"სერიოზული შეცდომა დაუშვა" - კანავაროს ყოფილმა აგენტმა "კვარა" გააკრიტიკა

AutoSharing Option
"პალერმოს" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია გააკრიტიკა.

ფედელემ Marte Sport-ის ეთერში "ნაპოლისა" და "რომას" (2:1) დაპირისპირების იმ მომენტზე ისაუბრა, როდესაც ლოსანოს ჩაწოდების შემდეგ "კვარამ" გოლის გატანა ვერ მოახერხა.

"ნაპოლიმ" გოლის გატანის არაერთი შანსი მიიღო. ლოსანოს ჩაწოდების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ ბურთის კონტროლის თვალსაზრისით სერიოზული შეცდომა დაუშვა. თავად მექსიკელმაც კარგი მომენტი ვერ გამოიყენა" - განაცხადა ფედელემ.

შეგახსენებთ, 20 ტურის შემდეგ "ნაპოლი" 53 ქულით სერია A-ს სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარ "ინტერს" 13
ქულით უსწრებს. სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 5 თებერვალს "სპეციას" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.

altკვარაცხელია-ოსიმენის ტანდემის დაშლას სპალეტი დაუშვებს?! - მათ შეძენას ერთდროულადაც გადაწყვეტენ...

altკვარაცხელია და ოსიმენი იტალიას იპყრობენ - სტატისტიკები "რომასთან" მატჩის შემდეგ

მკითხველის კომენტარები / 47 /
წვივში მოხვდა ბურთი. შეუძლებელია წვივით ბურთის გაჩერება. ისე რამოდენიმეჯერ ვერ დაიმორჩილა ბურთი ამ თამაშში. წარმატებები შემდეგ თამაშებში.
ზაზა
31 იანვარი 2023 17:55
1
ეს ძალით კრიტიკოსები რა... ჩასაფრებულები აკოფში არ აყროლდეთ
ბიჭს ბებია დაეღუპა კიდევ კარგად ითამაშა საგოლე პასი გააკეთა. კვარა არის შემტევი ნახევარ მცველი ყველა თამაში გოლს ვერ გაიტანს წარმატებები კვარა ❤❤❤
ემიგრანტი
31 იანვარი 2023 17:06
5
რატომ ბრაზობთ?!ხვიჩამ ბურთის მიღება ვერ შეძლო,თანაც საკმაოდ ღია პოზიციაში და ეს რა თქმა უნდა სერიოზული ტექნიკური წუნია.100-დან 95 შემთხვევაში,ერთი შეხებით კარში დარტყმას შესძლებდა ხვიჩა.მისგან ბურთის ვერ მიღება,უიშვიათესი შემთხვევაა და რა თქმა უნდა თვალში მოხვდა.არც ჩვენ უარვყოფთ,რომ ეს მისი საუკეთესო თამაში არ აყოფილა.შედეგიანი მოქმედება მაინც გააკეთა და გუნდი გამარჯვების გზაზე დააყენა,თუმცა აშკარად, ჯერ კიდევ ვერ იყო ჯანზე და მეორე ტაიმში,ვეღარ აქტიურობდა.იმ ორი თამაშის ვირუსის გამო გაცდენამ,რა თქმა უნდა მისი ფიზიკური მზადყოფნაც შეამცირა.ხვიჩაც ჩვეულებრივი ადამიანია და ავადმყოფობა, მასზეც ჩვენნაირად მოქმედებს.ვინც წლევანდელი ვირუსი მოიხადა,დამეთანხმება,რომ მართლაც ძალიან ასუსტებს ადამიანს.
სოსო
31 იანვარი 2023 16:27
3
აქ გასაბრაზებელი არაფერია, ბურთის დამუშავებას შეეცადა და ვერ დაამუშავა, ეს იყო. აქ, ის მომენტი იყო, როცა 99%-ით ერთი შეხებით უნდა დაარტყა, რომ დაერტყა და აეცილებია, გაცილებით უკეთესი იყო, რადგან ეს უკვე შეცდომად აღარ ითვლება, ეს ტექნიკური წუნია, რომ არ გაარტყი სწორედ ის ითვლება შეცდომად.
ჟორა
31 იანვარი 2023 18:36
2
დაასახელე ერთი ფეხბურთელი მაინც ვისაც ეგეთი წუნი არ მოსვლია?
rrr
31 იანვარი 2023 17:50
4
მე მგონი ლოზანოსგან არ ელოდა პასს, მექსიკელი ხომ ამით არის ცნობილი რომ ცოცხალი თავით არ მოგცემს ბურთს, თუმცა იმ დღეს კარგად თამაშობდა
giorgi 3
31 იანვარი 2023 16:20
4
სწორედ ლოსანოს გაეხსნა და პასს ელოდა,მაგრამ ავადმყოფობის შემდეგ,უკვე გადაღლილი იყო და ძლიერი პასი,ვერ დაიმორჩილა.სიმკვირცხლე,თუ ფეხის სიმსუბუქე,რაც გინდა ის დავარქვათ,უკვე დაკარგული ჰქონდა.მატჩების ბოლო წუთებზე,კონტრშეტევაზე გაქცეული ფეხბურთელები რომ საოცარ მომენტებს აფუჭებენ ხოლმე,მათაც სწორედ ამის გამო ემართებათ.აღიდგენს ფიზიკურ კონდიციებს და ასეთ მომენტებს აღარ გააფუჭებს,ამისი არ მედარდება,მაგრამ უკვე იმდენი ადამიანი წერს,ხვიჩას ბებიის გარდაცვალების შესახებ,რომ ეტყობა ამ ჯერზე,ეს ტყუილი არ უნდა იყოს და თუ ეს სიმართლეა,ვიზიარებ მისი და მისი ოჯახის მწუხარებას.ღმერთმა გაანათლოს მისი სული და მადლობა,ჯერ კარგი შვილის,შემდეგ კი შვილიშვილების გაზრდისათვის.ბებიებმა ხომ, სულ სხვანაირი სითბო და სიყვარული იციან.
სოსო
01 თებერვალი 2023 15:35
0
ძლიერი პასი მისცა ლოზანომ და მოხდა წვივზე, რის შედეგადაც ვერ დაიმორჩილა ბურთი და ვერც დაარტყამდა. რათ უნდა ამას ამდენი გარჩევა და კრიტიკა.
ჟორას გიორგის და დანარჩენ "პროფესორებს"
01 თებერვალი 2023 03:15
0
ყველა გამოხმაურება
ნაპოლის თამაშის განხილვა იყო და ყველა ფეხბურთელს შეეხნენ. რა არის ამაში უცნაური? ვერ გავიგე რა კომენტარებს წერთ.
შოთა
31 იანვარი 2023 16:19
0
შეიძლება ვცდები,მაგრამ ხვიჩა ამ ბოლო დროს ცდილობს მოირგოს საზოგადო მოღვაწის როლი,აპიარებს საკუთარ თავს,ცდილობს პოპულარული და სათაყვანებელი გახდეს აგრეთვე საფეხბურთო მინდორს მიღმაც,მაშინ როცა მთელი დრო ფეხბურთს უნდა დაუთმოს,ის ჯერ მხოლოს 21 წლისაა,ნაადრევია მისგან ეს ყველაფერი.დიდი ტალანტის პატრონია და ეს ნიჭი მან ჯერჯერობით მხოლოდ ფეხბურთს უნდა მოახმაროს.მაგის დროც მოვა.
დავითი
31 იანვარი 2023 15:43
30
“შური არს მწუხარებაი სხვისა სიკეთესა ზედა” - მათ შორის კანავაროზეა ნათქვამი! მჯერა, რომ ხვიჩა ყურადღების ღირსად არც დღეს, და არც მომავალში არ მიაქცევს ყურადღებას მისდამი მსგავსი ქვეწარმავლების შხამის ფრქვევას!
მაქარაშვილი-მარქარიანი
31 იანვარი 2023 15:35
5
სულხან-საბა ორბელიანის სიტყვის კონადან სიტყვის განმარტების ციტირებას,თვითონ სტატია წაგეკითხა ყურადღებით,არ სჯობდა?!ალალ-მართალ კაცს, რომ ტყუილ უბრალოდ ლანძღავ,ხომ აღარ დაგემართებოდა!ამ წუთში შენს პოსტს,16 მოწონება აქვს და მათაც რომ ყურადღებით წაეკითხათ სტატიაც და პოსტიც,არც ისინი აღმოჩნდებოდნენ,უხერხულ მდგომარეობაში.
სოსო
31 იანვარი 2023 21:23
0
Kanavaro ra shuashia maraq???
L.J .
31 იანვარი 2023 18:17
0
ბიჭო, რა დაგემართათ!???? ხვიჩა კი არა, მარადონას, ზიდანს, ბაჯოს, მესის, პელეს გაუფუჭებათ უფრო გასატანი მომენტები!!!! სირცხვილი არა გაქვთ, " კანავაროს ყოფილი აგენტის" გინა "ჩემი მეზობლის დაქალის ახლობლის დის" სადღაც რაღაც ნათქვამს რომ ეძებთ და აქვეყნებთ? უფორ შემოქმედებითად მიუდექით , რა! უამრავი კარგის მოძებნა შეიძლება, თუ კაცი მოინდომებ
რეზო
31 იანვარი 2023 15:09
1
აცადეთ რაა ამ კაცს შეცდომა დსუშვა არა კვატი დაუშვა მერე მიდი აბა შენ დაარტყი და გაიტანე დაუშვა ხვალ გსიტანს აბა ფეხბურთში რო ყველა უშეცდომოდ თამაშიბდეს სულ 0-0 იქნება :) არ წაიღეს ტვინი ამ აგენტებმა.
ss
31 იანვარი 2023 15:35
2
რამდენი უხეში შეცდომაც კანავაროს დაუშვია კარიერის განმავლობაში, იმდენი (ბურთი) მოხვდეს (თავში) მის აგენტს.ფეხბურთი თამაშია და შეცდომებითაა სავსე ყოველი მატჩი.მაგ გონებაანთებულმა დაასახელოს ერთი თამაში მაინც, სადაც რომელიმე მოთამაშე ერთხელ მაინც არ ცდება.
კახელი მიხო
31 იანვარი 2023 14:49
5
კვარაცხელიას მომენტი თუ არ იყო 100%-იანი. მაშინ რამდენი იყო ოსიმენის შანსი?...ტიპმა ბურთი კენწლა საჯარიმოში სანამ კარებს გახვრიტავდა
საბა
31 იანვარი 2023 14:46
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული