"სად გაქრა კვარაცხელია?" - იტალიელი ქომაგები ხვიჩას აკრიტიკებენ

AutoSharing Option
სერია A-ს მე-16 ტურში "ინტერმა" "ნაპოლის" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.

"პარტენოპეის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ ნეაპოლური კარიერის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მატჩი ჩაატარა, შემტევმა დრიბლინგი მხოლოდ ერთხელ შეასრულა და 14 ორთაბრძოლიდან მხოლოდ 3-ჯერ იმარჯვა, რის გამოც სპალეტიმ "კვარა" 76-ე წუთზე შეცვალა.

"ტვიტერზე" იტალიელმა გულშემატკივრებმა ხვიჩას თამაში გააკრიტიკეს. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:

"სად გაქრა კვარაცხელია?";

"ხვიჩა საკუთარი თავის აჩრდილს ჰგავდა";

"ელმასი ძირითადში, კვარაცხელია სკამზე";

"ლეაო გაცილებით ძლიერი ფეხბურთელია, ვიდრე კვარაცხელია";

"კომენტატორი მის გვარს ხმადაბლა აცხადებდა თუ მე არ მესმოდა?";

"ხვიჩას "ინტერის" წინააღმდეგ არაფერი
გამოუვიდა".

"ნაპოლი" გათამაშებას 41 ქულით ლიდერობს. ნეაპოლელები უახლოეს მდევარს, "მილანს", 5 ქულით უსწრებენ. სპალეტის გუნდი მომდევნო ტურის მატჩს 8 იანვარს სტუმრად "სამპდორიას" წინააღმდეგ გამართავს.

alt"ნაპოლის" პირველი მარცხი სერია A-ში - ხვიჩამ "ინტერთან" 76 წუთი ითამაშა

alt"ნაპოლისა" და "ინტერის" პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა

მკითხველის კომენტარები / 56 /
Chamofriddit cidan... chven vlaparakobt momaval varskvlavze. Kvara jer im asakshia rom magalitebi aqedan unda aigos. Gaaanalizos da swori daskvnebi gamoitanos. Mebrdzoli bijia da mjera misi.
Mamuka
11:29 08-01-2023
0
ჯერ ერთი..ნებისმიერ დიდ ფეხბურთეკს აქვს ჩავარდნა თამაშის..ან სულაც სეზონის..ტრავმა.პლუს ცოტა გადაიღალა და მოილხინა..ეს იტალიელები კიდე ზოგი ქართველივითა..ფეხი გადაგიბრუნნდება და მორჩა..ძირს დაგანარცხებს..კვარა ქართული ფეხბურთის მომავალია..სხვებთამ ერთად..
კიეზა
01:02 06-01-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული