"იაგო ძალიან განერვიულებული იყო" - გატუზომ ახსნა, რატომ შეცვალა მამარდაშვილი 77-ე წუთზე

AutoSharing Option
ესპანეთის თასის 1/16-ფინალში "ვალენსიამ" გასვლაზე "ლა ნუსია" 3:0 დაამარცხა.

"ღამურების" მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ, მოულოდნელად, 77-ე წუთზე ქართველ მეკარე გიორგი მამარდაშვილის ნაცვლად ვეტერანი იაგო ერენინი ჩართო თამაშში, მატჩის შემდეგ კი თავისი გადაწყვეტილება ასე ახსნა:

"იაგო ძალიან განერვიულებული იყო და თამაში სურდა. მას პატივს ვცემ, რადგან თავის გამოჩენა უნდოდა და იმ მომენტში ძალიან გაბრაზებული იყო...

ძალიან ვწუხვარ ერერინის გამო, რადგან ის გამუდმებით ბევრს ვარჯიშობს.

ასევე ვწუხვარ კრისტიან რივეროს გამო, რომელიც სათადარიგო სკამზე არ იჯდა, მაგრამ გადაწყვეტილებების მიღება მიწევს და ამ შემთხვევაში
ჩემი არჩევანი ეს იყო", - უთხრა გატუზომ Marca-ს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
კაი ჯენარო ახლა, შენ თუ მაგაზე იფიქრე, იაგოს რა უნდა ან ოტელოს და დეზდემონას ასე შორს ვერ გაფრინდები.DDD
ეეე
14:27 05-01-2023
2
ხუანმე დომენეკი დაიკიდე?DDD
ტტტ
22:13 05-01-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული