაგდებია ხელების შლის მეტს არაფერს აკეთებს. ვნახოთ ნაპოლი რას იზამს, ფაქტი ერთია ხვიჩას უკეთეს კოლექტივში გადასვლას ვუსურვებ სადაც გუნდელები უფრო დააფასებენ.
დათო
05 იანვარი 2023 01:58
5
ამქვეყანას არასოდეს ეშველება ასეთი შურიანი ხალხით,აგერ აჰაა ნათელი მაგალითი და სიმართლე იმისა თუ რატომაა ქვეყანა წუმპეში.იმიტომ რომ ასეთი ღრძო,შურიანი, ბოღმიანი ადამიანებითაა სავსე და მაგიტომ არ უწერია სიკეთე ძალიან დიდი ხანი.
I
05 იანვარი 2023 13:09
3
სანამ კვარაცხელია გართობით დროისტარებით და ქეიფით იქნება გართული მსგავსი შედეგები ექნება სულ..ვარჯიშისთვის სად ცალია საფრანგეთში უნდა ატაროს ვიღაც გოგო და გაერთოს.შედეგმაც არ დააყოვნა საშინელება იყო დღეს.სრულ გაურკვევლობაში იყო
ჯანი ინფანტინო
05 იანვარი 2023 02:23
22
პირველი წრის ორივე საოცრება ჩემთვის ნაპოლიში: კვარა და ზამბო ანგისა, ორივე იყო უსუსტესი დღეს და ძირითადად მაგ ორი კაცის ცუდი თამაში იყო რამაც ინტერის უპირატესობა განაპირობა
უვიცი
05 იანვარი 2023 02:03
14
დაღუპავს ის ვიღაცა უეჭველი.ვარჯიში და დასვენება წინსვლისვლისთვის აუცილებელი,ეტყობა ამის საშუალებას არ აძლევს.გართობა და მოგზაურობა დღის წესრიგი კვარაცხელიასი
sosi
05 იანვარი 2023 02:54
31
ხვიჩა არა კვახი ერთი ფინტი იცის მარტო,სწორ ადგილას დაახატა ანანია გაჩეჩილაძემ!!
რეალისტი
05 იანვარი 2023 02:48
50
რეალისტი კი არა ლიბერალისტი ხარ!!!
05 იანვარი 2023 03:13
7
ესეთი უჯიგრო ხვიჩას თამაში მე არ მახსოვს, რა დაემართა , წონაში ხომ არ მოიმატა ახალ წელს ?????????
???????????????
05 იანვარი 2023 02:25
13
ნახუი სკამზე, ელმასი შამააგდე სპალეტ
კვარავაჯო
05 იანვარი 2023 01:59
32

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული