"ვალენსიას" გმირი ჯილდოს გარეშე დარჩა" - რას წერენ ესპანური გამოცემები "მამარდაზე"

AutoSharing Option
გუშინ, 11 იანვარს, ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში, მადრიდის "რეალი" "ვალენსიას" დაუპირისპირდა და თერთმეტმეტრიანების სერიაში 4:3 დაამარცხა.

"ღამურების" ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. "მამარდამ" არაერთი რთული ბურთი მოიგერია და ესპანურმა მედიამ მის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. გთავაზობთ მათ შეფასებებს:

"ვალენსიას" გმირი ჯილდოს გარეშე დარჩა. ქართველი ბრწყინვალედ გაისარჯა. მიუხედავად იმისა, რომ "ვალენსია" ფინალში ვერ გავიდა, "ღამურებმა" ტურნირი თავაწეულმა დატოვა. "მამარდამ" დაამტკიცა, რატომ იზრდება მისი ღირებულება ასე სწრაფად. 96-ე წუთზე ვინისიუსის დარტყმული მოიგერია და გუნდს შანსი შეუნარჩუნა, "მამარდამ" ბრაზილიელს ერთი
-ერთზე აჯობა" - Marca.

"ქართველმა შესანიშნავად ითამაშა. "რეალი" მთელი მატჩის განმავლობაში სახიფათოდ უტევდა, თუმცა "მამარდა" "ვალენსიას" გადასარჩენად მუდამ მზად იყო" - Superdeporte.

"კარის ხაზზე შესანიშნავია, თუმცა პრესინგის დროს ფეხით თამაში უჭირს. ქართველმა "ღამურები" გაშვებული გოლისგან არაერთხელ იხსნა" - Eldesmarque.

"მამარდაშვილი "ვალენსიას" მხსნელად მოევლინა. როგორც ძირითად, ასევე დამატებით დროშიც დამაჯერებლად გამოიყურებოდა. პენალტების სერიაში მოდრიჩის დარტყმულს შეეხო, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა" - AS.

ჯენარო გატუზოს გუნდი მორიგ მატჩს 18 იანვარს, ესპანეთის თასზე "სპორტინგის" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება.

altგატუზო: ვამაყობ გუნდით - მამარდაშვილმა 4 თუ 5 ძალიან რთული ბურთი მოიგერია

altმამარდაშვილი შესანიშნავი იყო - "ვალენსია" "რეალთან" პენალტების სერიაში დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
ვააჰ "მამარდა"?? უკეთესი იქნება თუ ამ ზედმეტ სახელებს არ დაარქმევთ. ინფანტილურია ეს ყველაფერი.
შეეშვით
22:53 12-01-2023
4
ყოჩაღ გიო ძალიან მაგრად იფრინი. მიხარია ასეთი მაგარი მეკარე რომ გვყავხარ. ვამაყობ შენით. ❤️
G.LA
19:29 12-01-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული