"მაშინ რამდენი ღირს კვარაცხელია?" - მუდრიკის ტრანსფერმა სლუცკი და რუსული მედია გააოგნა

AutoSharing Option
22 წლის შემტევი ნახევარმცველი მიხაილ მუდრიკი "ჩელსიმ" "შახტარისგან" 100 მილიონ ევროდ შეიძინა, რამაც ბევრი გააკვირვა, რადგან მას ფეხბურთის სამყაროში თითქმის არ იცნობენ. ტრანსფერის შესახებ "Коммент.Шоу"-ს "იუთუბის" არხზე "რუბინის" ყოფილმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ისაუბრა:

"100 მილიონი ევრო მოთამაშეში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე რამდენიმე მატჩში მიიღო მონაწილეობა - ეს საერთოდ როგორ? "ჩელსი" არ რის მომავლის გუნდი, ეს დღევანდელი დღის გუნდია. მომავლის ფეხბურთელი არ შეიძლება 100 მილიონი ღირდეს. ჩემი აზრით, მათ ფული აქვთ. კლუბის მფლობელებს უნდათ დაამტკიცონ, რომ წინამორბედებზე ნაკლებად ეფექტური არაფრით არ არიან.
ტრანსფერებში გამოცდილება არ აქვთ, ამიტომ ეს ქაოტურად მოჩანს, არაორგანიზებულად და შემთხვევითად. ვნახავთ, ამისგან რა გამოვა.

მუდრიკს გასაოცარი სისწრაფე აქვს, მაგრამ ასე მგონია, ეს მოთამაშეა, რომელიც ძალიან სწრაფად გარბის".

"ჩემპიონატმა" უკრაინელის თაობაზე სტატია გამოაქვეყნა სათაურით - "მაშინ რამდენი ღირს კვარაცხელია? მედიისა და გულშემატკივრების რეაქცია მუდრიკის "ჩელსიში" ტრანსფერზე".

შეგახსენებთ, კვარაცხელია "ნაპოლიმ" 10 მილიონად შეიძინა და მან ჩინებული ასპარეზობით ყველა გააოცა.

მკითხველის კომენტარები / 31 /
ზოგადად ძალიან გაბერილია სატრანსფერო ფასები ბევრ ფეღბურთელში გადაუხდიათ სასწაული ფასი მაგრამ ვერაფერი გაუკეთებიათ. ხვიჩას ტრანსფერში 10 მილიონი გადაიხადეს და ვხედავთ თუ რა მაგრად თამაშობს. მთავარი ის კი არ არის ნაპოლის რამდენ მილიონს შესთავაზებენ კვარაში მთავარია ხვიჩამ მაგრად ითამაშოს კიდევ მოუმატოს ავიდეს საფეხბურთო მწვერვალზე როგორც საკლუბო ისე სანაკრებოზე და მას ჰქონდეს შესაბამისი ხელფასი და დაფასება თორე ნაპოლი კვარას ტრანსფერში 50 100 თუ 200 მილიონს მიიღებს ეს არ არის მთავარი!!!
ნ.კ
17 იანვარი 2023 21:27
2
მეც მეტი მომეჩვენა 100 მილიონი “შახტარის” ფეხბურთელში. კი კარგი ფეხბურთელია მუდრიკი მაგრამ შახტარში და ჯერ ისიც მხოლოდ ლიგაზე. ჩემი აზრით მუდრიკისთვისაც შეცდომაა ჩელსიში გადასვლა. მინიმუმ 2-3 წელი ჩელსი ლიგაზე ვერ გავა და მგონია რომ არსენალში უნდა გადასულოყო თუნდაც უფრო ნაკლებად, რადგან მაგარ ფეხბურთს თამაშობს არსენალი და საჩემპიონატო გუნდია. რაც შეეხება ხვიჩასთან შედარებას ამ ეტაპზე რომ უადგილოა ეს ფაქტია, ხვიჩა უკვე ტოპ ლიგის ტოპ ფეხბურთელია და ევროპის ერთ ერთი თვალია. ასე რომ რა თქმა უნდა ხვიჩას არავინ გაყიდის 100 მილონში. ფასს კი ჯერ ვერავინ გამოვიცნობთ, რადგან ნუ დაგვავიწყდება ჩვენ ბიჭმა ჯერ არასრული ნახევარი სეზონი ითამაშა და სეზონის ბოლოს დიდი მნიშვნელობა ექნება რას მოიგებს ნაპოლი. ასე რომ თუ ნაპოლი მაქსიმუმს დადებს რისი შანსიც ააქვს, სერია A და ჩემპ. ლიგაც მაშინ ხვიჩას ფასი გეომეტრიულად გაიზრდება და ეს გაცილებით მეტი იქნება 100 მილონზე.
G.LA
17 იანვარი 2023 21:26
1
კვარას ფასს ზაფხულის სატრანასფერო ფანჯრის დროს გაიგებთ მოვითმინოთ .
zurabi
17 იანვარი 2023 21:23
0
სხვისი ფასი ნუ გაინტერესებთ.
ხვიჩა ყველა რეკორდს მოხსნის. ...
მთავარია ტრავმები არ აწუხებდეს.

რუსეთში მოთამაშე არსად არ ფასობდეს ეს რეალობაა...
როგორც ჩალის ფასი აქს ადამიანის რუსეთში ასევეა რუსული იარლიკით ყველა პროდუქცია ჩალის ფასი ეღირება ცივილიზებულ სამყაროში...
ნუთუ ამას კიდევ ვერ შეეგუეთ საქართველოში?!
გაგვიმართლა ჩვენ რომ ხვიჩა საეთოდ წავიდა იქ სადაც არის და კიდევ მეტად გაგვიმართლა რომ როგორიც არის გამოაჩინა , დს ამით გვასახელა,
აი ეს უნდა გვიხაროდეს...
გახსოვდეთ , მგელი ჭილობშიც იცნობა, და ეს გამართლდა.
ყველაფერი წინ არის, უკეთესი.
ისე ქართველებს ბიზნესის თავი რომ ქონოდათ შეეძლოთ სხვა გვარად,
ის 10 მილიონიც არ ადღოთ და შემდგომ ტრასფერში წილში ნოყიერად ჩამჯდარიყვნენ .,
მაგრამ არ ჯეროდათ ხვიჩასი ეგრე...
სიმართლე ეგ არის.
გაჩუმდით.
ხვიჩა 200 მილიონზე მეტი ეღირება ნაპოლშივე ...
უნდა ეგ და შემდგომი სეზინი მანდ იყოს.

,
მახო.
17 იანვარი 2023 21:07
6
და კვარაცხელია-მუდრიკს შორის ვინ უფრო მაგარი ბიჭია ჩვენ, ანუ ქართველები და უკრაინელები, რომ დავლაგდეთ ერთმანეთში არ აწყობთ რუსებს? ძალიან თავისიანად რო ასაღებენ ხვიჩას და უკვე უკრაინელებისგანაც კი იცავენ.. ძალიან ავად არიან
დათო ხინველი
17 იანვარი 2023 21:06
7
დრო გამოაჩენს ყველაფერს, ვინ რა ღირს. თუმცა მუდრიკი საოცარად მაგარი ფეხბურთელია არ გვინდა ტყუილად ქილიკი.
Semi
17 იანვარი 2023 19:54
25
ადამიან ჯიგარო, ევრიუჟიხინი თქვენკენ, რასიასკენ მოიკითხე, მუდრიკი კი თუ ვინმეს გავს- უკრაინელს, ბლოხინს. ბლოხინიც არავის ახსოვს ალბათ შენი აზრით, არა?
ადამიან-ს
18 იანვარი 2023 14:54
2
გასაოცარი ცოტა ზედმეტი მოგივიდა
გურჯი
17 იანვარი 2023 21:11
5
ყველა გამოხმაურება
კვარაცხელია ახლავე ღირს 150 მილიონი!ვისაც არ გჯერათ აი დარდი, ჩემს ნათქვამში ამ ზაფხულს დარწმუნდებით!!!
ზაზა
17 იანვარი 2023 19:37
3
წავიდა ფულების გათეთრება, ამათი კორუმპირებული ***** !...
ელგუჯა
17 იანვარი 2023 19:18
8
სამწუხაროდ ასეა, ზოგიერთი ფეხბურთელი და შესაბამისად ნაკრები სანამ არ მოუმატებს და ფიფას რეიტინგში მინიმუმ უკრაინას არ გავუსწრებთ, მანამდე იქნებიან ჩვენი ფეხბურთელები იაფფასიანები, თორემ კვარაცხელია რომ ბრაზილიელი ყოფილიყო 100 მილიონზე მეტი ეღირებოდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მუდრიკი ამდენი მაინც არ ღირს. ეს უბრალოდ ჩელსის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის კუდაბზიკობის გამო ხდება, რათა წინამორბედთან შედარებით უნიათო არ გამოჩნდეს.
ლაშა
17 იანვარი 2023 18:35
5
ღრუსებს არავინ ეკითხება, ვინ რა ღირს. თავიანთ ,,ოქროს" ძიუბას მიხედონ. :))))
რატი
17 იანვარი 2023 18:34
26
თქვენი, მართლა ღრუზინების პრობლემა (როგორც დანარჩენი სექტანტების) ის არის, რომ თქვენი მოწინააღმდეგე აუცილებლად ფსევდო ლიბერალი გგონიათ, ისინიც ასე არიან. ასევე ქოცებს ნაცები, ნაცებს ქოცები. ყველა ერთად კი ჭირი და მავნებლობა ხართ ამ ქვეყნისათვის.
რატი
18 იანვარი 2023 03:39
4
ღრუსები, ღრუზინები, ეგრევე გეტყობა რომელი სექტიდან ხარ, დაგიძველდათ ლექსიკონი რამე ახალი მოიფიქრეთ...
ბნელი ღრუზინი
17 იანვარი 2023 21:28
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული