მამარდაშვილმა გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა - "ვალენსია" "რეალთან" დამარცხდა და ვარდნას აგრძელებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-17 ტურის გადატანილ მატჩში „ვალენსია“ გასვლაზე „რეალთან“ 0:2 დამარცხდა.

გატუზოს გადაყენების შემდეგ „ღამურებს“ დროებითმა მწვრთნელმა ვორო გონსალესმა უხელმძღვანელა, გიორგი მამარდაშვილმა კი პირველად ითამაშა „სანტიაგო ბერნაბეუზე“. „რეალი“ წინა ტურში სახლში „სოსიედადთან“ ფრეს დასჯერდა და მისმა თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ იმავე ტემპით მიდიან, როგორც გასულ სეზონში, მაგრამ „ბარსელონამ“ მნიშვნელოვნად მოუმატა და ბოლომდე იბრძოლებენ.

დებიუტში პირისპირ გასულ ასენსიოს მამარდაშვილმა არ გაატანინა, რის შემდეგაც, გასაკვირად, ინიციატივას სტუმრები დაეუფლნენ, თუმცა უხიფათოდ შეუტიეს. სადღაც მეოცე წუთისთვის მასპინძლებმა ბურთი დაიჭირეს, კომპენსირებულ დროში რიუდიგერმა თავურით
დალაშქრა ქართველის კარი, მაგრამ მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის მერე გოლი გააუქმა, რადგან ბენზემაზე თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირა და უღიმღამო პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმი „სამეფო გუნდმა“ აქტიურად დაიწყო, სამწუთიან მონაკვეთში ასენსიომ და ვინისიუსმა გაიტანეს, ხოლო ცოტა ხანში ერთი-ერთზე დარჩენილი მოდრიჩის დარტყმული ბურთი გიორგიმ მოიგერია. 73-ე წუთზე ვინისიუსთან უხეშობისთვის არბიტრმა პირდაპირი წითელი ბარათით პაულისტა გააძევა და ისედაც უმწეო „ვალენსიას“ მდგომარეობა საბოლოოდ დამძიმდა. დარჩენილ დროში მამარდაშვილმა ვალვერდესა და როდრიგოს არ მისცა გატანის საშუალება და "ბლანკოსმა" 2:0 მოიგო.

„ვალენსია“ 20 ქულით მე-14 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 1 ქულა აშორებს და 5 თებერვალს კატალონიაში „ჟირონას“ დაუპირისპირდება.

45 ქულით მეორე პოზიციაზე მყოფი „რეალი“ ლიდერ „ბარსელონას“ 5 ქულით ჩამორჩება და 5 თებერვალს „მალიორკას“ ეწვევა.

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 51 926 მაყურებელი

რეალი - ვალენსია 2:0
გოლები: 1:0 ასენსიო (52), ვინისიუსი (55)
გაძევება: პაულისტა (73)

მკითხველის კომენტარები / 13 /
ჩვენ,სომხებს უფრო მაგარი მეკარე გვყავს ვიდრე თქვენი მამარდა.
Ისეარაფრის გაგონება არ მინდა,საჭმელსაც ვერა ვჭამ ელი,ჩვენი ქურუმი კვდება ელი
G.A.L.
03 თებერვალი 2023 16:58
1
Meore golze win unda gamosuliko da meti shansi eqneboda, ori mcveli mosdevda vinisius da albat imitom ar gamovida...
Givi
03 თებერვალი 2023 13:46
0
მამარდაშვილისგან 22 წლის არის უკვე, ტოპ კლასის მეკარე ვერ დადგება მისი მიხვრა მოხვრიდან გამომდინარე. მაგრამ საშუალო კლასის საიმედო მეკარე სავსებით შესაძლებელია, რაც ძალიან კარგი იქნება.
akaki
03 თებერვალი 2023 12:09
17
მეკარისთვის 22 წელი დაახლოებით იგივე ასაკია, რაც მინდვრის მოთამაშისათვის 18-19 წელი. ეს ისე, ცნობისათვის. მამარდას რაც შეეხება, ამ მომენტისათვის უკვე არის მაღალი დონის მეკარე. სრული პოტენციალი აქვს უმაღლესი კლასის , გამორჩეული მეკარე გახდეს. მთავარია შრომა არ შეწყვიტოს, ტრავმები აირიდოს და სატრანსფერო შეცდომები არ დაუშვას.
არტ
03 თებერვალი 2023 22:54
0
ვიყავი თამაშზე და ვალენსია ისეთ უსახურ ფეხბურთს თამაშობს რომ მამარდა კი არა ორი მეკარე ვერ უშველით. ძნელია ესეთ გუნდში მეკარეობა.
მეგრელი
03 თებერვალი 2023 11:52
2
გაიზრდება არ ვიცი, მთავარია ლუზერის მენტალობა არ ჩამოუყალიბდეს.
მეგრელი
03 თებერვალი 2023 15:25
0
ასეთ გუნდში უფრო გაიზრდება როგორც მეკარე.
Lm
03 თებერვალი 2023 13:24
1
თუ ასე გაგრძელდა ვალენსიას საქმე,დაუნგრევენ მამარდას კარიერას
ბაბუაწვერა
03 თებერვალი 2023 11:00
6
პირველზე უფრო მეორეზე უნდა ეყოჩაღა, ლამის კილომეტრზე გაიგდო ბურთი ვინისიუსმა უნდა გამოსულიყო.
ტტტ
03 თებერვალი 2023 10:48
6
პირველი გოლია ეპიზოდში,დარტყმა გამოვიდა ბრწყინვალე,მეორე ეპიზოდში კი,ვერც ბოლომდე გამოსვლას ასწრებდა,თან მცველი ეთამაშებოდა,ვინისიუსს და მეორე მცველიც დასახმარებლად გარბოდა.საჯარიმოს სიღრმიდან ორი რეალის ფეხბურთელიც შემორბოდა და არც მათზე პასი იყო გამორიცხული.მამარდა ინტუიციაურად გამოვიდა წინ,დარტყმის კუთხე შეამცირა და არც კარი დატოვა ბოლომდე,მაგრამ დარტყმულზე დაწოლა ვეღარ მოასწრო.ცოტა დაბალი რომ ყოფილიყო,შესაძლოა მოესწრო,მაგრამ რეალურად,ძალიან რთული დარტყმა იყო,მეკარისათვის.
რაც შეეხება ვალენსიას,ის იმ თვითმფრინავს ჰგავს,ფრენისას ძრავა რომ გაუჩერდა.ჯერ სიჩქარე დაკარგა,მერე ცხვირით დაბლა დაეშვა და ახლა პიკეში ჩავარდნილი,მთელი სისწრაფით,მიწისაკენ მიჰქრის და სიცწრაფეც სულ უფრო მატულობს.სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა და ვეღარ გაძლიერდებიან,ესე იგი თვითმფრინავის შეკეთება,ჰაერში შეუძლებელია.მწვრთნელის შეცვლა,იმის მცდელობაა,ვარდნისაგან სიჩქარე აკრეფილი თვითმფრინავი,პიკედან მკვეთრი მანევრით გამოიყვანონ და პლანირებაზე გადასულის როგორმე მიწაზე დასმა,დამსხვრევის გარეშე მოახერხონ.უძნელესი ამოცანაა,მაგრამ სხვა შანსი არ არსებობს.თავის დროზე,ანდრო ჟორდანიამ,ასეთი რამე რამდენჯერმე,თანაც უარესი პოზიციიდან გააკეთა,მაგრამ ის, ანდრო ჟორდანია იყო,გენიოსი მწვრთნელი და ვალენსიას რას უშველიან,მაგას მალე ვნახავთ.
სოსო
03 თებერვალი 2023 13:50
2
ორივე გოლზე მაქსიმუმ რისი გაკეთებაც შეეძლო, დროული რეაქციაა. მაინც ვწრ მოიგერიებდა პირველ დარტყმულს.
ასენსაოს მაგარი გამოუვიდა. მთელი დღე რომ ურტყას კარში, მასეთი ტრაექტორიით შეიძლება ერთიც აღარ წავიდეს. გამართლების მომენტიცაა.
მამარდა არ იყო ცუდი, მაგრამ გაცილებით მეტი შეუძლია.
ბერნაბეუს ფაქტორიც მაგრად მოქმედებს. ვალენსიას თითქოს თამაში, შეტევა ეზარებაო. რაღაც მოვალეობას იხდიდნენ მოედანზე. ერთი ბებერი პაულუსტა წვალობდა და ისიც დამსახურებულად გააძევეს!!!
წარმატებები მამარდას, საქართველოს ნაკრებს და ვალენსიას.
G.A.L.
03 თებერვალი 2023 10:30
2
არასწორად დადგა პირველ გოლზე კი მისიანი უშლიდა მაგრამ
gogi
03 თებერვალი 2023 09:12
4
აკი "მამარდას" ეძახდით და რომ აგებენ კი ხდება მამარდაშვილი :)
???
03 თებერვალი 2023 02:38
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული