გატუზოს გადაყენების შემდეგ „ღამურებს“ დროებითმა მწვრთნელმა ვორო გონსალესმა უხელმძღვანელა, გიორგი მამარდაშვილმა კი პირველად ითამაშა „სანტიაგო ბერნაბეუზე“. „რეალი“ წინა ტურში სახლში „სოსიედადთან“ ფრეს დასჯერდა და მისმა თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ იმავე ტემპით მიდიან, როგორც გასულ სეზონში, მაგრამ „ბარსელონამ“ მნიშვნელოვნად მოუმატა და ბოლომდე იბრძოლებენ.
დებიუტში პირისპირ გასულ ასენსიოს მამარდაშვილმა არ გაატანინა, რის შემდეგაც, გასაკვირად, ინიციატივას სტუმრები დაეუფლნენ, თუმცა უხიფათოდ შეუტიეს. სადღაც მეოცე წუთისთვის მასპინძლებმა ბურთი დაიჭირეს, კომპენსირებულ დროში რიუდიგერმა თავურით დალაშქრა ქართველის კარი, მაგრამ მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის მერე გოლი გააუქმა, რადგან ბენზემაზე თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირა და უღიმღამო პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
მეორე ტაიმი „სამეფო გუნდმა“ აქტიურად დაიწყო, სამწუთიან მონაკვეთში ასენსიომ და ვინისიუსმა გაიტანეს, ხოლო ცოტა ხანში ერთი-ერთზე დარჩენილი მოდრიჩის დარტყმული ბურთი გიორგიმ მოიგერია. 73-ე წუთზე ვინისიუსთან უხეშობისთვის არბიტრმა პირდაპირი წითელი ბარათით პაულისტა გააძევა და ისედაც უმწეო „ვალენსიას“ მდგომარეობა საბოლოოდ დამძიმდა. დარჩენილ დროში მამარდაშვილმა ვალვერდესა და როდრიგოს არ მისცა გატანის საშუალება და "ბლანკოსმა" 2:0 მოიგო.
„ვალენსია“ 20 ქულით მე-14 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 1 ქულა აშორებს და 5 თებერვალს კატალონიაში „ჟირონას“ დაუპირისპირდება.
45 ქულით მეორე პოზიციაზე მყოფი „რეალი“ ლიდერ „ბარსელონას“ 5 ქულით ჩამორჩება და 5 თებერვალს „მალიორკას“ ეწვევა.
მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 51 926 მაყურებელი
რეალი - ვალენსია 2:0
გოლები: 1:0 ასენსიო (52), ვინისიუსი (55)
გაძევება: პაულისტა (73)
Ისეარაფრის გაგონება არ მინდა,საჭმელსაც ვერა ვჭამ ელი,ჩვენი ქურუმი კვდება ელი
რაც შეეხება ვალენსიას,ის იმ თვითმფრინავს ჰგავს,ფრენისას ძრავა რომ გაუჩერდა.ჯერ სიჩქარე დაკარგა,მერე ცხვირით დაბლა დაეშვა და ახლა პიკეში ჩავარდნილი,მთელი სისწრაფით,მიწისაკენ მიჰქრის და სიცწრაფეც სულ უფრო მატულობს.სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა და ვეღარ გაძლიერდებიან,ესე იგი თვითმფრინავის შეკეთება,ჰაერში შეუძლებელია.მწვრთნელის შეცვლა,იმის მცდელობაა,ვარდნისაგან სიჩქარე აკრეფილი თვითმფრინავი,პიკედან მკვეთრი მანევრით გამოიყვანონ და პლანირებაზე გადასულის როგორმე მიწაზე დასმა,დამსხვრევის გარეშე მოახერხონ.უძნელესი ამოცანაა,მაგრამ სხვა შანსი არ არსებობს.თავის დროზე,ანდრო ჟორდანიამ,ასეთი რამე რამდენჯერმე,თანაც უარესი პოზიციიდან გააკეთა,მაგრამ ის, ანდრო ჟორდანია იყო,გენიოსი მწვრთნელი და ვალენსიას რას უშველიან,მაგას მალე ვნახავთ.
ასენსაოს მაგარი გამოუვიდა. მთელი დღე რომ ურტყას კარში, მასეთი ტრაექტორიით შეიძლება ერთიც აღარ წავიდეს. გამართლების მომენტიცაა.
მამარდა არ იყო ცუდი, მაგრამ გაცილებით მეტი შეუძლია.
ბერნაბეუს ფაქტორიც მაგრად მოქმედებს. ვალენსიას თითქოს თამაში, შეტევა ეზარებაო. რაღაც მოვალეობას იხდიდნენ მოედანზე. ერთი ბებერი პაულუსტა წვალობდა და ისიც დამსახურებულად გააძევეს!!!
წარმატებები მამარდას, საქართველოს ნაკრებს და ვალენსიას.