"იუვენტუსთან" მოგებულ მატჩში (5:1) "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა და ამას გარდა, პირველი გოლი მისი ნახევარმაკრატელა დარტყმის შემდეგ გავიდა, როდესაც ბურთი მეკარემ მოიგერია და დამატებაზე ოსიმენმა ყველას დაასწრო. Whoscored-მა ქართველის თამაში 9.8 ქულით შეაფასა, Sofascore-მ კი 9.1-ით. ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
სერია A-ს მიმდინარე ტურნირზე კვარაცხელია გოლი+პასის სისტემით (7+7) მეორე ადგილზეა და მხოლოდ თანაგუნდელ ვიქტორ ოსიმენს ჩამორჩება (12+3). ყველა ტურნირზე "კვარას" ანგარიშზე 20 მატჩში 9 გოლი, 10 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტია.
ასეთი სიამოვნებით,კაი ხანია ფეხბურთისათვის აღარ მიყურებია.მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი და მას შემდეგ უკევ ეს მოდის.ამათ გადაურბინეს,თორემ იუვეც კარგად თამაშობდა და ნეაპოლელებთან ერთად,კიეზას და განსაკუთრებით დი მარიას თამაშის ყურებაც ერთი სიამოვნება იყო ჩემთვის.რა თქმა უნდა სადაც ჩვენი თამაშობს,მათ გულვშემავტკივრობ,მაგრამ კარგ თამაშს,ყველას ვუფასებ და დი მარია,მართლაც შესანიშნავი იყო.წუხელ,თითქმის შემოდგომის ნაპოლი ვნახეთ და ცენტრალური მცველებიც რომ სრულიად გამოჯანმრთელდებიან,მაშინ უკვე ჩემპიონთა ლიგის ერთერთი ფავორიტის სახელსაც დაიბრუნებენ.ხვიჩაც დარწმუნებული ვარ,კიდევ მოუმატებს და ეს საკმაოდ შორსაა მისი მაქსიმუმისაგან.ამ გამარჯვებით ნაპოლიმ ყველას გასაგებად უთხრა "კონკურენტებს",ჩემპიონობაზე ოცნებას,სჯობია სხვა საქმე ნახოთ,სხვა რაიმეზე იოცნებოთო.