ფედელემ Marte Sport-ის ეთერში "ნაპოლისა" და "რომას" (2:1) დაპირისპირების იმ მომენტზე ისაუბრა, როდესაც ლოსანოს ჩაწოდების შემდეგ "კვარამ" გოლის გატანა ვერ მოახერხა.
"ნაპოლიმ" გოლის გატანის არაერთი შანსი მიიღო. ლოსანოს ჩაწოდების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ ბურთის კონტროლის თვალსაზრისით სერიოზული შეცდომა დაუშვა. თავად მექსიკელმაც კარგი მომენტი ვერ გამოიყენა" - განაცხადა ფედელემ.
შეგახსენებთ, 20 ტურის შემდეგ "ნაპოლი" 53 ქულით სერია A-ს სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარ "ინტერს" 13
კვარაცხელია-ოსიმენის ტანდემის დაშლას სპალეტი დაუშვებს?! - მათ შეძენას ერთდროულადაც გადაწყვეტენ...
კვარაცხელია და ოსიმენი იტალიას იპყრობენ - სტატისტიკები "რომასთან" მატჩის შემდეგ
მაგრამ ცალკე საკითხია, კანავარო ვინ ჩემი ჩიტი იყო და მისი აგენტი თუ მაკლერი ვინ აგდია ხვიჩას რომ აკრიტიკებს და ყველა ამას ყურადღებას აქცევს!
ლოსანოს პასი იმდენად ძლიერი იყო, რომ ერთი შეხებით დამუშავება გაუჭირდებოდა აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელს (ყოფილს თუ მოქმედს). ერთი შეხებით კარის მიმართულებით გაგზავნა იქნებოდა ყველაზე სწორი გადაწყვეტილუბა, მაგრამ ამას სჭირდებოდა ცენტრფორვარდის გამოცდილება (ცხონებული რამაზ შენგელია იყო ართი შეხებით თამაშის გენიოსი) და უფრო მსუბუქი ფეხები (ვისაც უთამაშია დამეთანხმება).
ხვიჩა კონდიციებში აშკარად სუსტად გამოიყურებოდა და ამისი მიზეზი გადატანილუ გრიპი (სიცხით) იყო. აღდგენას დრო არა გაქვს და უნდა მოასწრო მოკლე პერიოდში პრინციპულ მეტოქესთან დაპირისპირებამდე ყველაფერი! მონდომებული იწყებ ვარჯიშს, იღებ რაც შეიძლება ინტენსიურ დატვირთვას და კუნთები გამოფიტვის რეჟიმში გადადის (აშკარად დაკლებული აქვს წონა). რაც მეტი იტვირთები მით უფრო გიმძიმდება ფეხები და ბოლოს თითქოს ტყვია ჩაგასხესო, ისე მძიმდება.
ხვიჩას მოძრაობაზე ეტყობოდა, რომ გადამწვარი იყო, როგორც ფიზიკურად ასევე ფსიქოლოგიურად, კონკრეტულად ამ თამაშისთვის (ზედმეტმა მონდომებამ იცის). თავიდან ჩვეულად დაიწყო და პირველი მესამედი კარგი იყო, შემდეგ დაიწყი დამძიმება, გაუჭირდა გადაადგილება, ბურთთან მუშაობა, დააკლდა სისწრაფე. ერთ მომენტში, როდესაც ლოსანომ, ჩემი აზრით მცდარი გადაწყვეტილება მიიღო და კარში დაარტყა (სამი იყვნენ და უფრო რაციონალური გათამაშება იყო საჭირო) ხვიჩა ძალიან დიდი ძალისხმევით დაეწია ეპიზოდს! აქ ფიზმომზადების მწვრთნელების გადაცდომაც არის, კონკრეტული თამაშისთვის (უფრო "სვეჟად" უნდა მიეყვანათ. სჯობდა ნაკლები დატვირთვა მიეცათ!).
ხვიჩა შემდეგ თამაშზე გაცილებით კარგი იქნება. ესეც გამიცდილების ამბავია (დატვირთვებს გადაინაწილებს, სადღაც თავს შეღავათს მისცემს, ორგანიზმის მოსმენას ისწავლის!
წარმატებები ხვიჩას, საქრთველოს ნაკრებს და ნაპოლის.
P.S. სამძიმარი ბადრი კვარაცხელიას დედის გარდაცვალების გამო.