გიორგი კოხრეიძემ "გრენობლთან" კონტრაქტი გაწყვიტა

AutoSharing Option
24 წლის შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი კოხრეიძემ საფრანგეთის ლიგა 2-ის "გრენობლი" დატოვა.

მხარეებმა კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს, - ამის შესახებ კლუბი საიტით იტყობინება.

"გრენობლმა" ქართველი ყოველმხრივ დადებითად დაახასიათა, აღნიშნა, რომ ტრავმების გამო ყველა ტურნირზე მხოლოდ 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა და წარმატებები უსურვა.

კოხრეიძე "გრენობლში" 2021 წლის ზაფხულში "საბურთალოდან" გადავიდა და სამწლიანი ხელშეკრულება გაუფორმეს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მარტო ტრამვის ბრალი არ არის. ახალგაზრდა, მით უმეტეს ნიჭიერ ფეხბურთელს ჭირდება სწორი შეფასებები. მან უნდა იცოდეს, რომ კარგის გარდა აქვს ნაკლოვანებებიც. მან უნდა აუხსნან როგორ გამოასწოროს ეს. მხოლოდ ქება დიდება, მხოლოდ განწყობებზე და ემოციებზე აგებულ აღზრდას მოყვება იმდგაცრუება და ხელების ჩამოშვება. ფეხბურთელი მორალურადაც მზად უნდა იყოს სათამაშოდ. თუ მწვრთნელი ვერ აკეთებს ამას, ჩვენც უნდა ავუხსნათ, თუ საჭიროა გავაკრიტიკოთ. თავიდანვე ეტყობოდა, რომ კარგ დრიბლინგთან და ბურთის გრძნობასთან ერთად, მას არ ქონდა თანამედროვე ფეხბურთის ცოდნა. ის თანამედროვე ფეხბურთს არ თამაშობდა. მეტყვით კვარას მაგალითს? გიპასუხებთ, კვარა რუსეთში ბევრს არ უყვარდა, თუნდაც ლოკომოტივის ამბები გაიხსენეთ. აკრიტიკებდნენ. გაიხსენეთ, რუბინში ბურთს რომ დაკარგავდა, გუნდელები უსისინებდნენ, წადი და დაიბრუნე შენი დაკარგულიო. კვარას რომ ხელები ჩამოეშვა, არიქა ტრამვები მაქვსო, არიქა ამათ არ ვუყვარვარო, ხომ ვეღარ მივიღებდიღ დღევანდელ კვარადონას? ასე, რომ ტრამვების გარდა, მიზეზები სხვაგანც უნდა ვეძებოთ.
ეგრეა
11:58 07-01-2023
0
კიდევ ერთი ქარს გატანებული ნიჭი. მიიღო ტრამვა დაკომპლექსდა მორჩა.
roma
23:25 06-01-2023
4

სიახლეები პოპულარული