"ქართველმა პირობა ვერ შეასრულა" - "ნაპოლის" ქომაგებმა "კვარა" და სპალეტი არ დაინდეს

AutoSharing Option
სერია A-ს მე-16 ტურში "ნაპოლი" "ინტერს" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. მატჩის შემდეგ ნეაპოლელმა გულშემატკივრებმა ჟურნალისტებთან საუბარში მარცხის მიზეზებზე ისაუბრეს და კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას უღიმღამო მატჩზეც გააკეთეს:

"ამ მარცხში დამნაშავე რაჰმანი სულაც არაა, თითის მისკენ გაშვერა უსამართლობა იქნება. სინამდვილეში მარცხის მთავარი მიზეზი სპალეტია. კვარაცხელია და ლობოტკა ყველაზე ცუდად გამოიყურებოდნენ. ხვიჩამ განაცხადა, რომ თავის თამაშში სიახლეს შეიტანდა, რათა მეტოქეებს მისი შეჩერება ვერ მოეხერხებინათ, მაგრამ "ინტერთან" ეს ვერ ვიხილეთ, მას არაფერი გაუკეთებია", - განაცხადა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა.

"ნაპოლი" გათამაშებას 41 ქულით ლიდერობს, ნეაპოლელები უახლოეს
მდევარს, "მილანს", 5 ქულით უსწრებენ. სპალეტის გუნდი მომდევნო ტურის მატჩს 8 იანვარს სტუმრად "სამპდორიას" წინააღმდეგ გამართავს.


alt"ნაპოლის" ქომაგები "ინტერთან" მარცხით ბედნიერი არიან - საოცარი დამთხვევა 36 წლის შემდეგ

alt"მისი წყალობით, ლობოტკა და ოსიმენი შევაჩერეთ" - ინძაგი "ნაპოლისთან" გამარჯვების შემდეგ

alt"ხარისხი დაგვაკლდა, რამდენიმე მოთამაშით უკმაყოფილო ვარ" - სპალეტი მატჩის შემდეგ

alt"სად გაქრა კვარაცხელია?" - იტალიელი ქომაგები ხვიჩას აკრიტიკებენ

მკითხველის კომენტარები / 17 /
მართალი თქვეს ვერაფერს იტყვი , მარა მაგარი ძაღლი გუნდია ინტერი,სულ ესე გამართლებით და ნახევარ მომენტებით იგებს
ფეხბურთის ფანი
05 იანვარი 2023 21:01
1
არ შეიძლება "მხეცის" გალიაში დამწყვდევა, სპალეტიმ მეტი თავისუფლება უნდა მისცეს მას, ეს არის მისი "ფიშკა"!!!!!
მონადირე!
06 იანვარი 2023 11:28
3
ეს ფეხბურთი არ იყო,ვირივით წიხლებს იქნევდნენ..ბურთითა და უბურთოდაც...
ალეკო
05 იანვარი 2023 20:13
0
რა გაუტრაკეს საქმე, ინტერია თან გასვლითი თამაშია, ყველა თამაშს მესი ვერ ატარებს მაღალ დონეზე ბოლობოლო. მოინდომეს ეგრევე წაუგებლად ჩემპიონობა.ინტერი, მილანი, იუვე, ხელწამოსაკრავი გუნდები არაა, გაუჭირდებათ ჩემპიონობა.
დავითი
06 იანვარი 2023 08:06
0
ეს ფეხბურთი არ იყო,ვირივით წიხლებს იქნევდნენ..ბურთითა და უბურთოდაც...
ალეკო
05 იანვარი 2023 20:12
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული