ცნობილი გახდა, რამდენი დაუჯდა "კარლსრუეს" ბუდუ ზივზივაძის ტრანსფერი

AutoSharing Option
გერმანული Sky Sport-ის ჟურნალისტის, ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, "კარლსრუეს" ბუდუ ზივზივაძის "ფეჰერვარიდან" ტრანსფერი 200 000 ევრო დაუჯდა.

მოგეხსენებათ, მე-2 ბუნდესლიგის აუტსაიდერმა ქართველი ფორვარდი გუშინ ოფიციალურად წარადგინა და მას 2,5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

"კარლსრუეს" სპორტულმა დირექტორმა ოლივერ კროიცერმა განაცხადა, რომ ზივზივაძის თამაში გასული წლის ზაფხულში ნახა, მაშინ უნდოდათ გადაბირება, მაგრამ ვერ მოახერხეს, ბუდუს ნაკრებში ასპარეზობის გამოცდილება აქვს, უნივერსალია, შეტევაში სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლიათ გამოიყენონ და გუნდისთვის შესანიშნავი შენაძენია.

"კარლსრუე" 18 ტურის შემდეგ ჩემპიონატზე 18 ქულით მე-15 ადგილზეა, ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის და 5 თებერვალს
სტუმრად "მაგდებურგს" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 10 /
მაგრა გაუმართლათ ფრიცებს მაგარი ფორვარდი კაპიკებში დაითრიეს !
zura222
13:21 01-02-2023
1
ბუდუ რომ საშუალო ევროპული დონის ქვეყნიდან იყოს, 2-3 მილიონი ეღირებოდა
ilar10N YouTube
13:25 01-02-2023
1

სიახლეები პოპულარული